Facebook Twitter

ბს-488-467(კ-08) 30 ივლისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 24 თებერვალს მ. ო-ემ, ი. პ-ამ და სხვება (სულ 26 პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, სამტრედიის სალოკომოტივი დეპოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო თანხის დაბრუნება და მათზე საგადასახადო შეღავათების გავრცელების მოპასუხისათვის დავლდებულება.

2006 წლის 7 აპრილს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ა-ის, რ. ძ-ისა და სხვების (სულ 23 პირის) წარმომადგენელმა მოპასუხე სალოკომოტივო დეპოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო თანხის დაბრუნება და მათზე საგადასახადო შეღავათების გავრცელების მოპასუხისათვის დავლდებულება.

იმავე სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილს ანალოგიური მოთხოვნით მიმართვა გ. ძ-ის, დ. დ-ის, ა. ა-ას და ი. ა-სა წარმომადგენემა ხ. თ-ემ.

საამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის საომქო განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ო-ის, ი. პ-სა და სხვათა სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე სალოკომოტივო დეპოს დაეკისრა 2003 წლის მარტიდან 2006 წლის 1 მარტამდე უკანონოდ დაბეგრილი საშემოსავლო გადასახდის მოსარჩელეებისათვის კერძოდ: ი. პ-ის – 1471,44 ლარის. მ. ო-ის – 1591,17ლარის დ. ჯ-ის – 1615,69 ლარის, ა. ჭ-ის – 1312,98 ლარის, დ. კ-ის – 1552,93 ლარის, ს. ქ-ის – 1477,36 ლარის, კ. გ-ის – 1495,73 ლარის, ი. ჟ-ის - 1501,36 ლარის, გ. ს-ის - 1261,77 ლარის, გ. გ-ის – 966,57 ლარის, დ. ნ-ის – 1125,40 ლარის, რ. ხ-ის - 1388,56 ლარის, გ. ლ-ის - 1436,24 ლარის, ჯ. ხ-ის – 1448,95 ლარის, ჯ. ხ-ის – 1525,91 ლარის, რ. ჯ-ის – 1482, 97 ლარის, ვ. კ-ის – 1592,68 ლარის, ბ. ფ-ის – 1608,52 ლარის, ჯ. ბ-ის – 1572,82 ლარის, თ. ზ-ის – 1563,38 ლარის, ა. ც-ის – 1086, 50 ლარის, ა. ჩ-ის - 1292,49 ლარის, ი. რ-ის – 1618,90 ლარის, ტ. გ-ის – 1476,03 ლარის, ო. ნ-ის – 1453,57 ლარის, ს. ნ-ის - 1494,06 ლარის, თ. ა-ის – 1503,67 ლარის, რ. ძ-ის – 1498,62 ლარის, თ. ს-ის – 1382, 08 ლარის, ვ. გ-ის – 448,96 ლარის, ზ. ლ-ის - 445,99 ლარის, გ. ლ-ის - 421,99 ლარის, ე. მ-ის - 418,65 ლარის, თ. ჯ-ის – 444,53 ლარის, მ. ჭ-ის – 418, 91 ლარის, ჯ. გ-ის - 400, 95 ლარის, ზ. ჩ-ის – 446,95 ლარის, ა. ე-ის – 431, 73 ლარის, ზ. ჩ-ის – 460,39 ლარის, ნ. ა-ის – 418,70 ლარის, ნ. კ-ის – 445, 21 ლარის, ა. რ-ის – 1497,96 ლარის, ზ. ს-ის – 1449,88 ლარის, ვ. ვ-ის – 1620,18 ლარის, ვ. კ-ის - 1053,40 ლარის, ვ. ო-ის – 1367,39 ლარის, გ. ლ-ის – 1704,31 ლარის, ვ. შ-ის – 1944,88 ლარის, ს. თ-ის – 1582,56 ლარის, დ. დ-ის – 2018,60 ლარისა და გ. ძ-ის – 1587,29 ლარის, ასევე საადვოკატო მომსახურების ი. წ-ის – 4900 ლარისა და ხ. თ-ის 200 ლარის ანაზღაურება.

2006 წლის 20 სექტემბერს შპს ,,....” განცახდებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, რომლითც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,.....” განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,....”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით შპს ,,....” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება; დაკმაყოფილდა შპს ,,....” განცხადება სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.

