Facebook Twitter

¹ბს-422-400(კ-07) 7 თებერვალი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ ქ. ბათუმის მერია, წარმომადგენელი გ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. შპს “მ-ი”, დირექტორი ხ. ქ-ე, წარმომადგენელი მ. ა-ე (მოპასუხე, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე); 3. ...... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა (მოპასუხე); 4. ნოტარიუსი ა. ფ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ საჯარო რეესტრის ამონაწერისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 29 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიამ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მშენებლობის აკრძალვა (ტომი 2, ს.ფ. 1-2).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის განცხადება დაკმაყოფილდა. სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2400კვ.მ მიწის ნაკვეთს და აიკრძალა მასზე ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოება (ტომი 2, ს.ფ. 7-9).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “მ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტომი 2, ს.ფ. 18-20).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის განჩინებით შპს “მ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა (ტომი 2, ს.ფ. 21-22).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით შპს “მ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელად (ტომი 2, ს.ფ. 26-28).

2006 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში განცხადება წარადგინა შპს “მ-მა”, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება (ტომი 2, ს.ფ. 39).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის განჩინებით შპს “მ-ის” 2006 წლის 25 ივლისის განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გატარებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინება (ტომი 2, ს.ფ. 41).

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება (ტომი 2, ს.ფ. 45-50).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის განჩინება, რაც მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტომი 2, ს.ფ. 72-76).

2006 წლის 20 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიამ მოპასუხეების _ შპს “მ-ის”, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისა და ნოტარიუს ა. ფ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის 2005 წლის 12 თებერვლის ამონაწერის, აგრეთვე აღნიშნულ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობასა და შპს “მ-ს” შორის 2005 წლის 21 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ქ. ბათუმში აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ივნისის ¹536 გადაწყვეტილებით ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას გამოეყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2400კვ.მ მიწის ნაკვეთი, ...... ქ. ¹9-ში (ამჟამად ..... ქ. ¹9) მდებარე ..... ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებული იყო სახლის მშენებლობა, მაგრამ მშენებლობის მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა.

2005 წლის 12 თებერვალს საჯარო რეესტრში აღნიშნული მიწის მესაკუთრედ დარეგისტრირდა არა .... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია, არამედ ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა.

მოსარჩელის აზრით, სადავო მიწის ნაკვეთი უსაფუძვლოდ იქნა რეგისტრირებული ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სახელზე, რამდენადაც მიწის გამოყოფის დოკუმენტში, რომელსაც საჯარო რეესტრი დაეყრდნო, მითითებული იყო მიწის გამოყოფა არა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაზე, არამედ ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციაზე.

საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ ინდივიდუალურმა ბინათმშენებლობამ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული უძრავი ქონება (მიმდინარე მშენებლობა) გაასხვისა შპს “მ-ზე”. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა იხელმძღვანელა სხვადასხვა დოკუმენტებით და დაადგინა, რომ ნასყიდობის საგანი ეკუთვნის გამყიდველს საჯარო რეესტრის ამონაწერისა და აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ივნისის ¹536 გადაწყვეტილების თანახმად, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული იყო სხვა მისამართი, ხოლო მიწის გამოყოფის დოკუმენტში _ სხვა. ნოტარიუსის მხრიდან განხორციელებული ქმედების უკანონობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ვალდებული იყო, გამყიდველისათვის მოეთხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერსა და მიწის გამოყოფის აქტში მითითებული ორი სხვადასხვა მისამართის იგივეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე გამოეთხოვა მიწაზე მიმდინარე მშენებლობაზე გამყიდველის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნულით დაირღვა “სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესი. საჯარო რეესტრის სამსახურმა ასევე დაარღვია “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონი, არ გამოითხოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. ასეთ ვითარებაში შპს “მ-ი” არ წარმოადგენდა კეთლისინდისიერ შემძენს. ნასყიდობის საგანი უფლებრივად ნაკლის მქონე იყო, რამდენადაც საჯარო რეესტრში ხელახალი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ შეიძლებოდა დარეგისტრირებულიყო არა ინდივიდუალური ბინთმშენებლობა, არამედ ...... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია. მოცემულ შემთხვევაში შემძენს უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მით უფრო, როცა ნოტარიუსთან წარდგენილი იყო მიწის გამოყოფის დოკუმენტი, რეესტრის ამონაწერი და აღნიშნულ დოკუმენტებს შემძენი, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გასცნობოდა (ტომი 3, ს.ფ. 1-3).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹9-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2400კვ.მ მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადებისა და მასზე ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების აკრძალვის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ბათუმში აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ივნისის ¹536 გადაწყვეტილებით ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას გამოეყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2400კვ.მ მიწის ნაკვეთი ...... ქ. ¹9-ში მდებარე .... ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2005 წლის 12 თებერვალს განხორციელდა ცვლილებები საჯარო რეესტრში და აღნიშნული მიწის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ინდივიდუალურმა ბინათმშენებლობამ თავმჯდომარის სახელით მოახდინა მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე ქონების გასხვისება შპს “მ-ზე”.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე, რაც ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც მოიცავს მონაცემებს მიწისა და სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამდენად, კანონის თანახმად, ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი და ამონაწერი, რომელიც ასეთი ჩანაწერის საფუძველზე გაიცემა. მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ცნობილი ამონაწერი ბათილად. მოსარჩელემ ასევე ვერ წარადგინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ აღნიშნული მიწა მის საკუთრებას წარმოადგენს.

საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ თავის დროზე აღნიშნული მიწა სწორედ ბინათმშენებლობისათვის გამოეყო ....... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელსაც უკვე დაფუძნებული ჰქონდა ამ მიზნით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი (1992 წლის 16 თებერვლის გამგეობის სხდომის ¹4 ოქმიდან ამონაწერის თანახმად). შემდგომში, ბინათმშენებლობის დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, ....... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის 1992 წლის 7 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმის თანახმად განხორციელდა მასთან არსებული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის რეორგანიზაცია ინდივიდუალურ ბინათმშენებლობად, დამტკიცდა მისი წესდება და ინდივიდუალური ბინათმშენებლობა რეგისტრაციაში გატარდა ქ. ბათუმში აჭარის ა/რ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ოქტომბრის ¹789 გადაწყვეტილებით. ამდენად, სახელმწიფომ უკვე გამოხატა ნება სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში და იგი მიზნობრივად, სწორედ ბინათმშენებლობისათვის გამოუყო ჯერ ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელსაც ამ მიზნით დაფუძნებული ჰქონდა მასთან არსებული კოოპერატივი, ხოლო შემდგომ, კოოპერატივის “ინდივიდუალურ ბინათმშენებლობად” რეორგანიზაციის შედეგად, აღნიშნული მიწა აღმოჩნდა ამ უკანასკნელის განკარგულებაში, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გააჩნდა აღნიშნული მიწის თავის საკუთრებაში დარეგისტრირების სრული უფლება.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, აგრეთვე “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთები, რომლებიც ბინათმშენებლობისათვის თავის დროზე გამოეყოთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ექვემდებარებოდა მათ საკუთრებაში გადაცემას.

საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ქ. ბათუმის მერიის პრეტენზია მშენებარე ობიექტთან მიმართებაში. სასამართლოს აზრით, სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე უფლება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობას კიდეც რომ არ ჰქონოდა, ასეთ შემთხვევაშიც ქ. ბათუმის მერიის პრეტენზია გაუგებარი იყო. აღნიშნული მშენებარე ობიექტი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წევრთა საკუთრებას წარმოადგენდა მათ წილთა შესაბამისად და წესდების თანახმად, თითოეულ მათგანს გააჩნდა თავისი წილის თავისუფლად განკარგვის უფლება.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს “მ-ი” არაკეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა. “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით მიწის პირველადი რეგისტრაცია აბსოლუტურად განსხვავდებოდა ამავე კანონის 22-ე და 26-ე მუხლებით განსაზღვრული საკუთრების უფლების გასხვისების (გადასვლის) რეგისტრაციისაგან. როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, ვიდრე შპს “მ-ი” შეისყიდდა მიწის ნაკვეთს ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში, აღნიშნულ ქონებაზე უფლებამოსილმა პირმა, კერძოდ, ინდივიდუალურმა ბინათმშენებლობამ განახორციელა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, რაშიც შპს “მ-ის” ხელმძღვანელობას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და ბუნებრივია, ვერც მიიღებდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, შპს “მ-თვის”, როგორც მყიდველისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქონებას ინდივიდუალური ბინათმშენებლობისგან შეიძენდა, თუ სხვა პირისგან. მას აღნიშნული ქონების სანაცვლოდ გამყიდველისათვის მაინც საბაზრო ღირებულება უნდა გადაეხადა. შპს “მ-მა” ინდივიდუალური ბინათმშენებლობისაგან 2005 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებით შეიძინა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონება, რაზედაც გამყიდველის საკუთრების უფლება დასტურდებოდა მის მიერ უკვე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციით. მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა შპს “მ-მა” შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 22-ე და 26-ე მუხლების თანახმად. შესაბამისად, შპს “მ-ის” ხელმძღვანელობა კეთლისინდისიერ შემძენს წარმოადგენდა (ტომი 3, ს.ფ. 327-329).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ივნისის ¹536 გადაწყვეტილებით .... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში გამოეყო 2400კვ.მ მიწის ნაკვეთი. როგორც საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, გამოყოფილი მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა არა .... კავშირის სახელზე, არამედ _ არარეგისტრირებულ კავშირზე _ ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაზე. საჯარო რეესტრის მასალებში პირველადი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ იქნა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი. აპელანტისათვის გაურკვეველია, თუ როგორ მოახდინა საჯარო რეესტრის სამსახურმა მიწის ნაკვეთის იმ სუბიექტზე რეგისტრაცია, რომელზეც იგი გამოყოფილი არ ყოფილა.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის იმ მუხლზეც, რომლითაც ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ექვემდებარებოდა საკუთრებაში გადაცემას, რამდენადაც ინდივიდუალური ბინათმშენებლობა, როგორც არარეგისტრირებული კავშირი, არ წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებული იყო, რომ კავშირთან არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ფუნქციონირებდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახით. თუ სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას დადასტურებულად მიიჩნევდა, მას მხედველობაში უნდა მიეღო სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლი, რომელმაც სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დღიდან გაუქმებულად გამოაცხადა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, მის უფლებამონაცვლედ კი მიიჩნია ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელიც არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს. აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, თუ რა სამართლებრივი სტატუსი გააჩნდა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობას.

აპელანტის აზრით, სადავო ქონება ნასყიდობის მომენტში უფლებრივად ნაკლის მქონე იყო და ასეთ ვითარებაში შემძენის მიმართ ვერ იმოქმედებდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი კეთილსინდისიერების პრინციპი (ტომი 3, ს.ფ. 340-342).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს “მ-მა”, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გატარებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გაუქმებულიყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ქ. ბათუმის მერიამ გაუშვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის დასაშვებობისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა, რამდენადაც მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005 წლის 14 თებერვალს გაცემული ამონაწერის ბათილად ცნობა, ხოლო სარჩელი მის მიერ წარდგენილ იქნა 2006 წლის 20 იანვარს.

მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიამ დაადასტურა უკვე არსებული გარიგება და სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე დაკარგა შეცილების უფლება, რამდენადაც შპს “მ-ს” დაუმტკიცა შესაბამისი პროექტი და სადავო მიწის ნაკვეთზე გასცა მშენებლობის ნებართვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად შპს “მ-ს” არსებითი ზიანი ადგება. იმის მიუხედავად, რომ შპს “მ-მა” სასამართლოს წინაშე 2006 წლის 28 მარტს აღძრა შუამდგომლობა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 30 მარტის სხდომაზე ადგილზე თათბირით არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა. მეტიც, შპს “მ-მა” ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2006 წლის 1 აგვისტოს შეიტანა განცხადება და კვლავ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისი 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა აღნიშნული განცხადება და მოტივად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თუკი შპს “მ-ს” აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად ზარალი მიადგებოდა, შემდგომშიც შეეძლო მოეთხოვა ამ ზარალის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი (ტომი 3, ს.ფ. 345-349).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი და შპს “მ-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ბათუმში აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ივლისის ¹536 გადაწყვეტილებით ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას გამოეყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2400კვ.მ მიწის ნაკვეთი ..... ქ. ¹9-ში მდებარე ..... მიმდებარე ტერიტორიაზე. 2005 წლის 12 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დაარეგისტრირა ...... კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა. 2005 წლის 21 თებერვალს ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალურ ბინათმშენებლობასა და შპს “მ-ს” შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე 2400კვ.მ მიწის ნაკვეთი, აგრეთვე სამშენებლო მასალები და მშენებარე ობიექტები შეიძინა შპს “მ-მა”, რომელმაც შემდგომში აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინა უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში და ამჟამად სადავო ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს “მ-ი”. აღნიშნული ჩანაწერი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “უძრავ ნაგებობაზე უფლების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ჩანაწერი უქმდება, თუ წარმოდგენილია ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გაგრძელების ან შეწყვეტის ფაქტს. ამავე კანონის მე-20 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით საბუთს წარმოადგენს ყველა ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების, სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ასეთ საბუთს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ანუ ახალი უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში სათანადო ჩანაწერის განხორციელების შემდეგ ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ბინათმშენებლობიდან გადავიდა შპს “მ-ზე”. შესაბამისად, ახალი მესაკუთრის რეგისტრაციამ გამოიწვია საჯარო რეესტრში ძველი მესაკუთრის ჩანაწერის გაუქმება, ანუ გაუქმებული იყო 2005 წლის 12 თებერვლის ჩანაწერი, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა ბათუმის მერია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დავის საგანი, ასეთ პირობებში კი მოთხოვნა გაუქმებული ჩანაწერის ბათილად ცნობაზე უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ შპს “მ-ი” წარმოადგენდა არაკეთილსინდისიერ შემძენს. დადგენილი იყო, რომ ვიდრე შპს “მ-ი” შეისყიდდა ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, აღნიშნულ ქონებაზე ინდივიდუალურმა ბინათმშენებლობამ განახორციელა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, რაშიც შპს “მ-ის” ხელმძღვანელობას მონაწილეობა არ მიუღია და ვერც მიიღებდა. შპს “მ-მა” ინდივიდუალური ბინათმშენებლობისაგან 2005 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებით შეიძინა ბათუმში, .... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონება, რაზედაც გამყიდველის საკუთრების უფლება დადასტურდა მის მიერ უკვე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციით, თანახმად საქმეში არსებული 2005 წლის 14 თებერვალს გაცემული ამონაწერისა. მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა შპს “მ-მა” მშენებარე ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 22-ე და 26-ე მუხლების თანახმად. შესაბამისად, შპს “მ-ი” სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა კეთლისინდისიერ შემძენს და მისი, როგორც მყიდველის არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და რეესტრში ეს უფლება გამსხვისებლის სახელზეა რეგისტრირებული. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწანააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო იყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს “მ-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლას უკავშირებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიებები (ტომი 4, ს.ფ. 78-87).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტის ყველა არგუმენტი უნდა შეამოწმოს და შეაფასოს. სასამართლოს მხრიდან აღნიშნული არგუმენტების გაუზიარებლობას აუცილებლად ესაჭიროება შესაბამისი დასაბუთება. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები. სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ივნისის ¹536 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში (ამჟამად, .... ქ. ¹9) 2400კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო ...... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციას, მისი პირველადი რეგისტრაცია კი საჯარო რეესტრში უკანონოდ განხორციელდა ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ბინათმშენებლობაზე. ამავე სააპელაციო საჩივარში საჯარო რეესტრის უკანონო ქმედებად მიჩნეული იყო ის გარემოება, რომ ვინაიდან ინდივიდუალური ბინათმშენებლობა, როგორც არარეგისტრირებული კავშირი, სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს, მას არ შეიძლებოდა წარმოშობოდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონით გათვალისწინებული უფლება, მოეხდინა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე 2400კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ხოლო საჯარო რეესტრს უფლება _ მიწის ნაკვეთი აღერიცხა არა იურიდიული პირის საკუთრებაში.

