ბს-737-703(კ-07) 19 დეკემბერი 2007 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა შპს ,,ო.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
01.08.06წ. შპს ,,ო.-ის” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხობის რაიონულ სამართლოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს ,,ო.-ის“ საკუთრებაში არსებულ 14 335 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების უკანონოდ ცნობა და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ო.-ის” საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს ,,ო.-ის” სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა მის სარგებლობაში არსებული ხობის რაიონის სოფელ ყულევში მდებარე 104 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 09.12.04წ. გაიცა შესაბამისი ამონაწერი (განაცხადის რეგისტრაციის ¹...). საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად გაცემული იქნა საკადასტრო რუკა ხსენებული მიწის ნაკვეთის კონკრეტული ადგილმდებარეობისა და ფართობის მითითებით. 25.07.06წ. შპს ,,ო.-სათვის» ცნობილი გახდა, რომ მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს ,,ო.-ის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ 14 335 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე 03.07.06წ. გაუქმებული იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და გაცემული იქნა ახალი ამონაწერი, რომლის თანახმადაც, შპს ,,ო.-ის” სახელზე ხობის რაიონის სოფელ ...-ში საკუთრებაში ირიცხება 89665 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული იქნა ახალი საკადასტრო რუკა. მოსარჩელის აზრით, ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ხობის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე 14335 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ო.-ის” საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება უკანონოა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 03.07.06წ. გაცემული ამონაწერის თანახმად, სადაო მიწის ნაკვეთზე შპს ,,ო.-ის” საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად მითითებულია «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც რეგულირდება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მხოლოდ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან განხორციელდა რეგისტრირებულ მონაცემებში არა ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაცია, არამედ მოსარჩელის შპს ,,ო.-ის” საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება. მოსარჩელემ მიუთითა ამავე კანონის 28-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში უქმდება კონკრეტულ ქონებაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი, კერძოდ თუ: წარმოდგენილია ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტს, ასევე თუ წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს ან თუ წარმოდგენილია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს, რომელთა საფუძველზედაც განხორციელდა საჯარო რეესტრში საკუთრების ან სხვა სანივთო უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის განცხადებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერი უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილი იქნება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე ახალი უფლების დამდგენი დოკუმენტი ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურმა გააუქმა სადაო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისე, რომ არ არსებობდა არც ერთი ზემოთ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები და გაუქმებას საფუძვლად დაუდო სულ სხვა სახის სამართალურთიერთობის მარეგულირებალი ნორმა, რის შედეგადაც მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, კერძოდ საკუთრების უფლება.
30.08.06 წელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე შპს ,,ო.-ის” სარჩელის გამო გადაეგზავნა სენაკის რაიონულ სასამართლოს. სენაკის რაიონული სასამართლოს 26.10.06წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით და საქმეში მოპასუხედ ჩაერთო სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.” სენაკის რაიონული სასამართლოს 26.10.06წ. განჩინებით მესამე პირად მოპასუხის მხარეზე საქმეში ჩაბმული იქნა შპს ,,შ.-ი”.
29.01.07წ. სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,ო.-ის” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1987 წლიდან არსებობდა ხობის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებასთან შექმნილი სპორტულ-ტურისტული კოოპერატივი ,,ო.-ი”, რომელსაც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 07.07.1988წ. ¹310 დადგენილებით სოფელ ყულევის ტერიტორიაზე სარგებლობისათვის გამოეყო 104 000კვ.მ მიწის ნაკვეთი. ზემოთ აღნიშნული პერიოდისათვის არსებული სამოქალაქო კანონმდებლობა (საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი) არ იცნობდა კერძო სამართლის იურიდიული პირის ცნებას, რის გამოც კოოპერატივ ,,ო.-ს” ,,სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ” 25.07.1991წ., ხოლო შემდეგ ,,მეწარმეთა შესახებ” 28.10.1994წ. საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა გაევლო ხელახალი რეგისტრაცია, რათა კოოპერატივ ,,ო.-ს” როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს ესარგებლა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» 28.10.1998წ. საქართველოს კანონით დადგენილი წესებით და პროცედურით. მიუხედავად სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ამგვარი მოთხოვნისა, 1998 წლის 28 ოქტომბრამდე, ზემოთ დასახელებული კანონის ძალაში შესვლამდე, კოოპერატივი ,,ო.