Facebook Twitter

ბს-731-703(კ-08) 31 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ. გ.-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პ. გ.-მ 2007 წლის 22 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ 2003 წლიდან მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლად. 2005 წლის 15 აგვისტოს გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა და გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოს წესით, რაზედაც 2006 წლის 11 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 აგვისტოს ¹56 სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და იუსტიციის სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის შემდგომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს მიერ არ გასაჩივრებულა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2006 წლის 25 დეკემბრის ახალი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 9 იანვრის ¹1 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებულდა სამსახურიდან. მოსარჩელე თვლის, რომ გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული მეორე დასკვნა აბსოლუტურად იდენტური იყო პირველისა, განსხვავება მხოლოდ ის იყო რომ გენ. ინსპექცია დასკვნის ბოლოს უთითებს არსებულ დარღვევებზე, რაც რა თქმა უნდა არასწორად იქნა შეფასებული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დასკვნაში მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის I პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურიდან განთავისუფლებაზე, რაც კანონდარღვევად მიაჩნია და განმარტავს, რომ გენ. ინსპექციას არანაირი უფლება არ ჰქონდა დასკვნის ბოლოს განესაზღვრა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა აღნიშნული შეეძლო გადაეწყვიტა მინისტრს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილია არა მინისტრის, არამედ გენ. ინსპექციის მიერ. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ გენ. ინსპექციის მიერ დასკვნის მომზადებისას კვლავ არ იქნა გამოკვლეული დამატებითი გარემოებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ და ბათილად ცნობის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ არსებული დარღვევების შემთხვევაშიც კი დასაბუთებული უნდა ყოფილიყო თუ რატომ იქნა მოსარჩელის მიმართ უმაღლესი დისციპლინური სასჯელი გათავისუფლება გამოყენებული, რაც აღნიშნულ სადავო გათავისუფლების ბრძანებაშიც კი არ არის განმარტებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით პ. გ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობლი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 აგვისტოს ¹56 ბრძანება პ. გ.-ს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულის საფუძველზე, ასევე საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 25 დეკემბრის დასკვნით დადგენილი იქნა შემდეგი: 2005 წლის 30 მარტს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული იქნა ¹2/496-2004წ საასღრულებო ფურცელი, 2005 წლის 1 აპრილს აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი შესასრულებლად გადაეცა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებელს _ პ. გ.-ს. 2005 წლის 4 აპრილს მოვალეებს ჯ.-ს და ბ.-ს ჩაბარდათ წინადადება სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესულების შესახებ. იმავე დღეს სასამართლოს აღმასრულებელმა ყადაღა დაადო ჯ.-ს უძრავ ქონებას, თუმცა სასამართლოს აღმასრულებელს არ მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით, რითაც დარღვეულ იქნა ,,სააღსრულებო წარმობათა შესახებ” საქართველოს კანონის 63.1 მუხლის I პუნქტი, 2005 წლის 6 აპრილს სასამართლოს აღმასრულებლის პ. გ.-ს მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ იგი გამოცხადდა მოვალე ბ.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, წინადადების ჩაბარების მიზნით, რაც ვერ განხორციელდა, რადგან მოვალე არ იმყოფებოდა სახლში და არც მოვალის მეუღლემ ჩაიბარა გაფრთხილება. ამავე დასკვნის თანახმად 2005 წლის 7 აპრილს აღმასრულებელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურსა და საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკურ სამმართველოს, რათა დაედგინა ირიცხებოდა თუ არა მოვალეებზე უძრავი ქონება ან ავტოსატრანსპოტო საშუალება. ზუგდიდის სარეგიტსრაციო სამსახურის 2005 წლის 8 აპრილის პასუხიდან ირკვევა, რომ მოვალეების სახელზე ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურში რაიმე სახის ქონება რეგისტრირებული არ ყოფილა, თუმცა ამავე პასუხიდან ირკვევა, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს საარქივო მასალებით დ. ჯ.-ს სახელზე აღრიცხული იყო უძრავი ქონება მდებარე ქ. ზუგდიდი ...-ის ქ. ¹18. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ 2005 წლის 11 აპრილს, როგორც სააღსრულებო წარმოებიდან ჩანს, სასამართლო აღმასრულებელი პ. გ.-ა კვლავ გამოცხადდა მოვალის ბ.-ს საცხოვრებელ მისამართზე სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით, სადაც მოვალე არ დახვდა, ხოლო ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს გაფრთხილების ჩაბარებაზე. 2005 წლის 15 აპრილს სასამართლოს აღმასრულებელმა მოვალე ბ.-ს ჩააბარა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, მაგრამ მოვალის ქონებას აღმასრულებლის მიერ იმავე დღეს ყადაღა არ დადებია, რითაც დაარღვია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის I პუნქტი; კერძოდ, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინების წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამავე კანონით დადგენილი წესით.

სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომლის თანახმადაც 2005 წლის 22 აპრილს სასამართლო აღმასრულებლის პ. გ.-ს მიერ დაყადაღებული იქნა მოვალე ბ.-ს მოძრავი ქონება, დაყადაღების ოქმები შედგენილია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 48 მუხლის I პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის დარღვევით, კერძოდ სასამართლოს აღმასრულებელმა არ აღწერა დაყადაღებული ქონების განმასხვავებელი ნიშანი, ასევე მოვალის უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შემდეგ არ მიუმართავს საჯარო რეესტრისთვის ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით, რითაც აღმასრულებლის მიერ დარღვეული იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 631 მუხლის I ნაწილის მოთხოვნა. ასევე დადგენილია, რომ 2005 წლის 11 მაისს კრედიტორის წარმომადგენელმა მოითხოვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განკარგულების გაცემა აუქციონის გამოცხადების შესახებ ბ.-ს დაყადაღებულ ქონებაზე. 19 მაისს გაიცა განკარგულება, 2005 წლის 27 მაისს გაიმართა იძულებითი აუქციონი, დაყადაღებულ ქონებაზე, რაც მყიდველის არ არსებობის გამო უშედეგოდ დასრულდა. 2005 წლის 17 ივნისს გაიმართა განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონი, სადაც რეალიზებული იქნა ავტომანქანა ვაზ-.... აღსანიშნავია, რომ სასამართლოს აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილ წარმოებაში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ავტომანქანა ვაზ-2106 არის მოვალის საკუთრება, მითუმეტეს დასკვნით დადგენილია, რომ სასამართლოს აღმასრულებელს შსს საინფორმაციო სამსახურმა აცნობა, რომ მოვალე თ. ბ.-ს სახელზე რაიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ იყო, ასევე აუქციონის გამართვამდე არ გადაუმოწმებია ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა, რითაც ავტომანქანის აუქციონზე გატანისას დარღვეულ იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის II პუნქტი და 69-ე მუხლი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და მე-5 მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელი პ. გ.-ა, როგორც საჯარო მოხელე, ვალდებული იყო და არ შეასრულა ამავე კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა. დასკვენით ირკვევა და სასამართლოსათვის დადგენილია, რომ პ. გ.-ს მიერ ჩადენილია ამავე კანონის 78-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინარული გადაცდომა – სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 9 იანვრის ¹1 §42 ბრძანება, რომლის გამოცემამდე გამოკვლეული იქნა ყველა არსებითი გარემოება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

პ. გ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინებით პ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მათ სამართლებრივ შეფასებას და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მათ გამაბათილებელ არგუმენტაციას. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ორჯერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად მომზადებული და მიღებულია იდენტური დასკვნები მოსარცელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების შედეგად დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა პ. გ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი თვლის, რომ გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული მეორე დასკვნა აბსოლუტურად იდენტური იყო პირველისა, განსხვავება მხოლოდ ის იყო რომ გენ. ინსპექციამ დასკვნის ბოლოს მიუთითა არსებულ დარღვევებზე, რაც რა თქმა უნდა არასწორად იქნა შეფასებული. კასატორი აღნიშნავს, რომ დასკვნაში მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის I პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურიდან განთავისუფლებაზე, რაც კანონდარღვევად მიაჩნია და განმარტავს, რომ გენ. ინსპექციას არანაირი უფლება არ ჰქონდა დასკვნის ბოლოს განესაზღვრა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა აღნიშნული შეეძლო გადაეწყვიტა მხოლოდ მინისტრს. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნულ შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა არა მინისტრის, არამედ გენ. ინსპექციის მიერ. კასატორი ასევე თვლის, რომ გენ. ინსპექციის მიერ დასკვნის მომზადებისას კვლავ არ იქნა გამოკვლეული დამატებითი გარემოებები. არსებული დარღვევების შემთხვევაშიც კი დასაბუთებული უნდა ყოფილიყო თუ რატომ იქნა მის მიმართ უმაღლესი დისციპლინური სასჯელი გათავისუფლება გამოყენებული. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ სრულიად არასწორად იქნა განმარტებული ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კაონის 63.1 და 28-ე მუხლების მოთხოვნები. ავტომანქანაზე ყადაღის დადების ფაქტთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მისი სამსახურიდან გათვისუფლების ბრძანების საფუძვლად გამოიყენა ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე17.5 და 63.1 მუხლების დარღვევები. ავტომანქანაზე ყადაღის დადების შემდგომ ირკვევა, რომ ავტომანქანას, რომელიც ირიცხებოდა თ. ბ.-ს საკუთრებაში გააჩნდა ძველი ტექ-პასპორტი, რითაც დასტურდებოდა ქონების მესაკუთრის ვინაობა; ასევე აღნიშნულ ქონებაზე სხვა პირს პრეტენზია არ გნუცხადებია, რაც დასტურდება ასევე წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ თ. ბ.-ს წერილით, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული ავტომანქანა სინამდვილეში მისი საკუთრება იყო და შესაბამისად აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ მოქმედებს არ აპროტესტებდა; ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მითითებული მუხლები მის მიერ დარღვეული არ ყოფილა, დარღვევების არსებობის შემთხვევაშიც კი ადმინისტრაციას არ შეიძლებოდა მიეჩნია ისეთი სიმძიმის დარღვევად, რომელიც მხარის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მას ამ შემთხვევამდე არ ჰქონდა მიღებული სხვა დისციპლინარული სასჯელი და შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასჯელის მსუბუქი ზომა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დამძიმებულ იქნა გათავისუფლების საფუძვლები და დასაბუთებაში მითითებულია, რომ პ. გ.-მ აღსრულების პერიოდში დაარღვია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 69-ე მუხლის მოთხოვნები; ხოლო რა კონკრეტული ქმედებით გამოიხატა აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა სასამართლოს მიერ დასაბუთებული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს ¹3ბ/1075-06 გადაწყვეილებით პ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პ. გ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 აგვისტოს ¹56 ბრძანება პ. გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და იუსტიციის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მომართვის საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები; აღნიშნულის შედეგად მომზადდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2006 წლის 25 დეკემბრის დასკვნა. ამ დასკვნის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 30 მარტს გაცემული იქნა ¹2/496-2004წ. სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით სოლიდარული პასუხისმგებლობის ჯგუფის ,,...-ის” წევრებს თ. ბ.-ს დ. ჯ.-ს, რ. ბ.-ს, ნ. შ.-ს, მ. ჯ.-ს, მ. გ.-ს და ი. ა.-ს სოლიდარულად ,,მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის” სასარგებლოდ დაეკისრათ 2714,57 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ასევე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75.35 ლარის გადახდა. 2005 წლის 1 აპრილს აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი შესასრულებლად გადაეცა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სასამრთლო აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებელს პ. გ.-ს. პ. გ.-მ 2005 წლის 4 აპრილს მოვალებს დ. ჯ.-ს და რ. ბ.-ს ჩააბარა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, მაგრამ მან მოვალეებზე გაფრთხილების ჩაბარებისას დაუყოვნებლივ არ მოახდინა მოვალეთა ქონების აღწერა-დაყადაღება, მოვალეების ქონების აღწერისას, აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება და განმასხვავებელი ნიშნები არ იქნა დაფიქსირებული, მოვალეთა ქონების დაყადაღების შემდგომ ყადაღის აქტი არ ყოფილა გაგზავნილი შესაბამის უწყებებში რეგისტრაციისათვის. 2005 წლის 24 ივნისს სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაცემული იქნა განკარგულება აუქციონზე რეალიზებული ქონების შემძენზე გადასვლის შესახებ; მაგრამ სააღსრულებო წარმოებიდან გაირკვა, შემძენის მიერ სრულად არ ყოფილა გადახდილი აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური, რის გამოც აღმასრულებელმა მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მის მიერ გაცემული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2006 წლის 25 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2007 წლის 9 იანვარს გამოსცა ¹1 §42 ბრძანება, რომლითაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებელი პ. გ.-ა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ პ. გ.-ს მიერ ჩადენილია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინარული გადაცდომა – სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება. ამიტომ საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 9 იანვრის ¹1 §42 ბრძანების გამოცემამდე გამოკვლეული იქნა ყველა არსებითი გარემოება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც პ. გ.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.