¹ბს-703-675(კ-08) 23 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ ა. ბ-ე, ა. ბ-ე, ლ. ბ-ი, უ. ჯ-ე, ვ. მ-ი და სხვები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანების, კვარტალური ფულადი ჯილდოს, ერთდროული მატერიალური დახმარების, მივლინების, კვების კომპენსაციისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 13 მაისს მოსარჩელეებმა _ ა. ბ-ემ, ა. ბ-ემ, ლ. ბ-მა, გ. ბ-მა, ა. გ-მა, ლ. გ-მა, გ. გ-მა, ც. გ-ემ, მ. გ-ემ, თ. გ-ემ, ნ. გ-მა, ი. დ-მა, მ. ვ-ემ, ი. ი-ამ, ნ. კ-ემ, მ. კ-ემ, მ. კ-ემ, მ. კ-ამ, თ. ნ-ემ, მ. ნ-ემ, მ. ლ-ემ, მ. მ-მა, ა. მ-მა, მ. ო-მა, კ. ს-მა, ნ. ტ-ემ, ლ. ქ-ემ, ნ. ქ-მა, ე. ღ-ემ, ლ. ჩ-მა, ც. ჩ-მა, ნ. წ-მა, რ. ჯ-მა, ნ. ხ-მა, ს. ხ-მა, კ. ხ-მა, ც. ხ-ემ, ლ. პ-იმ, ქ. ხ-მა, ს. ხ-მა, მ. კ-ემ, დ. ჩ-მა, ე. ზ-ემ, ლ. კ-ემ, ს. ბ-მა, უ. ჯ-ემ, ო. პ-მა, ქ. მ-მა, მ. კ-ემ, ლ. დ-ემ, ვ. მ-მა, ნ. კ-მა, ე. კ-ემ, გ. გ-ემ, მ. გ-ემ (სულ 55 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ყოფილ ს/ნ ....-ში, რომლის სამართალმემკვიდრე იმჟამად იყო ს/ნ ..... საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/538 ბრძანებით, შტატების გაუქმებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და ისინი გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/811 ბრძანებით მოსარჩელეები დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან. მოსარჩელეებს სამსახურიდან გათავისუფლებისას არ აუნაზღაურეს სახელფასო დავალიანება, კვარტალური ფულადი ჯილდო, ერთდროული მატერიალური დახმარება, მივლინება, კვების კომპენსაცია და სანივთე ქონების კომპენსაცია. ამასთან, აღნიშნული დავალიანებები და კომპენსაციების ვალდებულება აღიარებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ ....-ის მიერ, რაც დასტურდებოდა მის მიერ გაცემული, სასარჩელო განცხადებაზე დართული ცნობებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელეებს კომპენსაციის სახით უნდა მისცემოდათ ორი თვის თანამდებობრივი სარგო, რაც არ მიუღიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიმართ არსებული დავალიანებების ანაზღაურება წარმოდგენილი ცნობების მიხედვით.
