Facebook Twitter

ბს-503-481(კ-08) 12 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს “ე-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ე-მა” 04.03.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ყვარლის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 08.12.04წ. და 22.12.04წ. ¹139 დადგენილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 19.05.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ყვარლის რაიონის გამგეობის 08.12.04წ. ¹129 დადგენილება სს “ე-თვის” სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში; მოსარჩელე სს “ე-ს” სარჩელის მოთხოვნაზე ყვარლის რაიონის გამგეობის 22.12.04წ. ¹139 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.08წ. განჩინებით სს “ე-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ყვარლის რაიონული სასამართლოს 19.05.05წ. გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ე-მა”, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ე-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს “ე-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ე-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორის წარმომადგენელს _ მ. ა-ს დაუბრუნდეს მის მიერ 30.04.08წ. ¹9301 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...........) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.