¹ბს-492-469(2კ-07) 25 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
დ. გ-ემ, ჟ. ც-ემ, მ. ჯ-ამ, ნ. ლ-ემ, დ. ჭ-ემ, მ. ბ-ემ, თ. ბ-მა, ი. ჩ-ემ, ნ. ფ-ემ, ე. ა-ემ, რ. ს-ემ, მ. ბ-ემ და მ. ა-ამ 2006 წლის 29 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. ქუთაისის მერიისა და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულების, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 და 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანებების მათი სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში ბათილად ცნობა, თანამდებობებზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ტ. I, ს.ფ. 2-9).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: დ. გ-ის, ჟ. ც-ის, მ. ჯ-ას, ნ. ლ-ის, დ. ჭ-ის, მ. ბ-ის, თ. ბ-ის, ი. ჩ-ის, ნ. ფ-ის, ე. ა-ის, რ. ს-ის, მ. ბ-ისა და მ. ა-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციას დაევალა მოსარჩელე ჟ. ც-ის სასარგებლოდ 643 ლარის, მ. ჯ-ას სასარგებლოდ _ 738 ლარის, ნ. ლ-ის სასარგებლოდ _ 572,50 ლარის, მ. ბ-ის სასარგებლოდ _ 701 ლარის, თ. ბ-ის სასარგებლოდ _ 377,50 ლარის, რ. ს-ის სასარგებლოდ _ 87,10 ლარის, მ. ბ-ის სასარგებლოდ _ 599 ლარის და მ. ა-ას სასარგებლოდ _ 327,50 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სტ. I, ს.ფ. 150-152).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ემ, ჟ. ც-ემ, ნ. ლ-ემ, დ. ჭ-ემ, მ. ბ-ემ, ე. ა-ემ, რ. ს-ემ, მ. რ-ემ და მ. ა-ამ, რომლებმაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების, მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს (ტ. I, ს.ფ. 156-159).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. ა-ის, მ. ბ-ის, დ. ჭ-ის, რ. ს-ის, ი. ჩ-ისა და ნ. ლ-ის მიმართ შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ა-ის, მ. ბ-ის, დ. ჭ-ის, რ. ს-ის, ი. ჩ-ისა და ნ. ლ-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე. მოპასუხესვე დაევალა 2006 წლის 1 სექტემბრიდან ახალი აქტის გამოცემამდე განვლილი დროის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ტ. I, ს.ფ. 264-270).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. ქუთაისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ტ II, ს.ფ. 4-5).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის ათი ეგზემპლარის წარმოდგენა (ტ II, ს.ფ. 9-10).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ქ. ქუთაისის მერიას 2007 წლის 4 ივნისს გაეგზავნა (ტ. I, ს.ფ. 11) და ჩაბარდა ივნისში. ქ. ქუთაისის მერიას ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის დღემდე არ მოუმართავს და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.