საქმეში წარმოდგენილი ცნობების (ს.ფ. 27-121, 124-127, 130-140) შესაბამისად, მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანებები იყო შემდეგი ოდენობით:
1. ა. ბ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 190,57 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,08 ლარი, 2001-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 588,39 ლარი;
2. ა. ბ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 157,34 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 726,39 ლარი;
3. ლ. ბ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 187,76 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,08 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
4. გ. ბ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 195,89 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,32 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 681,37 ლარი;
5. ა. გ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 190,47 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
6. ლ. გ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 192,28 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 33,35 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
7. გ. გ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 190,70 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,70 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
8. ც. გ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 185,29 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
9. მ. გ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 19,23 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
10. თ. გ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 190,87 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 65,40 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 608,36 ლარი;
11. ნ. გ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 167,47 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,08 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
12. ი. დ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 99,32 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
13. მ. ვ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 182,79 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,08 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,68 ლარი;
14. ი. ი-ას მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 191,49 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 33,35 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 608,36 ლარი;
15. ნ. კ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 189,95 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 65,07 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
16. მ. კ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 194,42 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,70 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 588,36 ლარი;
17. მ. კ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 194,42 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,70 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 608,36 ლარი;
18. მ. კ-ას მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 187,59 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
19. თ. ნ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 188,36 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 608,38 ლარი;
20. მ. ნ-ის მიმართ: მივლინების თანხა _ 83 ლარი, 1999 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 137,86 ლარი;
21. მ. ლ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 194,67 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 65,40 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
22. მ. მ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 188,74 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 65,40 ლარი, 2001-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 588,36 ლარი;
23. ა. მ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 193,94 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 67,36 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 588,36 ლარი;
24. მ. ო-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 195,02 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 65,40 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
25. კ. ს-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 189,81 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,08 ლარი, 2001-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 608,38 ლარი;
26. ნ. ტ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 193,32 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,70 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 507,09 ლარი;
27. ლ. ქ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 190,87 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 65,40 ლარი, 2001-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 576,09 ლარი;
28. ნ. ქ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 188,13 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
29. ე. ღ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 187,47 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
30. ლ. ჩ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 195,95 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 65,73 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
31. ც. ჩ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 198,47 ლარი, 2001-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,33 ლარი;
32. ნ. წ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 178,17 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
33. რ. ჯ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 54,64 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
34. ნ. ხ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 190,57 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,08 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
35. ს. ხ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 189,81 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 608,38 ლარი;
36. კ. ხ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 32,04 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 608,36 ლარი;
37. ც. ხ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 187,55 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 36,69 ლარი, 2001-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 732,47 ლარი;
