Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-486-463(კ-07) 1 აგვისტო, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე(მომხსენებელი)

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ლ. ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რომლითაც იგი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.

საკასაციო პალატა გაეცნო ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილევლად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლოს 02.07.07წ განჩინებით ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: ვ. ტ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაეგზავნა რამოდენიმეჯერ, საკასაციო საჩივარი შეტანილი იყო 11.05.07წ. ამასთან, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მხარისათვის გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების თარიღი, რის გამოც შეუძლებელი იყო დადგენა თუ, როდიდან უნდა მომხდარიყო გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლა. კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვის საფუძვლზე საქართველოს ფოსტის 20.07.07წ. ¹04-12 პასუხით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამრთლოს გასაჩივრებული განჩინება ვ. ტ-ეს ჩაბარდა 10.04.07წ., ამასთან საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 11.05.07წ., ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.