Facebook Twitter

¹ბს-467-444(კ-07) 18 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა რ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, როგორც საქიმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად და მხარეს განემარტა აღნიშნული განჩინების გასაჩივრების წესი. (ს.ფ. 546-547).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ რ. ს-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 28 მარტს (ს. ფ. 550), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე, ნაცვლად იმისა, რომ შეეტანა კერძო საჩივარი, წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც ფოსტას ჩაბარდა 2007 წლის 28 აპრილს (ს.ფ.586). საგულისხმოა, რომ რ. ს-ის მიერ გაშვებულია არა მხლოდ კერძო საჩივრის არამედ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაც კი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში რ. ს-ს კერძო საჩივარი ფოსტაში უნდა შეეტანა 2007 წლის 10 აპრილის 24 საათამდე, მან კი საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 28 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ს-ის საჩივარი დაუშვებელია კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 374-ე, 416.1 მუხლებით და D

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ს-ის საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.