38. ლ. პ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 187,47 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2001-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
39. ქ. ხ-ის მიმართ: 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,58 ლარი;
40. ს. ხ-ის მიმართ: 2001-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 341,94 ლარი;
41. მ. კ-ის მიმართ: ხელფასი _ 149 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 35,42 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 38,58 ლარი, კვების კომპენსაცია _ 188,98 ლარი;
42. დ. ჩ-ის მიმართ: ხელფასი _ 369,83 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 185,22 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 64,08 ლარი, კვების კომპენსაცია _ 219,43 ლარი;
43. ე. ზ-ის მიმართ: ხელფასი _ 469,34 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 220,70 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 38,58 ლარი, კვების კომპენსაცია _ 669,89 ლარი;
44. ლ. კ-ის მიმართ: ხელფასი _ 180,43 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 123,44 ლარი;
45. ს. ბ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 148,07 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 98,45 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 826,91 ლარი;
46. უ. ჯ-ის მიმართ: ხელფასი _ 747,30 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 260,90 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 54,44 ლარი, კვების კომპენსაცია _ 826 ლარი, ერთდროული გასასვლელი დახმარება _ 426,80 ლარი, 2001-2002 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 755,70 ლარი;
47. ო. პ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 189,52 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 98,73 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,38 ლარი;
48. ქ. მ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 194,19 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 98,10 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 487,48 ლარი;
49. მ. კ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 195,23 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 33,68 ლარი;
50. ლ. დ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 191,49 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 33,35 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,36 ლარი;
51. ვ. მ-ის მიმართ: ხელფასი _ 552,32 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 236,32 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 55,38 ლარი, კვების კომპენსაცია _ 654,88 ლარი, მივლინება _ 9,26 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 882,75 ლარი;
52. ნ. კ-ის მიმართ: ხელფასი _ 404,36 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 192,01 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 33,35 ლარი, კვების კომპენსაცია _ 670,24 ლარი;
53. ე. კ-ის მიმართ: 2001-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 588,36 ლარი;
54. გ. გ-ის მიმართ: ხელფასი _ 140,08 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 27,60 ლარი, კვების კომპენსაცია _ 196,53 ლარი;
55. მ. გ-ის მიმართ: კვარტალური ფულადი ჯილდო _ 187,63 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი, 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია _ 608,38 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელეების _ ა. ბ-ის, ა. ბ-ის, ლ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. გ-ის, ლ. გ-ის, გ. გ-ის, ც. გ-ის, მ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. გ-ის, ი. დ-ის, მ. ვ-ის, ი. ი-ას, ნ. კ-ის, მ. კ-ის, მ. კ-ის, მ. კ-ას, თ. ნ-ის, მ. ნ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, ა. მ-ის, მ. ო-ის, კ. ს-ის, ნ. ტ-ის, ლ. ქ-ის, ნ. ქ-ის, ე. ღ-ის, ლ. ჩ-ის, ც. ჩ-ის, ნ. წ-ის, რ. ჯ-ის, ნ. ხ-ის, ს. ხ-ის, კ. ხ-ის, ც. ხ-ის, ლ. პ-ის, ქ. ხ-ის, ს. ხ-ის, მ. კ-ის, დ. ჩ-ის, ე. ზ-ის, ლ. კ-ის, ს. ბ-ის, უ. ჯ-ის, ო. პ-ის, ქ. მ-ის, მ. კ-ის, ლ. დ-ის, ვ. მ-ის, ნ. კ-ის, ე. კ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 293 ლარის ანაზღაურება ა. ბ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 190,57 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,08 ლარისა და 2001 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 726,39 ლარის ანაზღაურება ა. ბ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 157,34 ლარის ანაზღაურებაზე;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება ლ. ბ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 187,76 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,08 ლარის ანაზღაურებაზე;
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 681,37 ლარის ანაზღაურება გ. ბ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 195,89 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,32 ლარის ანაზღაურებაზე;
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება ა. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 190,47 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე;
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება ლ. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 192,28 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 33,35 ლარის ანაზღაურებაზე;
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება გ. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 190,70 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 33,70 ლარის ანაზღაურებაზე;
9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება ც. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 185,29 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე;
10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება მ. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 19,23 ლარის ანაზღაურებაზე;
11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 608,36 ლარის ანაზღაურება თ. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 190,87 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 65,40 ლარის ანაზღაურებაზე;
12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება ნ. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 167,47 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,08 ლარის ანაზღაურებაზე;
13. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება ი. დ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 99,32 ლარის ანაზღაურებაზე;
14. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,68 ლარის ანაზღაურება მ. ვ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 182,79 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,08 ლარის ანაზღაურებაზე;
