ბს-610-582(კ-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 15 მარტს ც. ფ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ¹... რეგიონალური ცენტრის მიმართ, სახელფასო დავალიანებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2000 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების - 941.04 ლარის და, ამავდროულად, ხელფასის ყოველთვიური განაცდურის 2%-ის დაკისრებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ფ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ¹... რეგიონალურ სამმართველოს ც. ფ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 941,94 ლარის ანაზღაურება, ხოლო ხელფასის ყოველთვიურად 2%-ის და კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას ც. ფ.-თვის სახელფასო დავალიანების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრებას სოლიდარულად ¹... სამმართველოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ც. ფ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მისთვის ხელფასის დაგვიანებისათვის საურავის - 2%-ის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველო ,,...-ისა” და ც. ფ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას მისთვის თანხების დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების მისთვის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 20 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მითითებულ ვადაში მხარეებს თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველოს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველოს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.