საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-708-674(კ-06) 8 იანვარი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ჩ-ის, მ. ბ-ის, გ. ა-ის, ლ. კ-ის, შ. ნ-ისა და ა. ბ-ნის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2003 წლის 7 ოქტომბერს ნ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ცაგერის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და ახალი აუქციონის დანიშვნა (ს.ფ. 2-4).
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შ. ნ-ე, მ. ბ-ი, დ. კ-ი, მ. ჩ-ე, გ. ა-ი, ნ. ფ-ე და რ. ჩ-ი (ს.ფ. 22-23).
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოთხოვნა მიწის ნაკვეთების გასხვისების თაობაზე ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, ამ აუქციონის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობების გაუქმების და ხელახალი აუქციონის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ცაგერის რაიონულ გამგეობას დაევალა ცაგერში, .... და ..... ქუჩების გადაკვეთაზე ახლად აშენებულ მაღაზიებსა და განათლების განყოფილების შენობას შორის ნ. კ-ის სახელზე კანონით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე მსჯელობა (ს.ფ. 177-181).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (ს.ფ. 183-185).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ცაგერში, .... და .... ქუჩების გადაკვეთაზე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჩატარებული აუქციონი, 2002 წლის 5 დეკემბრის ¹140 დადგენილება, 2002 წლის 3 აპრილის ¹1-117, 1-118, 1-119, 1-120, 1-121 ნასყიდობის ხელშეკრულებები და მათ საფუძველზე გამოცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმებები (ს.ფ. 377-390).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-ემ, მ. ბ-მა, გ. ა-მა, ლ. კ-მა, შ. ნ-ემ და ა. ბ-მა, მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 414-416).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ. ჩ-ეს, მ. ბ-ს, გ. ა-ს, ლ. კ-ს, შ. ნ-ესა და ა. ბ-ს დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან ათდღიან ვადაში კასატორების ვინაობის გარკვევით მითითებით ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა 8 ეგზემპლარად, ასევე ფოსტის რეესტრის ამონაწერის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როდის ჩაბარდა მათი საკასაციო საჩივრი ფოსტას (ს.ფ. 420-422).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მ. ჩ-ეს, მ. ბ-ს, გ. ა-ს, ლ. კ-ს, შ. ნ-ესა და ა. ბ-ს ჩაბარდათ 2006 წლის 20 ოქტომბერს, შესაბამისად, კასატორებს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსოთ არაუგვიანეს 2006 წლის 30 ოქტომბრისა, მიუხედავად ამისა, მათ საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი დღემდე არ შეუვსიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის, მ. ბ-ის, გ. ა-ის, ლ. კ-ის, შ. ნ-ისა და ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ის, მ. ბ-ის, გ. ა-ის, ლ. კ-ის, შ. ნ-ისა და ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.