Facebook Twitter

¹ბს-54-52(კ-07) 9 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. რ-ის საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტის საკითხი.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თ. რ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. -7/.

რაიონულ სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ მოითხოვა შრომის ინსპექციის უფროსის 2004 წლის 30 ივნისის, 2005 წლის 25 ნოემბრის ბრძანების, 2006 წლის 4 იანვრის ბრძანების არარა აქტად აღიარება, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. “ბ” მუხლის საფუძველზე, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 36-39/.

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 72-75/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. რ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 78-85/.

სააპელაციო საასმართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით თ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 115-125/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. რ-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით თ. რ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია, პროცესუალური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს აცნობა კასატორის – თ. რ-ის გარდაცვალების შესახებ და მოითხოვა გარკვეული ვადით საქმის განხილვის გადადება სასამართლოსათვის შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის წარმოსადგენად (იხ. ს.ფ.).

2007 წლის 26 ივნისს საკასაციო სასამართლოს მომართა მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, წარმოადგინა სრს რუსთავის სამსახურის მიერ 2007 წლის 30 მარტს გაცემული თ. რ-ის გარდაცვალების მოწმობა და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სსსკ-ის 272-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ.).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს ვალდებულება რიგ შემთხვევებში შეწყვიტოს საქმისწარმოება. მითითებული ნორმის ე) პუნქტის შესაბამისად, საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველია თუ საქმის ერთ-ერთი მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას თ. რ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და იზიარებს შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის შესახებ, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა წარმოადგენს იმ სახის სამართალურთიერთობას, რომელიც შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ურთიერთობის მონაწილეებს შორის და უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო განმარტვს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, როდესაც სადავო მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე და მისი უფლება-მოვალეობები, მატერიალური ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა გადავიდეს სხვა პირზე. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. შესაბამისად, შრომითი უფლებების რეალიზაცია შეუძლია მხოლოდ ამ უფლების მატარებელს და მისი გადაცემა სხვა პირისათვის დაუშვებელია.

ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც სადავო მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა თავისი ბუნებით წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელიც შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ურთიერთობის მონაწილეებს შორის, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სსსკ-ის 272 “ე” პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის პროცესუალური წინაპირობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხლემძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” პუნქტით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. რ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმისწარმოება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.