Facebook Twitter

¹ბს-551-525(კ-07) 2 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე, /ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხე _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ/.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. თ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, III პირის ი. ხ-ის მონაწილეობით რომლითაც მოითხოვა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 10-11/.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი აღმასრულებელ დ. ფ-ის მოქმედება, ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 8 თებერვლის იძულებითი აუქციონის შედეგები /იხ.ს.ფ. 64-65/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 70-71/.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას /იხ.ს.ფ. 107-113/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-ამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება /იხ.ს.ფ. 146-147/.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განჩინებით ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი /იხ. ს.ფ. 158-161/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ 227-230/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ის წარმომადგენელმა ა. გ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 237-241/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 260-263/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ის წარმომადგენელმა ა. გ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 268-271/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 275-276/.

მოწინააღმდეგე მხარემ - თბილისის სააღსრულებო ბიურომ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებებში მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 284-285/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 275-276/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. თ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშველად;

2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.