ბს-452-430(კ-07) 18 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კასატორ ინდმეწარმე ,,თ. ლ.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით ინდმეწარმე ,,თ. ლ.-ის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით:
საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი), არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების დასტური. შესაბამისად, ინდმეწარმე ,,თ. ლ.-ს” განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაჰბარდა პირადად 2007 წლის 28 მაისს, მან კი ხარვეზი გამოასწორა და ფოსტაში შეიტანა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე 2007 წლის 11 ივნისს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ინდმეწარმე ,,თ. ლ.-ს” ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 7 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2007 წლის 11 ივნისს. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე ,,თ. ლ.-ის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 185-ე, 396-ე მუხლებით და
Dდ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდმეწარმე ,,თ. ლ.-ის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ინდმეწარმე ,,თ. ლ.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300033078 (ანგარიშის ¹200122900 საქართველოს ბანკი; ბანკის კოდი – 220101222);
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.