კასატორის მითითებით, თუკი სასამართლო დადასტურებულად ჩათვლიდა, რომ ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალურ ორგანიზაციასთან არსებული ბინათმშენებლობა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახით არსებობდა და ეს შესაძლებელს ხდიდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე მიწის ნაკვეთის მასზე, როგორც იურიდიულ პირზე რეგისტრაციას, სასამართლოს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის შესაბამისად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, გაუქმებულად ჩაითვალა 1997 წლის 25 ნოემბრიდან, ხოლო მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები, რომლებიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენდნენ.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის შესაბამისად კანონიერი იყო.

კასატორის აზრით, ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმის მერია სადავოდ არ ხდის შპს “მ-ზე” საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ ჩანაწერებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ინდივიდუალურ ბინათმშენებლობასა და შპს “მ-ს” შორის დადებული იმ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისაკენ, რომელიც საფუძვლად უდევს სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში შპს “მ-ის” საკუთრებაში აღრიცხვას და რომლის ბათილად ცნობის შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი თავისთავად ხდება სასამართლოს გადაწყვეტილება (ტომი 4, ს.ფ. 100-102).

ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს “მ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

შეგებებული კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლი, როდესაც მიუთითა, რომ კანონის აღნიშნული ნორმის მიხედვით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსი მდგომარეობს კრედიტორის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებისადმი მომავალში მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით, განცხადებაში, რომლითაც მხარე ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, მითითებული უნდა იყოს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც ასეთი ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს შეტანიდან ერთი დღის ვადაში მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, ხოლო 195-ე მუხლის საფუძველზე განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ აღსრულდება დაუყოვნებლივ.

კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, როგორც გატარებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლოს განჩინება არის დაუყოვნებლივ აღსასრულებელი, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში არის დაუყოვნებლივ აღსასრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობით შეიძლება გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება ან მას საფრთხე შეექმნას, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობამ შეიძლება მოპასუხეს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. სწორედ ამ მიზნით იქნა ცვლილებები განხორციელებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, კერძოდ, მას დაემატა 1991-ე მუხლი, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით (ტომი 4, ს.ფ. 125-127).

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “მ-მა” თავისი შეგებებული საკასაციო საჩივრის მოტივად დამატებით დაასახელა ის გარემოება, რომ დავის არსებობის პერიოში, ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით სადავო მიწის ნაკვეთზე შპს “მ-ის” მიერ აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მიღებულ იქნა ექსპლოატაციაში, რის შემდეგაც აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით შპს “მ-ის” სახელზე დარეგისტრირდა. შპს “მ-ის” მითითებით, ქ. ბათუმის მერიას მოცემულ საქმეზე სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი არ გააჩნია და მოითხოვა საქმეზე წარმოების შეწყვეტა. მანვე მოითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქ. ბათუმის მერიისთვის დაკისრება.

