¹ბს-440-418(კ-07) 25 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ისა და რ. ი.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 19 სექტემბერს დ. კ.-მ, რ. ჩ.-მ, რ. ი.-მ, ლ. ჩ.-მ და ბ. ლ.-მ სარჩელი აღძრეს საქართველოს მთავრობის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის ¹101 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა საქართველოს აგრარული და სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტების რეორგანიზაცია მათი გაერთიანების სახით და ჩამოყალიბდა სსიპ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი (იხ. ს.ფ. 2-8).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრისა და 2 ნოემბრის საოქმო განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო (იხ. ს.ფ. 38-39).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-სა და რ. ი.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 220-223).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ.-მ, რ. ჩ.-მ, რ. ი.-მ, ლ. ჩ.-მ და ბ. ლ.-მ და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 234-239).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ის და რ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 296-298).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ.-მ, რ. ჩ.-მ, რ. ი.-მ, ლ. ჩ.-მ და ბ. ლ.-მ და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 309-318).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განჩინებით დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ისა და რ. ი.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 334-335).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მოსაზრებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამოყენებული არ ყოფილა სამართლის ისეთი ნორმა, გადასინჯვას დაქვემდებარებული სამართლებრივი საკითხი ან სასამართლოს განსხვავებული ინტერპრეტაცია, რომლის ერთგვაროვანი გაგების მიზნით საჭირო იქნებოდა უზენაესი სასამართლოს შეფასება, ან სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო დარღვევით საქმის განხილვის ფაქტი, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე (იხ. ს.ფ. 357-358).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ასევე დ. კ.-მ და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 381-389).
მოსაზრება წარმოადგინა ასევე კასატორმა ბ. ლ.-მ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, საქმის განხილვა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების _ აგრარული და ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტების კანონდარღვევით გაერთიანებას.
მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესში წარმოშობილი მრავალი სადავო საკითხის ობიექტურმა განხილვამ შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს საქმის საკასაციო განხილვის შედეგზე.
მოსაზრების ავტორის მითითებით, სადავო საკითხია _ შესაძლებელია თუ არა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება სამართლიანად ჩაითვალოს, როცა იგი არ ეფუძნება სათანადო საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს; ეწინააღმდეგება იერარქიით უფრო მაღლა მდგომ პრეზიდენტის ბრძანებულებას, არ გააჩნია მის გამოცემას სამართლებრივი საფუძველი, საჭირო იყო თუ არა იუსტიციის სამინისტროს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც კანონის საფუძველზე იყო წარმოდგენილი, საჭირო იყო თუ არა დადგენილების მიღებამდე პრეზიდენტის ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადება, რომელიც ამ უკანასკნელს ეწინააღმდეგება (იხ. ს.ფ. 398-399).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ისა და რ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ისა და რ. ი.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 334-335).
კასატორების _ დ. კ.-ისა და ბ. ლ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ისა და რ. ი.-ის მიერ სრულყოფილად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ისა და რ. ი.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ისა და რ. ი.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 247.2-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ.-ის, ლ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ის, რ. ჩ.-ისა და რ. ი.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.