15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 608,36 ლარის ანაზღაურება ი. ი-ას სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 191,49 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 33,35 ლარის ანაზღაურებაზე;
16. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება ნ. კ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 189,95 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 65,07 ლარის ანაზღაურებაზე;
17. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 588,36 ლარის ანაზღაურება მ. კ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 194,42 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,70 ლარის ანაზღაურებაზე;
18. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 608,36 ლარის ანაზღაურება მ. კ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 194,42 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,70 ლარის ანაზღაურებაზე;
19. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება მ. კ-ას სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 187,59 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე;
20. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 608,38 ლარის ანაზღაურება თ. ნ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 188,39 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე;
21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მიუღებელი სამივლინებო თანხის _ 70 ლარის ანაზღაურება მ. ნ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა 1999 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
22. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება მ. ლ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 194,67 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 65,40 ლარის ანაზღაურებაზე;
23. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 392 ლარის ანაზღაურება მ. მ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 188,74 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 65,40 ლარისა და 2001 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
24. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 588,36 ლარის ანაზღაურება ა. მ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 193,94 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 67,36 ლარის ანაზღაურებაზე;
25. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება მ. ო-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 195,02 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 65,40 ლარის ანაზღაურებაზე;
26. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 404 ლარის ანაზღაურება კ. ს-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 189,81 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,08 ლარისა და 2001 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
27. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 507,03 ლარის ანაზღაურება ნ. ტ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 193,32 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 37,70 ლარის ანაზღაურებაზე;
28. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 384 ლარის ანაზღაურება ლ. ქ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 190,87 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 65,40 ლარისა და 2001 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
29. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება ნ. ქ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 188,13 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე;
30. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება ე. ღ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 187,47 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე;
31. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება ლ. ჩ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 195,95 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 65,73 ლარის ანაზღაურებაზე;
32. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 514 ლარის ანაზღაურება ც. ჩ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 198,47 ლარისა და 2001 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
33. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება ნ. წ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 178,17 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე;
34. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება რ. ჯ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 54,64 ლარის ანაზღაურებაზე;
35. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება ნ. ხ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 190,57 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,08 ლარის ანაზღაურებაზე;
36. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 608,38 ლარის ანაზღაურება ს. ხ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 189,81 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე;
37. კ. ხ-ს უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 32,04 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარისა და ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
38. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 488 ლარის ანაზღაურება ც. ხ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 187,55 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 36,69 ლარისა და 2001 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
39. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 514 ლარის ანაზღაურება ლ. პ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 187,47 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარისა და 2001 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
40. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება ქ. ხ-ის სასარგებლოდ;
41. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 341,94 ლარის ანაზღაურება ს. ხ-ის სასარგებლოდ;
42. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 149 ლარის ანაზღაურება მ. კ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 35,42 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 38,58 ლარისა და კვების კომპენსაციის _ 188,98 ლარის ანაზღაურებაზე;
43. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 369,83 ლარის ანაზღაურება დ. ჩ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 185,22 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 64,08 ლარისა და კვების კომპენსაციის _ 219,43 ლარის ანაზღაურებაზე;
44. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 469,34 ლარის ანაზღაურება ე. ზ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 220,70 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 38,58 ლარისა და კვების კომპენსაციის _ 669,89 ლარის ანაზღაურებაზე;
45. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 180,34 ლარის ანაზღაურება ლ. კ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 123,44 ლარის ანაზღაურებაზე;
46. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 826,91 ლარის ანაზღაურება ს. ბ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 148,07 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 98,45 ლარის ანაზღაურებაზე;
47. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 377 ლარისა და მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 747,30 ლარის ანაზღაურება უ. ჯ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 260,90 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 54,44 ლარის, კვების კომპენსაციის _ 826 ლარისა და ერთდროული გასასვლელი დახმარების _ 426,80 ლარის ანაზღაურებაზე;
48. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,38 ლარის ანაზღაურება ო. პ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 189,52 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 98,73 ლარის ანაზღაურებაზე;
49. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 487,48 ლარის ანაზღაურება ქ. მ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 194,19 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 98,10 ლარის ანაზღაურებაზე;
50. მ. კ-ეს უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 195,23 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 33,68 ლარის ანაზღაურებაზე;
51. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,36 ლარის ანაზღაურება ლ. დ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 191,49 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 33,35 ლარის ანაზღაურებაზე;
52. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 882,75 ლარის, მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 552,32 ლარისა და აუნაზღაურებელი სამივლინებო თანხის _ 9,26 ლარის ანაზღაურება ვ. მ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 236,70 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 38,58 ლარისა და კვების კომპენსაციის _ 669,89 ლარის ანაზღაურებაზე;
53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 404,36 ლარის ანაზღაურება ნ. კ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 192,01 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 33,35 ლარისა და კვების კომპენსაციის _ 670,24 ლარის ანაზღაურებაზე;
54. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 402 ლარის ანაზღაურება ე. კ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა 2001 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე;
55. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 140,08 ლარის ანაზღაურება გ. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 27,60 ლარისა და კვების კომპენსაციის _ 196,53 ლარის ანაზღაურებაზე;
56. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2002-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 608,38 ლარის ანაზღაურება მ. გ-ის სასარგებლოდ, რომელსაც უარი ეთქვა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 187,63 ლარისა და ერთდროული მატერიალური დახმარების _ 32,04 ლარის ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მსახურობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ ....-ში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹..... სამხედრო ნაწილის ცნობის საფუძველზე, ირკვეოდა, რომ მოსარჩელეების მუშაობის პერიოდში აღნიშნულ სამხედრო ნაწილს მათ მიმართ გააჩნდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება. მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი მოსარჩელეების მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა და ოდენობა. ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს 2001-2003 წლების კანონებით, წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ხარჯისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხა. ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია ასიგნება აღნიშნულ თანხაზე, არ წარმოადგენდა მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე, ეკისრებოდა სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურეების მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 130-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრული იყო 2005 წლის 13 მაისს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა კვარტალური ფულადი ჯილდოს, ერთდროული მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში. მოსარჩელეებს _ უ. ჯ-ეს, ს. ხ-ნს, ე. კ-ეს, მ. ნ-ეს, მ. მ-ს, კ. ს-ს, ლ. ქ-ეს, ც. ჩ-ს, ლ. პ-ის, ც. ხ-ეს, ა. ბ-ესა და კ. ხ-ს გაშვებული ჰქონდათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა 1999-2001 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა კვარტალური ფულადი ჯილდოს, ერთდროული მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, იყო უსაფუძვლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამავე ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ა. ბ-ის, ა. ბ-ის, ლ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. გ-ის, ლ. გ-ის, გ. გ-ის, ც. გ-ის, მ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. გ-ის, ი. დ-ის, მ. ვ-ის, ი. ი-ას, ნ. კ-ის, მ. ნ-ის, თ. ნ-ის, მ. ლ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. მ-ის, მ. ო-ის, კ. ს-ის, ლ. ქ-ის, ნ. ქ-ის, ე. ღ-ის, ლ. ჩ-ის, ც. ჩ-ის, ნ. წ-ის, რ. ჯ-ის, ნ. ხ-ის, ს. ხ-ის, ც. ხ-ის, ქ. ხ-ის, ს. ხ-ის, მ. კ-ის, დ. ჩ-ის, ე. ზ-ის, ლ. კ-ის, ს. ბ-ის, უ. ჯ-ის, ო. პ-ის, ქ. მ-ის, ლ. დ-ის, ვ. მ-ისა და ნ. კ-ის (სულ 46 ფიზიკური პირი) წარმომადგენელმა ზ. ფ-მა სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აპელანტების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელფასო დავალიანების, ერთდროული მატერიალური დახმარების, კვარტალური ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის აპელანტებისთვის სრულად ანაზღაურების დაკისრება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით მ. ნ-ის, მ. კ-ის, დ. ჩ-ის, ე. ზ-ის, ლ. კ-ისა და ნ. კ-ის (სულ _ 6 ფიზიკური პირი) შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ ისინი არ იყვნენ მოხსენიებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში და მათ არ გააჩნდათ უფლება, წარედგინათ შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უარყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა:
