ბს-706-678(კ-08) 18 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ც.-ე, თ. ს.-ე, შ. ვ.-ი, რ. ტ.-ე, ე. ხ.-ე, ი. წ.-ი, ბ. მ.-ე, ა. მ.-ე, გ. ტ.-ე, რ. ხ.-ი, ე. მ.-ე, ა. ს.-ი, ბ. შ.-ი, რ. პ.-ე, ა. ბ.-ი, ა. ა.-ი, ნ. ბ.-ი, ზ. კ.-ე, თ. ტ.-ი, ვ. შ.-ი, ა. მ.-ი, მ. წ.-ი და ა. კ.-ი (მოსარჩელეები)
მესამე პირი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და 2008 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ც.-მ, თ. ს.-მ, შ. ვ.-მა, რ. ტ.-მ, ე. ხ.-მ, ი. წ.-მა, ბ. მ.-მ, ა. მ.-მ, გ. ტ.-მ, რ. ხ.-მა, ე. მ.-მ, ა. ს.-მა, ბ. შ.-მა, რ. პ.-მ, ა. ბ.-მა, ა. ა.-მა, ნ. ბ.-მა, ზ. კ.-მ, თ. ტ.-მა, ვ. შ.-მა, ა. მ.-მა, მ. წ.-მა და ა. კ.-მა 2006 წლის 12 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მუშაობდნენ ...-ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში და კუთვნილ შრომის ანაზღაურებას იღებდნენ მიწის მართვის დეპარტამენტიდან, რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2004 წლის 1 სექტემბრის ¹16 ბრძანების საფუძველზე მოხდა ...-ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ლიკვიდაცია და მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან (...-ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2004 წლის 1 სექტემბრის ¹21 ბრძანება). მოპასუხემ არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა და სამუშაოდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს დღემდე არ მიუღიათ სახელფასო დავალიანება, რომელიც შეადგენს: რ. ც.-ის _ 1004 ლარი, თამაზ სისვაძის _ 945 ლარი, შ. ვ.-ის _ 1660,34 ლარი, რ. ტ.-ის _ 1004 ლარი, ე. ხ.-ის _ 954 ლარი, ი. წ.-ის _ 1004 ლარი, ბ. მ.-ის _ 796,38 ლარი, ა. მ.-ის _ 676 ლარი, გ. ტ.-ის _ 1004 ლარი, რ. ხ.-ის _ 374,54 ლარი, ე. მ.-ის _ 269 ლარი, ა. ს.-ის _ 473,50 ლარი, ბ. შ.-ის _ 473,50 ლარი, რ. პ.-ის _ 945 ლარი, ა. ბ.-ის _ 407 ლარი, ა. ა.-ის _ 407 ლარი, ნ. ბ.-ის _ 195 ლარი, ზ. კ.-ის _ 172,60 ლარი, თ. ტ.-ის _ 461 ლარი, ვ. შ.-ის _ 28 ლარი, ა. მ.-ის _ 407 ლარი, მ. წ.-ის _ 86 ლარი და ა. კ.-ის _ 56 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის _ გ. ხ.-ის შუამდგომლობა; საქმიდან ამორიცხულ იქნა არასათანადო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2006 წლის 14 ნოემბრის სასამართლო განჩინებით შეჩერებულ იქნა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ე. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელე ე. მ.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ც.-ის, თ. ს.-ის, შ. ვ.-ის, რ. ტ.-ის, ე. ხ.-ის, ი. წ.-ის, ბ. მ.-ის, ა. მ.-ის, გ. ტ.-ის, რ. ხ.-ის, ე. მ.-ის, ა. ს.-ის, ბ. შ.-ის, რ. პ.-ის, ა. ბ.-ის, ა. ა.-ის, ნ. ბ.-ის, ზ. კ.-ის, თ. ტ.-ის, ვ. შ.-ის, ა. მ.-ის, მ. წ.-ისა და ა. კ.-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეების: რ. ც.-ის სასარგებლოდ _ 1004 ლარის, თ. ს.-ის სასარგებლოდ _ 945 ლარის, შ. ვ.-ის სასარგებლოდ _ 1660,34 ლარის, რ. ტ.-ის სასარგებლოდ _ 1004 ლარის, ე. ხ.-ის სასარგებლოდ _ 954 ლარის, ი. წ.-ის სასარგებლოდ _ 1004 ლარის, ბ. მ.-ის სასარგებლოდ _ 796,38 ლარის, ა. მ.-ის სასარგებლოდ _ 676 ლარის, გ. ტ.-ის სასარგებლოდ _ 1004 ლარის, რ. ხ.-ის სასარგებლოდ _ 374,54 ლარის, ა. ს.-ის სასარგებლოდ _ 473,50 ლარის, ბ. შ.-ის სასარგებლოდ _ 473,50 ლარის, რ. პ.-ის სასარგებლოდ _ 945 ლარის, ა. ბ.-ის სასარგებლოდ _ 407 ლარის, ა. ა.-ის სასარგებლოდ _ 407 ლარის, ნ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 195 ლარის, ზ. კ.-ის სასარგებლოდ _ 172,60 ლარის, თ. ტ.-ის სასარგებლოდ _ 461 ლარის, ვ. შ.-ის სასარგებლოდ _ 28 ლარის, ა. მ.-ის სასარგებლოდ _ 407 ლარის, მ. წ.-ის სასარგებლოდ _ 86 ლარის და ა. კ.-ის სასარგებლოდ _ 56 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ...-ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში. 2006 წლის 30 ოქტომბერს საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩართულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ვინაიდან “მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და წესის შესახებ” დებულების 35-ე მუხლის III და VIII პუნქტების შესაბამისად, მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეთა ...-ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში მუშაობისა და მათი სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს. ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, დათხოვნის დღეს სრულად გაეცა მოსარჩელეებზე არსებული დავალიანება, რაც მას არ განუხორციელებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე სათანადო მოპასუხედ მიიჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო იუსტიციის სამინისტრო ჩაბმულ იქნა საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, როგორც სააპელაციო საჩივრის ავტორი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე განახლებულ იქნა საქმის წარმოება შეჩერებულ ნაწილში, წარმოების შეჩერების გამომწვევი გარემოების აღმოფხვრის გამო, კერძოდ, დავის განხილვის მიმდინარეობისას, დადგინდა გარდაცვლილ ე. მ.-ის უფლებამონაცვლედ ს. მ.-ე და იგი საქმეში ჩაება მოსარჩელე მხარედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაეკისრა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რ. ც.-ის სასარგებლოდ _ 1004 ლარის, თ. ს.-ის სასარგებლოდ _ 945 ლარის, შ. ვ.-ის სასარგებლოდ _ 1660,34 ლარის, რ. ტ.-ის სასარგებლოდ _ 1004 ლარის, ე. ხ.-ის სასარგებლოდ _ 954 ლარის, ი. წ.-ის სასარგებლოდ _ 1004 ლარის, ბ. მ.-ის სასარგებლოდ _ 796,38 ლარის, ა. მ.-ის სასარგებლოდ _ 676 ლარის, გ. ტ.-ის სასარგებლოდ _ 1004 ლარის, რ. ხ.