ბს-493-470(კ-07) 16 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს ,,.. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.07წ. განჩინებაზე.
საკასაციო პალატა გაეცნო სს ,,.. ..” საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.06.07წ. განჩინებით სს ,,.. ..” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორი არ უთითებდა რომელი კანონი გამოიყენა სასამართლომ, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და რომელი კანონი განმარტა არასწორედ. ამასთან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მხარისათვის გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების თარიღი, რის გამოც შეუძლებელია იყო დადგენა როდიდან უნდა მომხდარიყო გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლა. საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულების 5 %-ის ოდენობით. კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზების შესავსებად.
ხარვეზის შევსების მიზნით 05.07.07წ. სს ,,.. ..” მიერ წარმოდგენილი იქნა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, კასატორმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მაგრამ არ წარმოუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია დადასტურება (მტკიცებულება), თუ როდის ჩაბარდა მას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,.. ..” საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,, .. ..” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.