საკასაციო სასამართლოში გამოცხადებულმა ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემული საქმის მიმართ ქ. ბათუმის მერიას იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს “მ-ის” შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრის დავის საგანია ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის 2005 წლის 12 თებერვლის ამონაწერის, აგრეთვე ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალურ ბინათმშენებლობასა და შპს “მ-ს” შორის 2005 წლის 21 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

საპროცესო კანონმდებლობა ყოველ დაინტერესებულ პირს უფლებას ანიჭებს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების, ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობისათვის აუცილებელია სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესის არსებობა. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად გაირკვეს, არის თუ არა მოსარჩელე მოცემულ კონკრეტულ მოთხოვნასა და შესაბამის სამართალწარმოებაზე უფლების მქონე პირი, გააჩნია თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე რეალური სამართლებრივი ინტერესი.

დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2007 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას საკასაციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი _ ქ. ბათუმის მერია საკასაციო სასამართლოს სხდომებზე სისტემატურად არ ცხადდებოდა არასაპატიო მიზეზით. საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის სხდომაზე კი გამოცხადებული კასატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ქ. ბათუმის მერიას იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. იმავდროულად, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “მ-მა” განმარტა, რომ მოცემული დავის არსებობის პერიოდში, ქ. ბათუმის მერიამ 2007 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით სადავო მიწის ნაკვეთზე შპს “მ-ის” მიერ აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ექსპლოატაციაში მიიღო, რის შედეგადაც აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით შპს “მ-ის” სახელზე დარეგისტრირდა, რაც ასევე ქ. ბათუმის მერიის მხრიდან საქმეზე რეალური იურიდიული ინტერესის არქონას ადასტურებდა. აღნიშნულის საწინააღმდეგო განმარტება ქ. ბათუმის მერიას არ დაუფიქსირებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიას არა აქვს ნამდვილი იურიდიული ინტერესი საქმის მიმართ, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.6 მუხლის საფუძველზე საქმე ექვემდებარება წარმოებით შეწყვეტას საჯარო რეესტრის 2005 წლის 12 თებერვლის ამონაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნას, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმებას დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ სარჩელს, საჯარო რეესტრის 2005 წლის 12 თებერვლის ამონაწერის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუშვებლად ცნობა, თავის მხრივ, გამორიცხავს სარჩელის მეორე მოთხოვნის _ ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალურ ბინათმშენებლობასა და შპს “მ-ს” შორის 2005 წლის 21 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რამდენადაც მოსარჩელე აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ 2005 წლის 12 თებერვალს საჯარო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სადავო მიწის ნაკვეთი უსაფუძვლოდ იქნა დარეგისტრირებული ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სახელზე, რამაც გამოიწვია მისი არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ გასხვისება. საჯარო რეესტრის 2005 წლის 12 თებერვლის ამონაწერის ბათილად ცნობის ნაწილში ქ. ბათუმის მერიის სარჩელზე დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოებით შეწყვეტის შედეგად, საფუძველი ეცლება ..... საქართველოს კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინდივიდუალურ ბინათმშენებლობასა და შპს “მ-ს” შორის 2005 წლის 21 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნასაც, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შპს “მ-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივრის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გატარებული უზრუნველყოფის ღონისძიებების საქმის წარმოების დასრულების შემდეგ გაუქმებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-1991-ე მუხლებიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ხანგრძლივობა უკავშირდება საქმეზე წარმოების დასრულებას და მის შედეგს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, ანუ სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოება არ იყო დასრულებული და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული. შესაბამისად, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებას არ ექვემდებარებოდა, რაც სწორად განმარტა სააპელაციო სასამართლომ. ამჟამად საქმის წარმოების დასრულება სარჩელის დაკმაყოფილების გარეშე თავისთავად განაპირობებს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიას შპს “მ-ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს “მ-ის” მიერ შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “მ-ის” შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს “მ-ის” შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის 2005 წლის 12 თებერვლის ამონაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ქ. ბათუმის მერიისათვის უარის თქმის ნაწილში;

4. ამ ნაწილში ქ. ბათუმის მერიის სარჩელზე დაუშვებლობის მოტივით შეწყდეს საქმის წარმოება;

5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

6. ქ. ბათუმის მერიას შპს “მ-ის” სასარგებლოდ დაეკისროს შპს “მ-ის” მიერ შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 150 ლარი;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.