Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-518-496(კ-08) 28 ივლისი, 2008 წელი

. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ო. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 20.12.07წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს კასაციის მიზეზებს და კასაციის განაცხადს. ამასთან, მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.05.08წ. განჩინებით ო. ქ-ის საკასაციო საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული, იმის გამო, რომ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. კასატორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა _ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.06.08წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ბაჯის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.

KA კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოადგინა მეზობლების მიერ ხელმოწერლი ცნობა, რომელშიც მეზობლები ადასტურებენ, რომ კასატორი 8 წელია არ ეწევა მეწარმეობას და არ აქვს სხვა შემოსავალიც. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცნობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებულ უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც შეიძლება გახდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ქ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.