Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-661-628(კ-06) 22 იანვარი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს., ნ. და მ. ა-ების საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2005 წლის 2 დეკემბერს ს., ნ. და მ. ა-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქობულეთის გამგეობის, აჭარის ა/რ-ის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს, მესამე პირ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებში ცვლილებების განხორციელება (ს.ფ. 1-2).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სახელმწიფო სოციალური ფონდის ქობულეთის განყოფილება (ს.ფ. 57).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ს., ნ. და მ. ა-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, განხორციელდა ცვლილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებში და მოსარჩელეები აღირიცხნენ ქ. ქობულეთში, ..... გამზ. ¹52,54,56,88-94-ა-ზე მდებარე იმ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრეებად, რომლებიც არ იმყოფება კერძო პირთა საკუთრებაში, კერძოდ: ა) .....მზ. ¹52-ში_367 კვ.მ; ბ) ...... ¹54-ში_233 კვ.მ; გ) ..... ¹56-ში_295 კვ.მ; დ) ..... ¹90-ში_285 კვ.მ; ე) ...... ¹94-ში_26 კვ.მ; ვ) ...... ¹94-ა-ში_91,2 კვ.მ; ზ) ...... ¹94-ა-ში_უკანა ეზო საერთო ფართით 359 კვ.მ; გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო გამგებლობიდან ქ. ქობულეთში, ...... ¹52,54,56,88-94-ა-ზე მდებარე ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები და მოსარჩელეებს ჩაბარდათ თავისუფალ მდგომარეობაში (ს.ფ. 110-112).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალმა (ს.ფ. 120), ქობულეთის გამგეობამ (ს.ფ. 121-123) და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ს.ფ. 138-140).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ქობულეთის გამგეობის, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქობულეთის ფილიალის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, ს., ნ. და მ. ა-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 180-188).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს., ნ. და მ. ა-ებმა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 206).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ს., ნ. და მ. ა-ებს დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან ათდღიან ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, სათანადო ასლების დართვით.

2006 წლის 30 ოქტომბერს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ს., ნ. და მ. ა-ების წარმომადგენელმა დ. შ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ს., ნ. და მ. ა-ებს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით, იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 440-ე მუხლის მოთხოვნებს, არ იყო წარმოდგენილი წარმომადგენელ დ. შ-ის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთი. კასატორებს დაევალათ აღნიშნული დოკუმენტის ან უშუალოდ მარწმუნებლების მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, სათანადო ასლების დართვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება ს., ნ. და მ. ა-ებს ჩაბარდათ 2006 წლის 22 ნოემბერს, ხოლო მათ წარმომადგენელ დ. შ-ეს _ 2006 წლის 20 ნოემბერს. კასატორებს _ ს., ნ. და მ. ა-ებს დღემდე არ წარმოუდგენიათ დ. შ-ის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთი ან მათ მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს., ნ. და მ. ა-ების საკასაციო საჩივარი, დანიშნული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს., ნ. და მ. ა-ების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.