ბს-764-727(კ-07) 21 აგვისტო, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი
ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა
შპს კაფე „თ-ის” დირექტორის გ. ზ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 26 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს კაფე „თ-ის“ დირექტორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
(იხ. სფ 172-174)
შპს კაფე „თ-ის” დირექტორმა გ. ზ-მა 07.08.2007 წ. საკასაციო საჩივარი შეიტანა მითითებულ განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
(იხ. სფ 184-186)
2007 წლის 16 აგვისტოს კასატორმა წერილობითი განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
(იხ. სფ 190)
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასატორის შპს კაფე „თ-ის“ დირექტორ გ. ზ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მისივე საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებით, რაც გულისხმობს, რომ მოცემულ სასამართლო წარმოებაში მოქმედებს მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა შებოჭილი საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას მატერიალური კანონმდებლობით, რამდენადაც პროცესში მისი ყოველი ნების გამოვლენა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი, სამეწარმეო სუბიექტი, რომელსაც შეუზღუდავად შეუძლია ნების გამოვლენა პროცესში და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, თუ რა საპროცესო მოქმედებას განახორციელებს მისივე ინტერესების უზრუნველსაყოფად, რისი მართლზომიერების შემოწმების კომპეტენცია სასამართლოს ორგანოს არ გააჩნია, ამდენად, კასატორმა სამართალწარმოების ამ სტადიაზე ამგვარად გამოხატა ნება საპროცესო მოქმედების შესრულებაზე, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ აქვს იურიდიული ინტერესი საკასაციო სასამართლოში დავის გაგრძელების.
საკასაციო საამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა პროცესუალური თვალსაზრისით იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას საკასაციო საჩივარზე სსსკ 272-ე მუხლის „გ“ პუნქტის, 372-ე, 378-ე და 399-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 49.1 და 399-ე მუხლების შესაბამისად საკასაციო საჩივარზე უარის თქმა იწვევს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრებას, ვინაიდან კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, კასაციაზე უარის თქმის გამო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ასკ 1.2; 3.1; სსსკ-ის მე-3, 272-ე „გ“, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს კაფე „თ-ის“ დირექტორის გ. ზ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს შპს კაფე „თ-ის“ დირექტორის გ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. კასატორის შპს კაფე „თ-ის“ დირექტორს, როგორც საწარმოს წარმომადგენელს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი;
4. წინამდებარე განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.