¹ბს-740-712(კ-08) 23 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე., ო. და მ. ს-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის ნ. ვ-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ისნის რაიონის გამგეობის 1993 წლის 26 ოქტომბრის ¹12.35.364 გადაწყვეტილების (.... მე-2 შესახვევის ¹11/37-ში მდებარე 730 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების დაკანონების შესახებ) ბათილად ცნობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” პუნქტის შესაბამისად, მათი საკუთრების უფლების ცნობას მათი და მოპასუხე ნ. ვ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 1175 კვ.მ მიწის ნაკეთისა და შენობა-ნაგებობების უშუალოდ მათ მფლობელობაში არსებულ ნაწილზე; სსსკ-ის 198.3 მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნ. ვ-ისა და საჯარო რეესტრისათვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე, 730 კვ.მ. ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აკრძალვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სასარჩელო განცხადება ისნის რაიონის გამეგობის 1993 წლის 26 ოქტომბრის ¹12.35.364 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ს-მა და მესამე პირებმა: ო. ს-მა, მზია ს-მა და ბ-ია ბ-მა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ე. ს-ის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით ე. ს-ის, ო. ს-ის, მ. ს-ისა და ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ს-მა, ო. ს-მა, მ. ს-მა და ბ. ბ-მა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ს-ის, ო. ს-ის, მ. ს-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ე. ს-ის, ო. ს-ის, მ. ს-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 25 სექტემბერს ნ. ვ-ემ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ე. ს-ის, ო. ს-ის, მ. ს-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი Aარ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ე. ს-ის, ო. ს-ის, მ. ს-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ე. ს-ის, ო. ს-ის, მ. ს-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ე. ს-ის, ო. ს-ის, მ. ს-ისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვათ ე. ს-ს, ო. ს-ს, მ. ს-სა და ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.