Facebook Twitter

ბს-409-388(კ-07) 15 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. წ-ის წარმომადგენელ გ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 27 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. წ-მა (წარმომადგენლები ქ. კ-ე და მ. უ-ა) მოპასუხე ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 1995 წლის 13 ოქტომბრის ¹....... საკუთრების დამადასტურებელ მოწმობასა და 1996 წლის 5 იანვრის ¹....... საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ქ. ქუთაისში, ............. ¹50-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” მიწის ფართად ნაცვლად 1752.9კვ.მ-ისა 0.4ჰა-ის, ხოლო ......... ქ. ¹9/7-ში მდებარე საწარმო “წ-ის” მიწის ფართის ნაცვლად 1146.10კვ.მ-ისა, 3003კვ.მ-ით განსაზღვრა.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

1995 წლის 12 ოქტომბერს უნგრეთის მოქალაქე მ. ბ-ამ აუქციონის წესით შეიძინა ქ. ქუთაისში, .......... ¹50-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო უნივერმაღი “ქ-ი”, რომელზეც 1995 წლის 13 ოქტომბერს გაიცა ¹......... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 1995 წლის 13 დეკემბერს მ. ბ-ამ აუქციონის გზით ასევე შეიძინა ქუთაისში, ........... ქ. ¹9/7-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ი”, რომელზეც 1996 წლის 5 იანვარს გაიცა ¹........... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 1998 წლის 9 დეკემბრისა და 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებებით აღნიშნული ობიექტები მ. ბ-ამ გადასცა მეუღლეს _ ა. წ-ს. საკუთრების მოწმობებისა და ჩუქების ხელშეკრულებების მიხედვით, მუნიციპალური საწარმო უნივერმაღი “ქ-ი” განლაგებული იყო 4000კვ.მ, ხოლო მუნიციპალური საწარმო “წ-ი” _ 3003კვ.მ ფართობზე.

ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობის სამმართველოს უნივერმაღის მშენებლობისათვის გამოეყო ტერიტორია .......... ფართით 0.4ჰა.

ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია ა. წ-ს მიწის გადასახადს არიცხავდა 4000კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ........... ქუჩაზე მდებარე 3003კვ.მ მიწის ფართზე. რამდენადაც ზემოაღნიშნული ობიექტები შესყიდული იქნა მიწის ფართის გათვალისწინებით, შესაბამისად, ქონების მართვის სამმართველოს უნდა ემსჯელა პრივატიზებული ობიექტების ფართზე.

სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობები და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისში, .......... ქ. ¹50-ში და ......... ქ. ¹9/7-ში არსებულ შენობებზე საკუთრების უფლება 1998 წლის 9 დეკემბრისა და 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე ეკუთვნის ა. წ-ს.

“ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებთან შეთანხმებით.

რამდენადაც ობიექტების პრივატიზებისას უნივერმაღ “ქ-ზე” დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 133978.80 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე .............. ქ. ¹9/7-ში არსებულ შენობაზე 3003კვ.მ-ზე ღირებულებით _ 72081 აშშ დოლარი, ამდენად, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უნდა ემსჯელა პრივატიზებული უნივერმაღის შენობის 4000ჰა ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემაზე. ამასთან, ქუთაისში, ............ ქ. ¹9/7-ში მდებარე საწარმო “წ-ი” განთავსებული იყო 1146.10კვ.მ მიწის ფართზე, მთლიანად სარგებლობისათვის კი საწარმოს გამოყოფილი ჰქონდა 3003კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 4-6).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 4 ივლისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით და საქმეში მოპასუხედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო თავდაპირველი მოპასუხე ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო საქმეში ჩაება მესამე პირად (ს.ფ. 41-42).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ქუთაისის მთავრობა (ს.ფ. 58).

2005 წლის 26 დეკემბერს ა. წ-ის წარმომადგენელმა დ. ჯ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა: ქ. ქუთაისში, ............ ¹50-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ზე” 4000კვ.მ მიწის ფართობისა და ქ. ქუთაისში, ............. ქ. ¹9/7-ში მდებარე საწარმო “წ-ზე” 3003კვ.მ მიწის ფართობის მიმაგრების ფაქტის დადასტურება ამ ობიექტების პრივატიზაციის მომენტისათვის და ამავე მიწის ფართობების სარგებლობის ფაქტის დადასტურება პრივატიზებიდან დღემდე, აგრეთვე 1995 წლის 13 ოქტომბრის ¹......... საკუთრების დამადასტურებელ მოწმობასა და 1996 წლის 5 იანვრის ¹......... საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ს.ფ. 63).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. დ-ა, დ. კ-ე, თ. გ-ე, შპს “ა-ი” და ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია (ს.ფ. 74).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მოთხოვნა _ დადასტურებულად ყოფილიყო ცნობილი ქ. ქუთაისში, ............ ¹50-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” მიმდებარე 4000კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა, რომ დადასტურებულად მიჩნეულიყო ქ. ქუთაისში, ........... ქ. ¹9/7-ში მდებარე საწარმო “წ-ზე” (აბანო 2) მიმაგრებული 3003კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ ქ. ქუთაისში, ......... ქ. ¹9/7-ში მდებარე საწარმო “წ-ზე” (აბანო 2) მიმაგრებული 3003კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ინდმეწარმე ა. წ-ის სარგებლობაში ობიექტის პრივატიზების მომენტიდან დღემდე ირიცხებოდა 2864კვ.მ მიწა; ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა, რომ შესაბამისი ცვლილება შეეტანა ობიექტის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში (ს.ფ. 228-233).

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-მა იმ ნაწილში, რომლითაც მისი მოთხოვნა უნივერმაღ “ქ-ის” მიმდებარე 4000კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დადასტურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 242-246).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ასევე ქ. ქუთაისის მერიის მიერ იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საწარმო “წ-ზე” მიმაგრებული 3003კვ.მ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დადასტურების თაობაზე. აპელანტმა ითხოვა მითითებულ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 249-250).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილების შეტანის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 255-256).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ა. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის მთავრობის და ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება 2864კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის ფლობის დადასტურების ნაწილში, ა. წ-ის წარმომადგენლების სარჩელი ქუთაისში, ......... ქ. ¹9/7-ში მდებარე საწარმო “წ-ის” (აბანო 2) 2864კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის მიერ მფლობელობის დადასტურებისა და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება 4000კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის მიერ მფლობელობის დადასტურებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად (ს.ფ. 126-132).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. წ-ის წარმომადგენლებმა გ. ზ-მა და ქ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 149-155).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. წ-ის წარმომადგენელ გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა. წ-ის წარმომადგენელ გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. წ-ის წარმომადგენელ გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ა. წ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.