¹ბს-759-724(2კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,.....» და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 მაისს შპს ,,....» განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ 2006 წლის 10 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა ამხანაგობა ,,...» სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. სასამართლო სხდომაზე ამხანაგობა ,,....» წარმომადგენელმა თ. ც-ემ განაცხადა, რომ ქ. ბათუმის მთავარობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება 1993 წლის 23 პარილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის ¹3-757 გადაწყვეტილებით ამგვარი განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან მისი მარწმუნებელი საქმეში არ მიუწვევიათ, მაშინ როდესაც სასამართლოს ამის ვალდებულება გააჩნდა.
აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლობის კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილებით ვენდისპანსერს ჩამოერთვა მის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის ნაწილი, რითაც შეილახა ვენდისპანსერის უფლება, მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სარგებლობისა. მოგვიანებით, ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლობის კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილება და, შესაბამისად, აღდგა შპს ,,....» უფლება მთლიან მიწის ნაკვეთზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, აღნიშნული შეეხო შპს ,,....» ინსტერესებსაც, რადგან აღდგა აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილება და შპს ,,.....» დაკარგა სარგებლობის უფლება კანონის შესაბამისად მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ანუ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლის უშუალო მონაწილეც შპს ,,....» და რომლის ირგვლივაც საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
განმცხადებლის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს შპს ,,....» მიწვეული უნდა ყოფილიყო როგორც მხარ და თუ არა, მესამე პირად მაინც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაც არ განხორციელებულა და რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე შეიტანება სასამართლოში ერთი თვის ვადაში იმ Dდღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ Dდღეს, როცა მხარეს ეცნობა გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების არსებობა ცნობილი გახდა 2006 წლის 10 აპრილს, ხოლო გადაწყვეტილება ეცნობა 8 მაისს, როცა ჩაიბარა საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შპს ,,კ. და ვ. დ.» წარმომადგენლის - ვ. გ-ის განცხადება ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე, ანუ თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ შპს «კ. და ვ. დ." არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში, როგორც მხარე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ამხანაგობა «..." სასარჩელო მოთხოვნა და გაუქმდა ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის ¹222 გადაწყვეტლების ბათილად ცნობის ნაწილში და სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებოდა შპს «...." ინტერესებს, ვინაიდან ¹222 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, .... ქ. ¹101-ისა და .... ქ. ¹430-ის კვეთაში მდებარე ფართზე საცხოვრებელი სახლის პროექტირების ნება დაერთო ახალგაზრდა ექიმ-სპეციალისტთა ჯგუფს და აღნიშნულზე საკუთრების უფლება მოიპოვა ამხანაგობა «...." და განმცხადებელს მასზე 1993 წლიდან არანაირი შეხება არ ჰქონია. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო არ იყო ვალდებული მოეწვია შპს ,,....» სასამართლო სხდომაზე როგორც მხარე.
მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,....» დირექტორმა ვ. გ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილებით ვენდისპანსერს ჩამოერთვა მის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის ნაწილი, რითაც შეილახა ვენდისპანსერის უფლება მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დეიურე სარგებლობისა, რადგან დეიურე ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთით ვენდისპანსერი დღესაც სარგებლობს, რამდენადაც ნაკვეთზე განთავსებულია მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მის საწესდებო კაპიტალშია შეტანილი. ამასთან, ამხანაგობა ,,....» დღემდე ვერ სარგებლობს გამოყოფილი მიწის ნაკვეთით და აღნიშნულის მიზეზი არის ზემოაღნიშნული გარემოება, მოცემულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,....» კუთვნილი შენობა-ნაგებობების არსებობა. ამდენად. გაუგებარია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვენდისპანსერს მიწის ნაკვეთთან 1993 წლიდან შემხებლობა არ ჰქონია.
ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა./რ სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილება, რომლითაც აღდგა შპს ,,....» დეიურე უფლება მთლიან მიწის ნაკვეთზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, აღნიშნული შეეხო შპს «...." ინტერესებს, რადგან აღდგა ზემოხსენებული ¹222 გადაწყვეტილება, რითაც შპს «...." დაკარგა სარგებლობის უფლება მისთვის კანონის შესაბამისად სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე. აპელანტს მიაჩნდა, რომ სასამართლო ვალდებული იყო, შპს «...." მიეწვია მხარედ ამხანაგობა «...." სარჩელის განხილვისას, რადგანაც მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას აჭარის ა/რ სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და მისი განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ამხანაგობა «...." სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და შპს «...." სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს მოქმედების უკანონოდ მიჩნევას, რითაც მან განახორციელა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹101-ში და .... ქ. ¹43-ის კვეთაში შპს «...." შენობით დაკავებულ 510 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობა «...." საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის ინსტიტუტი ფუნქციონირებდა 1993 წლის 7 მაისამდე _ ბათუმის მერიის შექმნამდე, ე.ი. 1993 წლის აპრილში ამხანაგობა «...." მიწის ნაკვეთი გამოეყო ლეგიტიმური, კომპეტენტური ორგანოს მიერ. ¹222 აქტის გამოცემას წინ უსწრებდა აჭარის ა/რ ჯანდაცვისა და თვით «...." თანხმობები, რომ ამხანაგობა «...." გადასცემოდა მიწის ნაკვეთი ბინათმშენებლობისათვის.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დატოვებულ იქნა უცვლელად. განჩინებაში აღნიშნულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თვით შპს «...." ნებართვით გადაეცა ხსენებულ ამხანაგობას 1993 წელს და ამხანაგობა «.." მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მითითებული მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,....» და ქ. ბათუმის მერიამ.