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 254,65 ლარის ანაზღაურება ა. ბ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოს, სულ _ 157,34 ლარის ანაზღაურება ა. ბ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 251,84 ლარის ანაზღაურება ლ. ბ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 228,21 ლარის ანაზღაურება გ. ბ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 222,51 ლარის ანაზღაურება ა. გ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 225,63 ლარის ანაზღაურება ლ. გ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 224,40 ლარის ანაზღაურება გ. გ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 217,33 ლარის ანაზღაურება ც. გ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 19,23 ლარის ანაზღაურება მ. გ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 255,87 ლარის ანაზღაურება თ. გ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 231,59 ლარის ანაზღაურება ნ. გ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 99,32 ლარის ანაზღაურება ი. დ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 246,87 ლარის ანაზღაურება მ. ვ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 224,87 ლარის ანაზღაურება ი. ი-ას სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 255,02 ლარის ანაზღაურება ნ. კ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 259,12 ლარის ანაზღაურება მ. კ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 254,14 ლარის ანაზღაურება მ. მ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 261,03 ლარის ანაზღაურება ა. მ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 260,40 ლარის ანაზღაურება მ. ო-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 253,87 ლარის ანაზღაურება კ. ს-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 256,27 ლარის ანაზღაურება ლ. ქ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 220,17 ლარის ანაზღაურება ნ. ქ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 219,51 ლარის ანაზღაურება ე. ღ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 261,68 ლარის ანაზღაურება ლ. ჩ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 198,47 ლარის ანაზღაურება ც. ჩ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 210,21 ლარის ანაზღაურება ნ. წ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 54,64 ლარის ანაზღაურება რ. ჯ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 254,65 ლარის ანაზღაურება ნ. ხ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 221,85 ლარის ანაზღაურება ს. ხ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 224,24 ლარის ანაზღაურება ც. ხ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 246,52 ლარის ანაზღაურება ს. ბ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოს, ერთდროული მატერიალური დახმარების, კვების კომპენსაციისა და ერთჯერადი მატერიალური დახმარების, სულ _ 1568,1 ლარის ანაზღაურება უ. ჯ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 288,25 ლარის ანაზღაურება ო. პ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 292,29 ლარის ანაზღაურება ქ. მ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების, სულ _ 224,84 ლარის ანაზღაურება ლ. დ-ის სასარგებლოდ;
_ კვარტალური ფულადი ჯილდოს, ერთდროული მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის, სულ _ 956,04 ლარის ანაზღაურება ვ. მ-ის სასარგებლოდ;
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გაკეთებულ დასკვნებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ სწორად მოხდა თანხების დაანგარიშება, რაც ვერ იქნა გაბათილებული მხარეთა მიერ. შესაბამისად, მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა კვარტალური ფულადი ჯილდოსა და ერთდროული მატერიალური დახმარების მოთხოვნაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ცნობების თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანება შეიცავდა ხელფასს, ფულად ჯილდოსა და ერთდროულ მატერიალურ დახმარებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, ასევე 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) და მიიჩნია, რომ ამ კანონის 1341-ე მუხლით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება.
რაც შეეხებოდა კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა. როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... და ¹... სამხედრო ნაწილების მიერ 2003-2005 წლებში გაცემული ცნობებით ირკვეოდა, მოსარჩელეების მუშაობის პერიოდში აღნიშნულ სამხედრო ნაწილებს გააჩნდათ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, მათ შორის _ კვების კომპენსაცია, კერძოდ, ვ. მ-ის მიმართ _ 654,88 ლარი და უ. ჯ-ის მიმართ _ 826 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაცია კვების კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მითითება იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი ცნობები იყო საინფორმაციო ხასიათის და არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ სარჩელის აღიარებას. მითითებული წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ ხსენებული ცნობები გაცემულ იქნა 2003-2005 წლებში მოსარჩელეების სახელზე, მათ მიმართ არსებული, ხელზე გასაცემი დავალიანების ოდენობის (1508,36 ლარი და 2315,44 ლარი) დადასტურების თაობაზე. საგულისხმო იყო, რომ აღნიშნული ცნობები გაცემული იყო მოსარჩელეების და არა მესამე პირების სახელზე და ამ დოკუმენტებით მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანების არსებობის დადასტურება. შესაბამისად, ამ დოკუმენტებით დადასტურდა, ერთი მხრივ, უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის უფლება, მოეთხოვათ მითითებული თანხები, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, გაეცა აღნიშნული თანხა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული დოკუმენტების შინაარსზე და მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2003-2005 წლებში გაცემული ცნობებით არ უარყოფდა მოსარჩელეთა მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო და უფრო მეტიც, იგი კვლავ აღიარებდა მოსარჩელეთა წინაშე იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მათი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით დადგენილი შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგივე წესი გამოიყენებოდა ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელეთა სასარგებლოდ. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა _ ა. ბ-ემ, ა. ბ-ემ, ლ. ბ-მა და სხვებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, 1998-2000 წლების ხელფასისა და 2002-2004 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დაკისრების თაობაზე. სარჩელი ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც სასამართლომ არ გამოიყენა.
კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს “დანამატის” სტატუსი. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ირკვევა, რომ ,,დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, მათ ,,დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამდენად, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. ჯილდო და მატერიალური დახმარება რომ არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ელემენტებს, დასტურდება იმითაც, რომ სამხედრო კანონმდებლობის (სადისციპლინო წესდება) მიხედვით, ჯილდო შეიძლება გაიცეს არაფულადი ფორმითაც _ მედლის, ტაბელური იარაღის და სხვა სახით.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, რადგან ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის უფლებით აღჭურვილია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელეების მოთხოვნა 2002-2004 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების თაობაზე. სანივთე ქონების კომპენსაცია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამგვარ მოთხოვნებზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლომ კანონის ხსენებული ნორმა არ გამოიყენა. სანივთე უზრუნველყოფა ან მისი ფორმის კომპენსირება წლის დასაწყისში ხდება. ამ მხრივ, 2004 წლის სანივთე უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო 2004 წლის დასაწყისში, ანუ ამ დროს წარმოეშვათ მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციაზე. ამდენად, სარჩელის შეტანის დროისათვის გაშვებულია ამ მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის ¹ბს-988-942(კ-06) და 26 ივლისის ¹ბს-243-230(კ-07) გადაწყვეტილებებს. სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საპროცესო კანონი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი), კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და 377-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, ვინაიდან ისინი ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას საინფორმაციო ხასიათი არა აქვს. აღნიშნული ცნობები საინფორმაციო ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 სექტემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უშანგი ჯვარიძისათვის 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის _ 826 ლ. და ვ. მ-ის 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის _ 654,88 ლარის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად იქნა დაშვებული, ხოლო მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაშვებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში საქმის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 23 ოქტომბერს, მხარეთა დასწრების გარეშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უ. ჯ-ის 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის _ 826 ლარისა და ვ. მ-ის 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის _ 654,88 ლარის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად იქნა დაშვებული, ხოლო მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაშვებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში საქმის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 23 ოქტომბერს, მხარეთა დასწრების გარეშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის მხოლოდ კვების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ ....-ის 2003 წლის 1 აპრილის ¹221 ცნობის თანახმად, უ. ჯ-ის მიმართ 1998-2000 წლების დავალიანება შეადგენს: ხელფასი _ 747,30 ლარს, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 260,90 ლარს, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 54,44 ლარს, კვების კომპენსაცია _ 826 ლარს, ერთდროული გასასვლელი დახმარება _ 426,80 ლარს (ს.ფ. 27). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ ....-ის 2005 წლის 21 აპრილის ¹309 ცნობის მიხედვით, ვ. მ-ის მიმართ 1998-2000 წლების დავალიანება შეადგენს: ხელფასი _ 552,32 ლარს, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 236,32 ლარს, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 55,38 ლარს, კვების კომპენსაცია _ 654,88 ლარს, მივლინება _ 9,26 ლარს (ს.ფ. 53).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კვების კომპენსაციის თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს (ან სამხედრო ნაწილის) მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹.... და ¹.... სამხედრო ნაწილების 2003-2005 წლების ცნობებით მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანების აღიარება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, ვინაიდან ისინი ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას საინფორმაციო ხასიათი არა აქვს, აღნიშნული ცნობები კი საინფორმაციო ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.
რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ ...-ის 2003 წლის 1 აპრილის ¹221 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ ....-ის 2005 წლის 21 აპრილის ¹309 ცნობების გაცემით მოხდა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გაცემა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების _ უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის მოთხოვნა 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხების _ შესაბამისად, 826 ლარისა და 654,88 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია _ ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც უ. ჯ-ემ და ვ. მ-მა გაუშვეს _ სასარჩელო განცხადება (სხვა მოსარჩელეებთან ერთად) სასამართლოში წარადგინეს 2005 წლის 13 მაისს, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი არ უღიარებია უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის წინაშე კვების კომპენსაციის დავალიანება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის კვების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხების _ 826 ლარისა და 654,88 ლარის, შესაბამისად, უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების კომპენსაციის თანხების _ 826 ლარისა და 654,88 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხების _ 826 ლარისა და 654,88 ლარის, შესაბამისად, უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. კვების კომპენსაციის თანხების _ 826 ლარისა და 654,88 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, უ. ჯ-ისა და ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.