Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-467-446(კ-08) 15 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “....” საგაკოტრებო მორიგებით რეაბილიტაციის მმართველის ნ. ლ-ის და კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ვ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.08წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 23.07.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 14.03.08წ. განჩინება 10.04.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “.....” საგაკოტრებო მორიგებით რეაბილიტაციის მმართველმა ნ. ლ-ემ და კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვ. გ-ამ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.05.08წ. განჩინებით შპს “.....” საგაკოტრებო მორიგებით რეაბილიტაციის მმართველს ნ. ლ-ს და კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვ. გ-ას ხარვეზის შესავსებად მიეცათ ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორებისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურებიდან ირკვევა, რომ კასატორებს ხსენებული განჩინება 06.06.08წ. და 09.06.08წ. ჩაჰბარდათ. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 16.06.08წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, შპს “....” საგაკოტრებო მორიგებით რეაბილიტაციის მმართველის ნ. ლ-ის და კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ვ. გ-ას მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო პალატისთვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “.....” საგაკოტრებო მორიგებით რეაბილიტაციის მმართველის ნ. ლ-ის და კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.08წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.