-ის სასარგებლოდ _ 374,54 ლარის, ა. ს.-ის სასარგებლოდ _ 473,50 ლარის, ბ. შ.-ის სასარგებლოდ _ 473,50 ლარის, რ. პ.-ის სასარგებლოდ _ 945 ლარის, ა. ბ.-ის სასარგებლოდ _ 407 ლარის, ა. ა.-ის სასარგებლოდ _ 407 ლარის, ნ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 195 ლარის, ზ. კ.-ის სასარგებლოდ _ 172,60 ლარის, თ. ტ.-ის სასარგებლოდ _ 461 ლარის, ვ. შ.-ის სასარგებლოდ _ 28 ლარის, ა. მ.-ის სასარგებლოდ _ 407 ლარის, მ. წ.-ის სასარგებლოდ _ 86 ლარის, ა. კ.-ის სასარგებლოდ _ 56 ლარისა და ს. მ.-ის სასარგებლოდ _ 269 ლარის ოდენობით დავალიანების ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა იმგვარი პროცესუალური დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 393.3 მუხლებით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, სააპელაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 385.2-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეთა მიერ, მოპასუხედ დასახელებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არასწორად ჩათვალა არასათანადო მხარედ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე შეცვალა იგი სათანადოდ მიჩნეული _ იუსტიციის სამინისტროთი. აღნიშნულ დარღვევას, შედეგად მოჰყვა იუსტიციის სამინისტროსათვის თანხების არასწორი დაკისრება.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის პოზიცია სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულების იუსტიციის სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიწის მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მუშაობის შედეგებისა და დასკვნის მომზადების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹1633 ბრძანების მე-7 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა, გამოიძებნოს თანხები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სალიკვიდაციო კომისიის მიერ გადაცემული სახელფასო და სხვა საბიუჯეტო დავალიანებების დასაფარავად. ამავე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, გათვალისწინებულ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის (118,8 ლარი) მთლიანად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. ამასთან მიეთითა, რომ აღნიშნული თანხებით უნდა განხორციელდეს დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან საბოლოო ანგარიშსწორება.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის ¹56 დადგენილებით, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე, მიწის მართვის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნული ნორმატიული აქტების ანალიზით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მიწის მართვის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბრძანება ¹96 (28.12.04), რომელიც გამოცემულ იქნა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლებულ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის შექმნის შესახებ, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სააგენტო წარმოადგენს ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ არ მოხდა თანხების მოძიება, სააგენტოს აღნიშნული ვალდებულება არ უნდა დაეკისროს. მას შეუძლია ფინანსთა სამინისტროდან საამისოდ გათვალისწინებული თანხების სათანადო წესით მოთხოვნა, მაგრამ თანხის მიუღებლობა არ ათავისუფლებს სააგენტოს, მოსარჩელეთა წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისაგან.
სააპელაციო პალატამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნია მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, მიწის მართვის დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ, და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ, სარჩელით მოთხოვნილი თანხები დააკისრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებაც, რომლითაც საქმეზე სათანადო მოპასუხედ მიჩნეულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო იუსტიციის სამინისტრო ჩაბმულ იქნა მესამე პირად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ როგორც გადაწყვეტილებაში, ისე განჩინებაში არ გამოიყენა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონი, რომლის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და ის გახდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შექმნილია 2004 წლის 1 ივნისის “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არასწორად განმარტა “სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილება.
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მუშაობის შედეგებისა და დასკვნის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1633 ბრძანების შესახებ და არასწორად განმარტა იგი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც ერთ კანონში ან რაიმე სამართლებრივ აქტში არ არის აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მიწის მართვის დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეობის საკითხი. ასევე, არაფერია ნათქვამი მიწის მართვის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” და “2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას. “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადს წარუდგენენ მხარჯველი დაწესებულებების ხელმძღვანელები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიმართვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურისათვის საბიუჯეტო დავალიანების დასაფარად თანხების გამოყოფის შესახებ, იქნება აბსოლუტურად უკანონო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე და 2008 წლის 13 მარტის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.