ბს-701-667(კ-07) 9 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინებაზე, /ი/მ «რ. ფ-ას» სარჩელისა გამო, მოპასუხის – ფოთის საგადასახადო ინსპექციისა და საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენისა და დარიცხული საურავის გაუქმების შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი/მ «. ფ-ამ» სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა და დარიცხული საურავის გაუქმება /იხ. ს.ფ. 2-3/.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ «რ. ფ-ას» სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს განხორციელებულად ჩაეთვალა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით სერია აა-.... ¹....; ¹....; ¹....; ¹....; ¹....; აა67 ¹....; ¹.... და ფოთის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა ¹04-02/330-ით დარიცხული დღგ-ს ძირითადი თანხა, ხოლო მასზე დარიცხული საურავი გაუქმდა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა დარიცხული დღგ-ს ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული საურავის ნაწილში (იხ. ს.ფ. 72-74).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 77-78/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ «რ. ფ-ას» ჩაეთვალა დღგ-ს თანხა 3401 ლარი და 40 თეთრი და გაუქმდა ამ ანგარიშ-ფაქტურებზე დარიცხული საურავები; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო მოთხოვნა ამ ანგარიშ-ფაქტურებზე დარიცხული დღგ-ს ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული საურავის ნაწილში /იხ. ს.ფ 108-111/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპქეციამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 120-121/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე /იხ. ს.ფ. 126-127/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციამ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინეს მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით და განმარტეს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ. ს.ფ. 133-135, 140-141/.
მოწინააღმდეგე მხარემ ი/მ «რ. ფ-ამ» საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე /იხ. ს.ფ. 126-127/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივი (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.