კასატორი - შპს ,,....» საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმის მერიის 1997 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით .... ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა .... ქ. ¹43-ში მდებარე .... შენობა საერთო ფართით 804 კვ.მ-ით, როგორც გადაწყვეტილებიდან ირკვევა, მოცემულ დრომდე ვენსნეულებათა დისპანსერი წარმოადგენდა მოცემულ შენობა-ნაგებობათა დამქირავებელს, ხოლო 1997 წლიდან იგი გადაიქცა მის მესაკუთრედ, საკუთრება რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და 1997 წლის 28 მარტს გაცემულ იქნა ტექნიკური პასპორტი. ტექნიკურ პასპორტში მიწის ნაკვეთის ოდენობად მითითებულ იქნა 1744 კვ.მ. აღნიშნული კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოცემული დროისათვის 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილება არავის გახსენებია, არც ახალგაზრდა ექიმებს და არც ქ. ბათუმის მერიას. შესაბამისად, რომც ყოფილიყო 1993 წლის 23 აპრილისათვის ვენსნეულებათა დისპანსერის თანხმობა ახალგაზრდა ექიმ სპეციალისტთა საინიციატივო ჯგუფისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, მოცემული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დამადასტურებლად, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 22 აპრილის ¹222 გადაწყვეტილებით გაუქმებული ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის განხილვა არ ეხებოდა ვენსნეულებათა დისპანსერის უფლებებს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, 1997 წლიდან ვენდისპანსერი გვევლინება იმ შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ, რომელიც მდებარეობს 1993 წლის 22 აპრილის ¹222 გადაწყვეტილებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე. უფრო მეტიც, მოცემული შენობა-ნაგებობანი ჩადებულ იქნა შპს «...." საწესდებო კაპიტალში, მოცემული საწარმოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად დაფუძნებისას, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არც სადამფუძნებლო დოკუმენტებს მისცა შეფასება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ტექნიკურ პასპორტს, საიდანაც დგინდება, რომ 1997 წლისათვის ვენსნეულებათა დისპანსერის კუთვნილი შენობა-ნაგებობანი მდებარეობს 1744 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ანუ მასში შედის გამოყოფილი 510 კვ.მ მიწის ნაკვეთიც.
ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს 2004 წლის 4 აგვისტოს წერილს, საიდანაც ირკვევა რომ შპს «....." მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1744 კვ.მ-ს, ანუ 2004 წლისთვისაც კი სადავო მიწის ნაკვეთის ერთადერთ კანონიერ მოსარგებლედ ითვლებოდა შპს «.....".
2005 წლისათვის ვენდისპანსერის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 18 ივლისის წერილის შესაბამისად, იმიტომ ეთქვა ვენდისპანსერს 1744 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი, რომ 1993 წლის 23 აპრილის ¹222 გადაწყვეტილების საფუძველზე 1744 კვ.მ-დან 510 კვ.მ რეგისტრირებული აღმოჩნდა ამხანაგობა «...." საკუთრებად.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა, ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993 წლის 22 აპრილის ¹222 გადაწყვეტილება. მოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა კი შპს «...." აძლევდა საშუალებას დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება მთლიან 1744 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ანუ მოცემულის საშუალებას მას აძლევდა ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების არსებობა. შესაბამისად, როდესაც საკითხი დადგა სასამართლოში ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე და მოცემული გადაწყვეტილების გაუქმება-არგაუქმებაზე იყო დამოკიდებული შპს «...." საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო 510 კვ.მ მიწის ნაკვეთზეც, იმის მტკიცება, რომ მოცემული საქმის განხილვას არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა «...." უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე, არამართებულია, და იგი უნდა ყოფილიყო მხარედ ჩაბმული სასამართლოში ქ. ბათუმის მთავრობის 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის განხილვისას, უფრო მეტიც ვენდისპანსერი წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელზედაც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი, ანუ თუ იგი არ იქნებოდა ჩაბმული მხარედ, სულ მცირე, ჩაბმული უნდა ყოფილიყო მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და მოცემული მუხლის მიხედვით, მე-2 ნაწილით ჩაბმული მესამე პირები სარგებლობენ მხარის უფლებამოსილებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმებასა და მისი განცხადების დაკმაყოფილებას.
მეორე კასატორი – ქ. ბათუმის მერია საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმებასა და შპს ,,....» განცხადების, ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შპს ,,....» და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს .....» და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,....» და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვათ შპს ,,.....» და ქ. ბათუმის მერიას საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.