Facebook Twitter

ბს-704-670(კ-07) 1 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 25.04.07წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.07წ. განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკიმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხულოს რაიონული სასამართლოს 17.11.06წ. გადაწყვეტილება, აღნიშნულ განჩინებაზე 02.07.07წ. საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.07წ. განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 17.09.07წ. მიუხედავად ამისა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მითითებული ხარვეზი არ იქნა შევსებული და არც განცხადებით მიუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.