-ი” არ გატარებულა რეგისტრაციაში სამეწარმეო რეესტრში და იგი აღარ არსებობდა, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. 08.09.99წ. გამოცემული იქნა საქართველოს პრეზიდენტის ¹1081 განკარგულება სოფელ ყულევში მშენებარე ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი ტერმინალამდე მისასვლელი რკინიგზის გასაყვანად შპს ,,შ.-სათვის» აღნაგობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით 41,37 ჰა მიწის ფართობის გამოყოფის თაობაზე. 22.08.01წ. კომისიური წესით შედგენილი იქნა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შერჩევა-გამოყოფის აქტი, რომელშიც დეტალურად იყო მითითებული 41,37 ჰა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საზღვრები. 30.08.01წ. გამოცემული იქნა სენაკის რაიონის გამგეობის ¹53 დადგენილება, რომლითაც პრეზიდენტის 08.09.99წ. ¹1081-ე განკარგულებისა და 22.08.01წ. აქტის შესაბამისად შპს ,,შ.-ს” პირდაპირი განკარგვის წესით გამოეყო 41,37 ჰა მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით, რომელიც მოიცავდა მხარეთა შორის სადაოდ ქცეულ 14335 კვ.მ მიწის ფართობსაც. 12.11.04წ. ხობის რაიონულმა სასამართლომ კოოპერატივის ხელმძღვანელობის სარჩელის საფუძველზე დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ კოოპერატივი ,,ო.-ი” რეგისტრირებული იყო 1987 წელს და იგი წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს. იმავე დღესვე 12.11.04წ. ხობის რაიონულმა სასამართლომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გაატარა შპს ,,ო.-ი”, რის შემდეგაც საზოგადოების ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ 104 000 კვ.მ მიწის ფართობი იყო შპს ,,ო.-ის” საკუთრება და ამ უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სამსახურს. 09.12.04.წ ხობის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურმა რეგისტრაციაში გაატარა შპს ,,ო.-ის” საკუთრებად 104 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (რეგისტრაციის ¹...), რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 07.07.1988წ. ¹310 დადგენილება და ხობის რაიონული სასამართლოს 12.11.04წ. გადაწყვეტილება. რეგისტრაცია განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გარეშე, რადგანაც შპს ,,ო.-ი” არ წარმოადგენდა კოოპერატივ ,,ო.-ის» სამართალმემკვიდრესა და მის უფლებამონაცვლეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 30.05.06წ. ¹01/4-3/782 და 08.06.06წ. ¹¼-06/4-3/865 წერილებით დასტურდებოდა, რომ შპს ,,ო.-ი” არ იყო კოოპერატივ ,,ო.-ის» სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე. 22.12.05წ მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის მეორე განკარგულება ¹957 შპს ,,შ.-სათვის” მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ. ამ განკარგულების თანახმად საზოგადოებას ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით გამოეყო 41,34 ჰა მიწის ფართობი. საქართველოს პრეზიდენტის 22.12.05წ. ¹957 განკარგულების საფუძველზე ხობის რაიონის გამგეობის მიერ 09.02.06წ. მიღებული იქნა დადგენილება ¹5, რომლის შესაბამისად, შპს ,,შ.-მდე” მისასვლელი რკინიგზის ხაზის მშენებლობისათვის აღნაგობის უფლებით საზოგადოებას გადაეცა 41,34 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე შპს ,,შ.-სა” და ხობის რაიონის გამგეობას შორის 09.02.06წ. გაფორმდა ხელშეკრულება და შედგენილი იქნა 41,34 ჰა მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი, გაიცა საკადასტრო რუკა და შპს ,,შ.-ის» სახელზე აღნაგობის სანივთო უფლება 41,34 ჰა მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციაში იქნა გატარებული რეგისტრაციის ნომრით ¹.... საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და ხობის რაიონის გამგეობის დადგენილების საფუძველზე გამოყოფილ 41,34 ჰა. მიწის ფართობში მოქცეული იყო ასევე საჯარო რეესტრის ხობის სამსახურის მიერ შპს ,,ო.-ის” სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, 14 335 კვ.მ. 08.06.06წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა მოსარჩელე შპს ,,ო.-ის” ხელმძღვანელობას გაუგზავნა წერილი, სადაც აღიარა რომ მის მიერ 09.12.04წ. განხორციელებული რეგისტრაცია ¹... იყო მცდარი, რადგანაც რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძვლად წარმოდგენილი ხობის რაიონული სასამართლოს 12.11.04წ. გადაწყვეტილებით არ დასტურდებოდა, რომ შპს ,,ო.-ი” იყო კოოპერატივ ,,ო.-ის” სამართალმემკვიდრე და მისი უფლებამონაცვლე. გადაწყვეტილება ადგენდა მხოლოდ იმას, რომ კოოპერატივი რეგისტრირებული იყო 1987 წელს. ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს «ო.-ს» რეგისტრაციასში ცვლილებების შეტანის თაობაზე აზრის გამოთქმისათვის განუსაზღვრა 20 დღიანი ვადა. სასამართლოს განცხადებით, შპს ,,ო.-ის” ხელმძღვანელობას თავისი პოზიცია არ გამოუხატავს. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციაში ამგვარი ცვლილების შეტანის უფლება არ ჰქონდა. სასამართლოს განმარტებით, ,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილია როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე განახორციელოს უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების და დამატებების რეგისტრაცია, განახორციელოს ისეთი მოქმედება, რაც პირვანდელი რეგისტრაციის მონაცემებს არ წარმოაჩენს ისეთი სახით, რითაც იგი იყო წარმოდგენილი რეგისტრაციის მომენტისათვის, ეს კი გულისხმობს რეგისტრირებულ უფლებათა გაზრდას ან პირიქით შემცირებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი რეგისტრაციის სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას რეგისტრირებულ უფლებებში ან უფლების ობიექტში შეიტანოს ცვლილებები ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ო.