¹ბს-421-399(კ-07) 25 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ფ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 25 ნოემბერს გ. ფ.-მ სარჩელი აღძრა შუახევის რაიონულ სასამართლოში შუახევის რაიონის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს “მ.-ის”, მესამე პირების _ ნოტარიუს ა. ფ.-ისა და ...-ის თემის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა შუახევის რაიონის გამგეობის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹143, 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹144 დადგენილებების, სააუქციონო ვაჭრობის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹14 ოქმის, შუახევის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 სექტემბრის ¹139 დადგენილებისა და შუახევის რაიონის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹12 დადგენილების, 2005 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხეთა დავალდებულება თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის შესახებ, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ და შუახევის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გ. ფ.-ის სახელზე რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 3-10; ტ.I).
შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს “მ.-ი” (იხ. ს.ფ. 101-102; ტ.I).
შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შუახევის რაიონის გამგეობის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹143, 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹144 დადგენილებები, სააუქციონო ვაჭრობის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹14 ოქმი, შუახევის რაიონის გამგეობის 2005 წლის 14 სექტემბრის ¹139 დადგენილება, შუახევის რაიონის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹12 დადგენილება, 2005 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 249-252).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შუახევის რაიონის გამგეობამ, შპს “მ.-მ” და მოითხოვეს შუახევის რაიონის გამგეობის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 256-2258; ტ.I; 3-4; ტ.II).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს “მ.-ისა” და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 51-57; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 70-73; 89-92; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებით გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 94-95; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 94-95; ტ.II).
კასატორ გ. ფ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, ამასთან, კასატორს არც საკასაციო საჩივარში მიუთითებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას საპროცესო ნორმების დარღვევაზე, მხოლოდ ზოგადად მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლზე და ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ გ. ფ.-ის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. ფ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.