Facebook Twitter

ბს-726-692(კ-07) 10 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს ,,....” ხარვეზის შესავსებად მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა, რათა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილიდან დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი საპროცესო ვადა შპს ,,...” ამოიწურა 2007 წლის 23 აგვისტოს, ამ დროის განმავლობაში კასატორს არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, კასატორმა გაუშვა სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი საპროცესო ვადა, რაც საფუძველია საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველად დარჩეს შპს ,,....” საკასაციო საჩივარი;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.