Facebook Twitter

¹ბს-730-696(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ჩ.-მ 18.02.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სახელფასო დავალიანების გადახდის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 02.02.98წ. მუშაობდა ... დეპარტამენტში ...-ად. 01.09.04წ. მოხდა დეპარტამენტის ლიკვიდაცია და მის ბაზაზე შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მოსარჩელის მითითებით, მისი მუშაობის 6 წლის მანძილზე სახელფასო დავალიანებამ 1998-1999-2000-2003 წლებში შეადგინა 55,4 ლარი, ხოლო სოცანარიცხებმა 173,61 ლარი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.04.2005წ. გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ბ. ჩ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 554, 4 (ხუთას ორმოცდათოთხმეტი ლარისა და ოთხი თეთრის) ლარის, ასევე სოცანარიცხი 173, 61 ლარის გადახდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.04.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქამის სააპელაციო წესით განხილვის სტადიაზე 26.06.2006წ. საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სააპელაციო პალატის 21.05.2006წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.05.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.04.05წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა არსებითად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპალენტს არ წარუდგენია, ამიტომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.04.05წ. გადაწყვეტილება კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ «სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე» საქართველოს მთავრობის 09.07.04წ. ¹56 დადგენილების შესაბამისად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. «საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მუშაობის შედეგებისა და დასკვნის მომზადების შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.04წ. ¹1633 ბრძანების მე-7 მუხლის «დ» ქვეპუნქტით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის მთლიანად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.

აღნიშნული თანხებიდან უნდა განხორციელებულიყო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან საბოლოო ანგარიშსწორება, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა აღნიშნული თანხები და სწორედ ის იყო ვალდებული აენაზღაურებინა ბ. ჩ.-ის სახელფასო დავალიანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.07წ. განჩინება 19.07.07წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტორივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, ვინაიდან იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაკის სახელფასო დავალიანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრების შესახებ დასაბუთებულობა და სამართლებრივი შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არსებობს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლად არასწორად მიუთითა «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიების თაობაზე» საქართველოს მთავრობის 09.07.04წ. ¹54 დადგენილებაზე. აღნიშნული დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ამავე დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ ...-ის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გადასცემოდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო დავალიანებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრებაზე არაფერი იყო მითითებული. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მუშაობის შედეგებისა და დასკვნის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.04წ. ¹1633 ბრძანების მე-7 მუხლის «დ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 938,4 ათას ლარს, რომლის დასაფარავად იუსტიციის მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს სთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თანხების გამოძებნა, ანუ, ამ ქვეპუნქტის შესაბამისად, ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 938.4 ათას ლარს. ამავე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს სთხოვა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის - 111,8 ათასი ლარის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა და მოცემული თანხის მიზნობრიობა იქვე იქნა გათვალისწინებული. 111,8 ათასი ლარიდან ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან საბოლოო ანგარიშსწორებისათვის გამოყოფილი უნდა ყოფილიყო 46.800 ლარი, რომელიც ფაქტობრივად ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოსარჩელეზე კომპენსაციის გასაცემად იყო გათვალისწინებული და არა წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დასაფარავად (შეუძლებელია 46, 800 ლარით მომხდარიყო 938 400 ლარის სახელფასო დავალიანებების გასტუმრება). კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ გამოიყენა კანონები, რომლებიც აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შექმნილია 01.06.04წ. «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონით და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.04წ. ¹835 ბრძანებით დამტკიცებული «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით» და სხვა ნორმატიული აქტებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.04წ. ¹835 ბრძანებით დამტკიცებული «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების» მე-9 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი ბიუჯეტიდან შეიძლება გამოეყოს მხოლოდ მიზნობრივი სახსრები. ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად კი ეროვნულ სააგენტოს მიზნობრივი სახსრები არ მიუღია შექმნის დღიდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად მიღებული შემოსავლები, რაც ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.09.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სზაკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 24.10.07წ. შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს გადაეცა მმართველობის სფეროში, მაშინ როცა «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე» საქართველოს მთავრობის 09.07.04წ. დადგენილების თანახმად, უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი ლიკვიდაციის შესახებ. ზემოდასახელებული დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. დასახელებული დადგენილება განსაზღვრავდა ლიკვიდაციის შემდეგ ყოფილი ...