Facebook Twitter

¹ბს-474-453(კ-08) 23 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ი, ნ. ს-ა, ი. ო-ი, მ. ო-ე, გ. ს-ი, ნ. ფ-ე, თ. მ-ი, მ. ქ-ე (მოსარჩელეები)

დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა, ნ. ს-ამ, ი. ო-მა, მ. ო-ემ, გ. ს-მა, ნ. ფ-ემ, თ. მ-მა და მ. ქ-ემ 2007 წელს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს მ. ქ-ის სასარგებლოდ დავალიანების 1994,85 ლარის ანაზღაურება; ნ. ფ-ის სასარგებლოდ დავალიანების 1974,05 ლარის ანაზღაურება; გ. ს-ის სასარგებლოდ 1962,97 ლარის ანაზღაურება; ი. ო-ის სასარგებლოდ 1998,78 ლარის ანაზღაურება; მ. კ-ის სასარგებლოდ 1300, 59 ლარის ანაზღაურება; მ. ო-ის სასარგებლოდ 2022,96 ლარის ანაზღაურება; ნ. ს-ას სასარგებლოდ 2022,26 ლარის ანაზღაურება; თ. მ-ის სასარგებლოდ 1783,98 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეთა მოთხოვნა იმითაა დასაბუთებული, რომ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების მიმართ დაუგროვდა სახელფასო დავალიანება, რომელიც დღემდე არ არის გასტუმრებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის, ნ. ს-ას, ი. ო-ის, მ. ო-ის, გ. ს-ის, ნ. ფ-ის, თ. მ-ისა და მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 361,32 ლარის, თ. მ-ის სასარგებლოდ 355 ლარის, ი. ო-ის სასარგებლოდ 372,29 ლარის, ნ. ს-ას სასარგებლოდ 372,53 ლარის, ნ. ფ-ის სასარგებლოდ 373,38 ლარის, მ. ქ-ის სასარგებლოდ 371,46 ლარის, გ. ს-ის სასარგებლოდ 384,19 ლარისა და მ. ო-ის სასარგებლოდ 393,28 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეებს, მ. კ-ს, ნ. ს-ას, ი. ო-ს, მ. ო-ეს, გ. ს-ს, ნ. ფ-ეს, თ. მ-სა და მ. ქ-ეს უარი ეთქვათ ჯილდოს, მატერიალური დახმარების, კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ საქმეში წარმოდგენილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9904 ცნობის თანახმად მ. ო-ეს მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998-2000 წ.წ. სახელფასო დავალიანება _ 393,28 ლარს, 1998-2000 წლის ჯილდო _ 214,01 ლარს, 1998-2000 წლის მატერიალური დახმარება _ 63,05 ლარს, 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,40 ლარს, საქმეს ერთვის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ, რომლის თანახმად მ. ო-ის მიმართ 2004-2006 წლების არსებული დავალიანება შეადგენს 682,22 ლარს.

გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9902 ცნობის თანახმად, კი თ. მ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998-2000 წ.წ. სახელფასო დავალიანება _ 355,00 ლარს, 1998-2000 წლის ჯილდო _ 223,59 ლარს, 1998-2000 წლის მატერიალური დახმარება _ 66,38 ლარს, 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 570,26 ლარს, საქმეს ერთვის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ, რომლის თანახმად თ. მ-ის მიმართ 2004-2006 წლების არსებული დავალიანება შეადგენს 568,75 ლარს.

საქმეში წარმოდგენილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობით ¹3-11/9909 ირკვევა, რომ ი. ო-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998-2000 წლის სახელფასო დავალიანება _ 372,29 ლარს, 1998-2000 წლის ჯილდო _ 212,62 ლარს, 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,05 ლარს; საქმეს ერთვის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ, რომლის თანახმად ი. ო-ის მიმართ 2004-2006 წლების არსებული დავალიანება შეადგენს 682,22 ლარს.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9908 ცნობით დასტურდება, რომ ნ. ს-ას მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება _ 372,53 ლარს, 1998-2000 წლის ჯილდო _ 214,00 ლარს, 1998-2000 წლის მატერიალური დახმარება _ 63,11 ლარს, 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,40 ლარს; საქმეს ერთვის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ, რომლის თანახმად, ნ. ს-ას მიმართ 2004-2006 წლების არსებული დავალიანება შეადგენს 682,22 ლარს.