-მ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 31.05.07წ. განჩინებით შპს «ო.-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილია, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე განახორციელოს უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების და დამატებების რეგისტრაცია, ან განახორციელოს ისეთი მოქმედება, რაც პირვანდელი რეგისტრაციის მონაცემებს არ წარმოაჩენს ისეთი სახით, რითაც იგი იყო წარმოდგენილი რეგისტრაციის მომენტისათვის, რაც, სააპელაციო პალატის განცხადებით, გულისხმობს რეგისტრირებულ უფლებათა გაზრდას ან პირიქით შემცირებასაც. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო შეეტანა ცვლილება სარეგისტრაციო მონაცემებში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპაელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ხობის რაიონულმა სამსახურმა ცვლილება კი არ განახორციელა რეესტრში, არამედ საკუთრება წაართვა. სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის რეგისტრაციის საფუძველია ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელიც დაზუსტებას იწვევს რეგისტრირებულ უფლებაში ან უფლების ობიექტში ცვლილებას ან დამატებას. დაზუსტება მდგომარეობს იმაში რომ 104 000 კვ.მ ნაცვლად საკუთრების უფლება მოსარჩელეს აქვს 89 669კვ.მ.
აღნიშნული განჩინება შპს ,,ო.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 31.05.07წ. განჩინების, სენაკის რაიონული სასამართლოს 29.01.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და შპს ,,ო.-ის“ სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს ,,ო.-ის” სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა მის სარგებლობაში არსებული ხობის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე 104 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 09.12.04წ. გაიცა შესაბამისი ამონაწერი. საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად გაცემული იქნა საკადასტრო რუკა ხსენებული მიწის ნაკვეთის კონკრეტული ადგილმდებარეობისა და ფართობის მითითებით. 25.07.06წ. კასატორისათვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს ,,ო.-ის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ 14 335 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 03.07.06წ. გაუქმებული იქნა კასატორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და გაცემული იქნა ახალი ამონაწერი, რომლის თანახმად, შპს ,,ო.-ის” სახელზე ხობის რაიონის სოფელ ყულევში საკუთრების უფლებით ირიცხება 89 665 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს ,,ო.-ის” სახელზე გაცემული იქნა ახალი საკადასტრო რუკა. კასატორი თვლის, რომ კონკრეტული სამართალურთიერთობის გადაწყვეტისას სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹8000 ბრძანებით, მაშინ როდესაც მხარეებს შორის სადაო სამართალურთიერთობა წარმოიშვა 2006 წლის 3 ივლისს, გამოყენებული ნორმატიული აქტის ძალაში შესვლამდე. სასამართლომ იხელმძღვანელა იმ ნორმატიული აქტით რომელიც არ არსებობდა კონკრეტული დავის წარმოშობისას და არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო მის ძალაში შესვლამდე არსებულ ურთიერთობაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის» 26-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი. კასატორის განცხადებით, მოპასუხის ქმედებით გაუქმდა კასატორის საკუთრების უფლება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე. უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გაუქმება სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან წარმოებს კანონის 28-ე მუხლის I ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ, თუ: წარმოდგენილია ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტს, აგრეთვე თუ წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს, ასევე თუ წარმოდგენილია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს, რომელთა საფუძველზედაც განხორციელდა საჯარო რეესტრში საკუთრების ან სხვა სანივთო უფლების რეგისტრაცია ან თუ ამოიწურა ვადით განსაზღვრული უფლების მოქმედების ვადა. კასატორის განცხადებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერი უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი იქნა კონკრეტულ უძრავ ქონებაზე ახალი უფლების დამდგენი დოკუმენტი ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურმა გააუქმა სადაო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისე, რომ არ არსებობდა არც ერთი ზემოთ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები და გაუქმებას საფუძვლად დაუდო სულ სხვა სახის სამართალურთიერთობის მარეგულირებალი ნორმა. მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებით გაუქმდა სარეგისტრაციო სამსახურში შპს «ო.-ის» სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთზე – 14325 კვ.მ-ზე არსებული ჩანაწერი. კასატორის აზრით, აღნიშნული ჩანაწერის კანონიერება სასამართლოს უნდა შეემოწმებინა კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე. მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ქმედება წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში. კასატორი მიიჩნევს, რომ დარღვეული იქნა კასატორის კანონიერი უფლებები, კერძოდ, საკუთრების უფლება, რაც დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.09.07წ. განჩინებით შპს ,,ო.-ის” საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «ო.-ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს «ო.-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ო.-ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.