მოსარჩელათა თანხმობით საქმეში მოპასუხე შპს ,,....” შეიცვლა სათანადო მოპასუხით – საქართველოს საგადასახადო ინსპექციით, შპს ,,.....” საქმეში ჩაება მესამე პირად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ო-ის და სხვების (სულ 54 პირის საასრჩელო განცხადება დაკმყოფილდა; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5- ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციას დაევალა აუნაზღაუროს უკანონოდ დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა 2003 წლის მარტის თვიდან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელეებს: ი. პ-ას, მ. ო-ეს, დ. ჯ-ეს, ა. ჭ-ეს, დ. კ-ეს, ს. ქ-ეს, ი. ჟ-ს, ი. რ-ს, კ. გ-ეს, ო. ნ-ეს, ჯ. ხ-ას, ა. რ-ს, ვ. ო-ას, ა. ჩ-ას, დ. დ-ეს, გ. ძ-ეს, გ. გ-ეს, დ. ნ-ეს, რ. ხ-ას, ნ. ა-ეს, ნ. კ-ს, თ. ჯ-ეს, ს. ბ-ეს, ზ. ჩ-ას, ა. ე-ას, ზ. ჩ-ს, მ. ჭ-ეს, გ. ლ-ეს, ჯ. გ-ეს, ვ. გ-ას, ზ. ლ-ას, ე. მ-ას, ტ. გ-ეს, ს. ნ-ს, თ. ს-ას, რ. ძ-ს, თ. ა-ეს, ზ. ს-ეს, რ. ჯ-ს, გ. ლ-ას, ბ. ფ-ას, ა. ც-ეს, ჯ. ბ-ს, ვ. შ-ეს, ს. თ-ეს, ვ. ვ-ეს, გ. ლ-ას, გ. ს-ას, თ. ზ-ს, ვ. კ-ეს, ჯ. ს-ეს, ვ. კ-ს, ა. ა-ას, ი. ა-ას. შპს ,,....” დაევლა მოსარჩელეთა მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასაახდო ინსპქეციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩირით ითხოვდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მას დაეკისრა მოსარჩელეებისათვის უკანონოდ დარიცხული საშემოსავლო გადასახდის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამდელთა საგადასახადო ინსპექცია და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით^საქმეში მოპასუხის სტატუსით ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახდო ისნპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა საშემოსავლო გადასახადების უკანონოდ დაბეგრილი თანხების დაბრუნება, კერძოდ: მ. ო-ის – 1666,99 ლარის, დ. ჯ-ის – 1885,79 ლარის, ა. ჭ-ის – 1538,32 ლარის, დ. კ-ის – 1744,81 ლარის, რ. ხ-ის – 1694,22 ლარის, ნ. ა-ის – 1818,33 ლარის, ნ. კ-ის – 1728,55 ლარის, თ. ჯ-ის – 2311,91 ლარის, ს. ბ-ის – 1700,58 ლარის, ზ. ჩ-ის – 2101,97 ლარის, ა. ე-ის – 1477,57 ლარის, ზ. ჩ-ის -1486,88 ლარის, მ. ჭ-ის – 539,00 ლარის, გ. ლ-ის – 1539,38 ლარის, ჯ. გ-ის – 1468,41 ლარის, ვ. გ-ის – 2411,36 ლარის, ზ. ლ-ის – 1634,90 ლარის, ე. მ-ის – 1662,09 ლარის, ტ. გ-ის – 1688,32 ლარის, ს. ნ-ის – 1778,45 ლარის, თ. ს-ის - 1682,09 ლარის, რ. ძ-ის – 1698,49 ლარის, თ. ა-ის – 1717,17 ლარის, ზ. ს-ის – 1665,37 ლარის, რ. ჯ-ის – 1723,84 ლარის, გ. ლ-ის – 1633,85 ლარის, ბ. ფ-ის – 1824,60 ლარის, ა. ც-ის – 1415,78 ლარის, ჯ. ბ-ის – 1759,51 ლარის, ვ. შ-ის – 1894,40 ლარის, ს. თ-ის – 1642,87 ლარის, ვ. ვ-ის – 2221,17 ლარის, გ. ლ-ვის – 1704,31 ლარის, თ. ზ-ის – 1808,22 ლარის, ვ. კ-ის – 1768,91 ლარის, ვ. კ-ის – 1727,80 ლარის, , ი. პ-ის – 2028,40 ლარის, კ. გ-ის – 2058,80 ლარის, ი. ჟ-ის – 2064,24 ლარის, ი. რ-ის – 2105,92 ლარის, ა. რ-ის – 1881,55 ლარის, ვ. ო-ის – 2087,39 ლარის, ს. ქ-ის – 2000,20 ლარის, ჯ. ხ-ის – 2091,69 ლარის, ჯ. ს-ის – 1992,52 ლარის, ო. ნ-ის – 1999,42 ლარის, ა. ჩ-ის – 1292,49 ლარის, გ. ს-ის – 1981,77 ლარის, დ. ნ-ის – 1125,40 ლარის, გ. გ-ის – 1201,24 ლარის, გ. ძ-ის – 2545,77 ლარის, ა. ა-ის – 2586,59 ლარის, დ. დ-ის – 2829,00 ლარის, ი. ა-ის – 1205,10 ლარის.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით თანხების სათანადო მოპასუხეზე დაკისრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 14 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 29 მაისს შპს ,,საქართველოს რკინიგზამ” მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

2008 წლის 2 ივნისს მ. ო-ისა და სხვების (სულ 54) წარმომადგენელმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

2008 წლის 3 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) მოსაზრებით მიმართ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.