საქმეში წარმოდგენილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობის ¹3-11/9909 თანახმად ნ. ფ-ძის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998-2000 წლის სახელფასო დავალიანება _ 373,38 ლარს, 1998-2000 წლის ჯილდო _ 214,04 ლარს, 1998-2000 წლის მატერიალური დახმარება _ 34,01 ლარს, 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,40 ლარს; საქმეს ერთვის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ, რომლის თანახმად ნ. ს-ას მიმართ 2004-2006 წლების არსებული დავალიანება შეადგენს 682, 22 ლარს.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობა ¹3-11/9907 მიუთითებს, რომ მ. ქ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998-2000 წლის სახელფასო დავალიანება _ 371,46 ლარს, 1998-2000 წლის ჯილდო _ 209,52 ლარს, 1998-2000 წლის მატერიალური დახმარება _ 61,15 ლარს, 1998 -2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,50 ლარს; საქმეს ერთვის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ, რომლის თანახმად ნ. ს-ას მიმართ 2004-2006 წლების არსებული დავალიანება შეადგენს 682, 22 ლარს.

საქმეში წარმოდგენილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9905 ცნობის თანახმად გ. ს-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998-2000 წლის სახელფასო დავალიანება _ 384,19 ლარს, 1998-2000 წლის ჯილდო _ 214,23 ლარს, 1998-2000 წლის მატერიალური დახმარება _ 63,1 ლარს, 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 619,23 ლარს; საქმეს ერთვის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა სანვითე ქონების კომპენსაციის შესახებ, რომლის თანახმად ნ. ს-ას მიმართ 2004-2006 წლების არსებული დავალიანება შეადგენს 682,22 ლარს.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9903 ცნობაში მ. კ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998 – 2000 წლის სახელფასო დავალიანება _ 365,63 ლარს, 1998-2000 წლის ჯილდო _ 207, 48 ლარს, 1998-2000 წლის მატერიალური დახმარება _ 61,15 ლარს, 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,64 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლი, ასევე ამ კანოის 142-ე მუხლი.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის I პუნქტის თანახმად, შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც არ აწესრიგებს ეს კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341-ე მუხლის თანახმად 2006 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა განხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა 1998-1999 წლების ჯილდოს, მატერიალური დახმარების, კვების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა იმის გამო, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ასევე სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და /ან მატერიალური დახმარება. მითითებული ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებელია და ვინაიდან პერიოდულად შესრულებული ვალდებულებები არ წესრიგდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით ან/და შრომის კანონთა კოდექსით ან სპეციალური კანონით სამხედრო მოსამსახურის შესახებ, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა შრომის კანონთა კოდექსის I მუხლის II პუნქტის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 130-131-ე მუხლების შესაბამისად ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს წარმოეშვათ მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, მათ უნდა მიემართა სასამართლოსათვის, რაც არ განუხორციელებიათ 2007 წლის 26 ნოემბრამდე.

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობები არ შეიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაპირებას, რომ აღნიშნული თანხები მოსარჩელეებს აუნაზღაურდებათ, რის გამოც ეს ცნობები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.

სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნას სანივთე ქონების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა იმის გამო, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხილს მე-3 ნაწილით სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირს; მოსარჩელეები კი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აღარ იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები.

სასამართოლმ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსარჩელეებს სანივთე ქონების მიუღლებლობით რაიმე სახის წინააღმდეგობა არ შექმნიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. კ-ის, ნ. ს-ას, ი. ო-ის, მ. ო-ის, გ. ს-ის, ნ. ფ-ის, თ. მ-ისა და მ. ქ-ის წარმომადგენელმა ვ. ნ-ამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხოლო მ. კ-ის, ნ. ს-ას, ი. ო-ის, მ. ო-ის, გ. ს-ის, ნ. ფ-ის, თ. მ-ისა და მ. ქ-ის წარმომადგენლის ვ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-ის, ნ. ს-ას, ი. ო-ის, მ. ო-ის, გ. ს-ის, ნ. ფ-ის, თ. მ-ისა და მ. ქ-ის წარმომადგენელის ვ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ო-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 947,46 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის, თ. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 860,23 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის 568,75 ლარის, ი. ო-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 944,27 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის, ნ. ს-ას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 947,50 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682 ლარის, ნ. ფ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 918,45 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის, მ. ქ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 941,17 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის, გ. ს-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 896,56 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის, მ. კ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 939,27 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. საქმეში წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობებით ასევე დადგენილია, რომ მათ მუშაობის პერიოდში არ მიუღიათ ხელფასი და სანივთე ქონების კომპენსაცია. კერძოდ, მ. ო-ეს ხელფასი _ 1340,74 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 682,22 ლარი; თ. მ-ს ხელფასი _ 1215,23 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 568,75 ლარი; ი. ო-ს ხელფასი _ 1316,56 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 682,22 ლარი; ნ. ს-ას ხელფასი _ 1320,04 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 682 ლარი; ნ. ფ-ეს ხელფასი _ 1291,83 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 682,22 ლარი; მ. ქ-ეს ხელფასი _ 1312,63 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 682,22 ლარი; გ. ს-ს ხელფასი _ 1280,75 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 682,22 ლარი; მ. კ-ს ხელფასი _ 1300,59 ლარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე; სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არასწორად მიიჩნია მოპასუხის მიერ გაცემული ცნობა საინფორმაციო ხასიათის მქონედ და იგი არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ სარჩელის აღიარებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული წერილობითი მტკიცებულებით დადგენილია, რომ იგი გაცემულია მოსარჩელეების სახელზე მათ მიმართ არსებული ხელზე გასაცემი დავალიანების ოდენობის დადასტურების თაობაზე. ამასთან, იგი გაცემულია მოსარჩელეების და არა მესამე პირების სახელზე, რითაც მოხდა თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელეების მიმართ დავალიანების არსებობის დადასტურება.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელეების მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის აუნაზღაურებელი პერიოდი მოიცავს 2004-2006 წლებს, სარჩელი კი მათ მიერ წარდგენილია 2007 წელს, ანუ კანონით განსაზღვრულ ვადაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართოლს მიერ იმის მითითება, მოსარჩელეები სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აღარ იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, არ წარმოადგენს სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

