Facebook Twitter

ბს-700-666(კ-07) 17 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 ივლისს მ. ა-მა, ნ. ც-ამ და სხვებმა (სულ 15 პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე რეგიონალური საბაჟო «...." მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ მუშაობდნენ რეგიონალურ საბაჟო ,,....». საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანებით გათავისუფლდნენ რეგიონალური საბაჟო «...." საბაჟო-საგუშაგო «...." დაკავებული თანამდებობიდან.

მოპასუხეს გადასახდელი აქვს მ. ა-თვის ხელფასი – 14598,24 ლარი, ზ. მ-თვის ხელფასი – 879,27 ლარი, მ. ც-თვის ხელფასი – 2326,24 ლარი, ბ. ბ-თვის ხელფასი – 2406,47 ლარი, ლ. ც-თვის ხელფასი – 1166,35 ლარი, ზ. ჭ-თვის ხელფასი – 2441,15 ლარი, ა. შ-თვის ხელფასი – 2507,81 ლარი, ჟ. ა-თვის ხელფასი - 2461.28 ლარი, გ. კ-ვის ხელფასი – 1785,40 ლარი, ა. კ-თვის ხელფასი – 2402,31 ლარი, პ. შ-თვის ხელფასი – 2108,62 ლარი, ვ. კ-თვის ხელფასი – 2406,08 ლარი, ი. ხ-თვის ხელფასი – 2425,15 ლარი, ვ. ზ-თვის ხელფასი – 2734,28 ლარი, მ. გ-თვის - 1328.93 ლარი, ვ. გ-თვის ხელფასი – 2141,54 ლარი, ა. კ-თვის ხელფასი – 2170,84 ლარი, ზ. ქ-ვის ხელფასი – 2141,54 ლარი, რაც დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციებიდან გაცემული ცნობებითაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო ,,...» მათ სასარგებლოდ დაკისრებოდა ზემოაღნიშნული თანხების გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საბაჟო დეპარტამენტი.

მოპასუხე რეგიონალური საბაჟო ,,...» წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის, ნ. ც-ასა და სხვების სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო «..." დაევალა მოსარჩელეების სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება სულ - 37167,72 ლარის ოდენობით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,....».

აპელანტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ვერ დაფარა სახელფასო დავალიანებები იმის გამო, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული.

ამასთან, ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალიანებების დასაფარავად გამოყოფილი აქვს 58778,5 მილონი ლარი, აქედან 3 მილიონი ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, სახელფასო დავალიანება უნდა გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე იყო რეგულირებული ზემოაღნიშნული საკითხი 2005 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

მეორე აპელანტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,....» სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ვერ დაფარავს სახელფასო დავალიანებების თანხას, ვინიდან ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული დავალიანებების გაცემა უნდა მოახდინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ვინაიდან ეს საკითხი რეგულირებული იყო 2005 წლის «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,....» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ი, ზ. ქ-ა, ვ. კ-ა, ზ. მ-ე მუშაობდნენ საბაჟო განყოფილების ... თანამდებობებზე და თითოეულის სახელფასო დავალიანება შეადგენდა: 1459,24 ლარს, 2141,54 ლარს, 2406,08 ლარს, 879,27 ლარს.

ი. ხ-ა, პ. შ-ა, მ. ც-ა, ზ. ჭ-ა, ვ. გ-ი მუშაობდნენ კონტროლის განყოფილების .... თანამდებობებზე და მათი სახელფასო დავალიანებები შეადგენდა 2425,15 ლარს, 2108,62 ლარს, 2326,24 ლარს, 2441,15 ლარს და 2016,81 ლარს.

ბ. ბ-ა, ა. კ-ე, ლ. ც-ა, ჟ. ა-ა, გ. კ-ა მუშაობდნენ საბაჟოO კონტროლის განყოფილების .... თანამდებობებზე და მათი სახელფასო დავალიანებები შეადგენდა: 2406.47 ლარს, 2403,31 ლარს, 1166, 35 ლარს, 2461,28 ლარს, 1785,40 ლარს.

ა. შ-ე მუშაობდა საბაჟო კონტროლის განყოფილების ..... და მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 2507,81 ლარს.

ვ. ზ-ი და მ. გ-ა მუშაობდნენ საბაჟოO კონტროლის .... თანამდებობებზე და მათი სახელფასო დავალიანებები შეადგენდა 2734,28 და 1328,93 ლარს.

ა. კ-ე მუშაობდა საბაჟო განყოფიების ... და მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 2170,84 ლარს.

«საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო ხელფასი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული სახელფასო დავალიანებები აღიარებულია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანებების მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟოO «..." დაკისრების თაობაზე კანონშესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არსებულ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც, ფაქტობრივად, ერთმანეთს არ გამორიცხავს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის Yთქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 27 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

2007 წლის 14 აგვისტოს მ. ა-ის, ზ. მ-ისა და სხვათა წარმომადგენელმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.