Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-68-68(კ-08) 27 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სპს “პ. გ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე მოწინააღმდეგე მხარეების _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და დ. გ-ის მიმართ.

2003 წლის 4 აპრილს სპს “პ. გ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ დ. გ-ის, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ დ. გ-ის სახელზე განხორციელებული “თ-ის” ¹10 ატელიეს კუთვნილი ¹2 სახელოსნოს პრივატიზების გაუქმება, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1999 წლის 7 მაისის ¹32 გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნულ ¹2 სახელოსნოზე მიშენებული სათავსის დანგრევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

მოპასუხე დ. გ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სპს “პ. გ-სა” და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს შორის “თ-ის” ¹10 ატელიეს 515,02 კვ.მ ფართზე 1998 წლის 6 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და 515,02 კვ.მ ფართიდან 30 კვ.მ-ის ამორიცხვა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ 515,02 კვ.მ ფართში შედიოდა დ. გ-ის საკუთრებაში არსებული 30 კვ.მ ფართი.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სპს “პ. გ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1999 წლის 7 მაისის ¹32 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...... ქუჩის ¹63-ში მდებარე “თ-ის” ¹10 ატელიეს ¹2 სახელოსნოს დ. გ-ის სახელზე განხორციელებული პრივატიზება; დ. გ-ს დაევალა ¹10 ატელიეს შენობაზე არსებულ ¹2 სახელოსნოზე მიშენებული სათავსის, კერძოდ, 43,41 კვ.მ ფართობის მიშენების მონგრევა, ხოლო დ. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და დ. გ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სპს “პ. გ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი 1998 წლის 6 მარტის იჯარის ხელშეკრულება და იჯარით გადაცემული ფართიდან ამოირიცხა დ. გ-ის მიერ დაკავებული 30 კვ.მ ფართობი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სპს “პ. გ-მა” საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ სპს “პ. გ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილს _ ხსენებულ საკასაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორ სპს “პ. გ-ს” დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 30 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა) გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი სპს “პ. გ-ის” დირექტორ დ. კ-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 8 თებერვალს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 18 თებერვალს. სპს “პ. გ-ის” დირექტორმა დ. კ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი განცხადებასთან ერთად პირადად შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარზე დართული განცხადებიდან, ისევე, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრიდან, ირკვევა, რომ სპს “პ. გ-ის” მიერ სახელმწიფო ბაჟი შესაბამის ანგარიშზე შეტანილ იქნა 2008 წლის 20 თებერვალს და იმავე დღესვე იქნა წარმოდგენილი ხსენებული ქვითარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის მიცემული ვადის დარღვევით. ამდენად, სპს “პ. გ-მა” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება სპს “პ. გ-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის “თ” და “ი” ქვეპუნქტებისა, ასევე მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი გადაწყვეტილბის გამოტანის შემთხევევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან კასატორმა _ სპს “პ. გ-მა” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი რჩება, სპს “პ. გ-ს” მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 185-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს სპს “პ. გ-ის” საკასაციო საჩივარი;

2. სპს “პ. გ-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.