-ის დეპარტამენტის ქონებრივ და სამართლებრივ მდგომარეობას და შესაბამისად, დეპარტამენტის უფლებამონაცვლეობის საკითხებს, კერძოდ, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ «სახელმწიფო რეესტრის შესახებ" 01.06.04წ. კანონის თანახმად, შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ზემოხსენებული კანონის შესაბამისად, უნდა გადასცემოდა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება, ანუ დასახელებული კანონით გადაწყვეტილი იყო შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების არა იუსტიციის სამინისტროს, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის საკითხი. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დაევალა, ლიკვიდაციის შედეგად ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მე-5 პუნქტის თანახმად კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა, ასევე, ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით «საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მომზადება, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებიდან სამი თვის სახელფასო ფონდის დეპარტამენტისათვის დაბრუნება. ამდენად, დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შენობების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო არა მხოლოდ რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები, არამედ სათანადო ქონება და საბიუჯეტო დაფინანსება არსებული წლისათვის. ამავე დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რაც გამოიწვევდა სააგენტოსათვის (და არა იუსტიციის სამინისტროსათვის) ხელფასის მისაღებად აუცილებელი დაფინანსების გადაცემას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.04წ. ¹1633 ბრძანების მე-7 პუნქტის «დ" ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებითY მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი (111,8 ათასი ლარი) მთლიანად გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და ამ თანხებიდან უნდა განხორციელებულიყო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკებთან საბოლოო ანგარიშსწორება. აღნიშნული თანხა გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთი თვის დავალიანების დასაფარავად, შემდგომი წლების დავალიანებებისათვის კი მინისტრის ¹1633 ბრძანების თანახმად, ეთხოვა ფინანსთა სამინისტროს დავალიანების დასაფარავად თანხის გადაცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. სწორედ მას უნდა გამოეთხოვა ეს თანხები, რადგან «საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადს წარუდგენენ მხარჯველი დაწესებულებების ხელმძღვანელები, ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს საბიუჯეტო განაცხადებს და მხარჯველ დაწესებულებასთან ერთად იხილავს მას. ვინაიდან, «ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ცალკე მხარჯველ დაწესებულებას და მას გააჩნია ცალკე სახაზინო კოდი, აღნიშნული დაფინანსების მისაღებად მას შეეძლო თვითონ წარედგინა განაცხადი, თუ იგი ჩათვლიდა, რომ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარავად. კასატორი თავის საკასაციო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად მიღებული შემოსავლები, რაც ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართვლოს კანონის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. კასატორის ზემოაღნიშნული პოზიცია უსაფუძვლოა, რადგან სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებაში, ასევე იგულისხმება თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაცემა. აღნიშნულ მოსაზრებებს ადასტურებს სახელფასო დავალიანების გადახდის საკითხთან მიმართებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 24.11.06წ. ¹04-02/12032 წერილი, რომლის მიხედვით ყოფილი ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრედიტორული დავალიანებები და მათ შორის, სახელფასო დავალიანებები უნდა დაფაროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. რაც შეეხება უფლებამონაცვლეობის საკითხს, «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტში (28.12.05წ.) აღნიშნული იყო, რომ «მიწის რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ყოფილი ...-ის დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. მართალია, დასახელებულ კანონში 11.05.07წ. შეტანილ იქნა ცვლილება და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა განსხვავებული სახით, მაგრამ მუხლის ძველი რედაქცია ცხადყოფს, რომ იმ მომენტისთვის როდესაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება, ...-ის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. გარდა ამისა, ვინაიდან მთავრობის ¹56 დადგენილების საფუძველზე მოხდა მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაცია და მისი ფუნქცია, რომელიც დაკავშირებული იყო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან, გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ყოფილი ...-ის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მისი საქმიანობაც ამ დავასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ სახელფასო დავალიანების არსებობა აღიარებული აქვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დავალიანების გადახდა ბ. ჩ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მას, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობა სახელფასო დავალიანების შესახებ, გაცემულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (და არა იუსტიციის სამინისტროს მიერ), რომელსაც ხელს აწერდა მაშინდელი უფროსი დ. ეგიაშვილი. სასამართლო პრაქტიკაში ყველა ამგვარ დავაზე ცნობები სახელფასო დავალიანების თაობაზე გაცემულია არა იუსტიციის სამინისტროს, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.12.04წ. ¹1/11-339 ცნობით დადგინილია, რომ 1998-1999-2000-2003 წლებში მოსარჩელის სახელფასო დავალიანება მთლიანად შეადგენდა 555,24 ლარს, ხოლო სოცანარიცხი _ 173 61 ლარს, სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და დავალიანების გადახდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრების საკმარის საფუძვლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.