ბს-615-585(კ-07) 16 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სადავო სამართალურთიერთობიდან მოწინააღმდეგე მხარის გასვლის გამო სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფინდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.
ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის წარმოებაშია სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფინდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი. განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარეა დ. ბ-ი. დავის საგანს შეადგენს ორი სახეობის პენსიის დანიშვნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის 15.07.08წ. ¹01/15-12-3964 წერილით დასტურდება, რომ დ. ბ-ი გარდაიცვალა 08.01.08წ., გარდაცვალების ფაქტი რეგისტრირებული იქნა 21.01.08წ.. სსკ-ის 92.1 მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, ხოლო სსკ-ის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, რის გამოც, თვლის, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსკ-ის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შეწყდეს საქმის წარმოება სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფინდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარზე;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.