კასატორის მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელეების სასარგებლოდ ჯილდოს, მატერიალური დახმარების, კვების კომპენსაციის და სანივთე ქონების დაკმაყოფილეიბს ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი, რათდგან ჯილდოს, კვების კომპენსაციის და მატერიალური დახმარების მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს 2007 წელს; სარჩელის შეტანის დროს მათ გაშვებული ჰქონდათ როგორც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.

კასატორის მოსაზრებით, ჯილდოზე, კვების კომპენსაციაზე და მატერიალურ დახმარებაზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნას 1998-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არ არსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა მოგვარებული უნდა იქნას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, მისი 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით).

კასატორს მიაჩნია, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტს თანახმად „დანამატის“ სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, „დანამატის“ სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამიტომ კასატორი თვლის, რომ ჯილდო, კვების კომპენსაცია და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.

კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნები მატერიალური დახმარების, კვების კომპენსაციის და ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელეებს აღარ ჰქონდათ სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. ამიტომ მოსარჩელეებს სარჩელის შეტანის დროისათვის უკვე აღარ ჰქონდათ 2004-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის მიღების უფლება.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი. ამ ნორმის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქციით). კომპენსაციის მიღების უფლება აქვს მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და იგი არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ყოფილ სამხედრო პირებზე, რომელსაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისად კომპენსაციის მოთხოვნა მათი მხრიდან უსაფუძვლოა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377. 1 და 105-ე მუხლები, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაშვებულ ნაწილში საკაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. კ-ის კვების კომპენსაციის _ 670,64 ლარის, ნ. ს-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, ი. ო-ის კვების კომპენსაციის _ 670,50 ლარის, მ. ო-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, გ. ს-ის კვების კომპენსაციის _ 619,23 ლარის, ნ. ფ-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, თ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 570,26 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,64 ლარის, ნ. ს-ას სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, ი. ო-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,50 ლარის, მ. ო-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, გ. ს-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 619,23 ლარის, ნ. ფ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, თ. მ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 570,26 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ქ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 670,50 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. კ-ის, ნ. ს-ის, მ. ო-ის, გ. ს-ის, ი. ო-ის, ნ. ფ-ის, თ. მ-ის და მ. ქ-ის ხელფასის, ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. კ-ის კვების კომპენსაციის _ 670,64 ლარის, ნ. ს-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, ი. ო-ის კვების კომპენსაციის _ 670,50 ლარის, მ. ო-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, გ. ს-ის კვების კომპენსაციის _ 619,23 ლარის, ნ. ფ-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, თ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 570,26 ლარისა და მ. ქ-ის კვების კომპენსაციის _ 670,50 ლარის ანაზღაურების ნაწილში, მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხის დაკისრების კანონიერების საკითხის შემოწმება.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9904 ცნობის თანახმად მ. ო-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998-2000 წ.წ. კვების კომპენსაცია _ 670,40 ლარს (ს.ფ. 61).

გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9902 ცნობის თანახმად, კი თ. მ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998-2000 წ.წ. კვების კომპენსაცია _ 570,26 ლარს (ს.ფ. 64).

საქმეში წარმოდგენილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობით ¹3-11/9909 ირკვევა, რომ ი. ო-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998-2000 წწ. კვების კომპენსაცია _ 670,05 ლარს (ს.ფ. 68). ს.ფ 48-ზე წარმოდგენილია გენერალური შტაბის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და საფინანსო განყოფილების უფროსის 2006 წლის 2 ნოემბრის ცნობა მასზედ, რომ ი. ო-ის მიმართ თავდაცვის სამინისტროს დავალიანება შეადგენს 1310,47 ლარს, აქედან კვების კომპენსაციაა 670,50 ლარი.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9908 ცნობით დასტურდება, რომ ნ. ს-ას მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,40 ლარს (ს.ფ. 71).

