საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-614-586(კ-08) 24 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “პ.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.08წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.08წ. განჩინებით შპს “პ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.09.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 17.04.08წ. განჩინება 22.05.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “პ.-მა”, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ქ. ბათუმის მერიისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.06.08წ. განჩინებით შპს “პ.-ისს” ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ შპს “პ.-ისს” ხსენებული განჩინება 28.06.08წ. ჩაჰბარდა. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 07.07.08წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, შპს “პ.-ის” მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ვინაიდან შპს “პ.-ის” წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში 23.09.08წ. იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 70-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “პ.-ის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.08წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. შპს “პ.-ის” წარმომადგენელს რ. ფ.-ს დაუბრუნდეს 17.09.08წ. (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.