საქმეში წარმოდგენილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობის ¹3-11/9909 თანახმად ნ. ფ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,40 ლარს (ს.ფ. 74). ს.ფ. 16-ზე წარმოდგენილია საქართველოს გენერალური შტაბის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და საფინანსო განყოფილების უფროსის 2006 წლის 3 ნოემბრის ცნობა მასზედ, რომ ნ. ფ-ის მიმართ თავდაცვის სამინისტროს დავალიანება შეადგენს 1326,48 ლარს, მათ შორის კვების კომპენსაცია 670,40 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9905 ცნობის თანახმად გ. ს-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 619,23 ლარს (ს.ფ. 80).

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9903 ცნობაში მ. კ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998-2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,64 ლარს (ს.ფ. 83). ს.ფ. 31-ზე წარმოდგენილია საქართველოს გენერალური შტაბის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და საფინანსო განყოფილების უფროსის 2006 წლის 19 ნოემბრის ცნობა მასზედ, რომ მ. კ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანება შეადგენს 1304.90 ლარს, მათ შორის კვების კომპენსაცია 670,64 ლარი.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლი აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურისათვის სასურსათო ულუფის და ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, კვების და სანივთე ქონების კომპენსაციაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელეთა სახელზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ცნობები სახელფასო დავალიანებასთან ერთად არ შეიცავს კვების ულუფის დავალიანების გადახდის აღიარებას, მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნიათ. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. კ-ის, ნ. ს-ის, ი. ო-ის, მ. ო-ის, გ. ს-ის, ნ. ფ-ის და თ. მ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-99-2000 წლების კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2007 წლის 26 ნოემბერს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც მათი სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მ. ქ-ის მოთხოვნა კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია და იგი სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობა ¹3-11/9907 მიუთითებს, რომ მ. ქ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998 -2000 წლის კვების კომპენსაცია _ 670,50 ლარს (ს.ფ. 77). ს.ფ 143-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2003 წლის 15 დეკემბრის წერილი მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტში განხილულ იქნა მ. ქ-ის პატაკი, რომელიც ეხება წინა წლებში წარმოქმნილი ფულადი კმაყოფის დავალიანების დაფარვის საკითხს. იქვე მითითებულია, რომ მ. ქ-ის მიმართ დარჩენილი დავალიანებები ანაზღაურებული იქნება ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებების მიღებისთანავე საერთო დავალიანებების დაფარვის გრაფიკის პროცესში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა მ. ქ-ის მიმართ არსებული დავალიანებების არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მ. ქ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის 670,50 ლარის დაკისრების ნაწილში კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. კ-ის კვების კომპენსაციის _ 670,64 ლარის, ნ. ს-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, ი. ო-ის კვების კომპენსაციის _ 670,50 ლარის, მ. ო-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, გ. ს-ის კვების კომპენსაციის _ 619,23 ლარის, ნ. ფ-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, თ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 570,26 ლარის დაკისრების ნაწილში;

2. არ დაკმაყოფილდეს მ. კ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,64 ლარის, ნ. ს-ას სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, ი. ო-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,50 ლარის, მ. ო-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, გ. ს-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 619,23 ლარის, ნ. ფ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, თ. მ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 570,26 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში;

3. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. კ-ის სასარგებლოდ 361,32 ლარის, თ. მ-ის სასარგებლოდ 355 ლარის, ი. ო-ის სასარგებლოდ 372,29 ლარის, ნ. ს-ას სასარგებლოდ 372,53 ლარის, ნ. ფ-ის სასარგებლოდ 373,38 ლარის, მ. ქ-ის სასარგებლოდ 371,46 ლარის, გ. ს-ის სასარგებლოდ 384,19 ლარისა და მ. ო-ის სასარგებლოდ 393,28 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე;

4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. კ-ის ჯილდო და მატერიალური დახმარების _ 268,63 ლარის, ნ. ს-ის ჯილდო და მატერიალური დახმარების _ 277,11 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682 ლარის, ი. ო-ის ჯილდო და მატერიალური დახმარების _ 273,77 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის, მ. ო-ის ჯილდო და მატერიალური დახმარების _ 277,06 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის, გ. ს-ის ჯილდო და მატერიალური დახმარების _ 277,33 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის, ნ. ფ-ის ჯილდო და მატერიალური დახმარების _ 248,05 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის და თ. მ-ის ჯილდო და მატერიალური დახმარების _ 289,97 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 568,75 ლარის დაკისრების ნაწილში.

5. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ქ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 670,50 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ;

6. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ქ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 941,17 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 682,22 ლარის დაკისრების ნაწილში.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.