Facebook Twitter

ბს-767-729(კ-07) 1 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის .... რეგიონალური სატყეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს «ფ-ემ» 2006 წლის 4 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა .... რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ..... სატყეო მეურნეობის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს «ფ-ეს» მიერ 2005 წელს დამზადებული 2863 მ3 ხე-ტყის გამოტანის ვადის 5 თვით გაგრძელების თაობაზე (ს.ფ. 1-8).

..... რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს «ფ-ეს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 297-299).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ფ-ემ,» რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 305-312).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე _ ..... სატყეო მეურნეობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ..... რეგიონული სატყეო სამმართველოთი (ს.ფ. 375).

ამავე სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ფ-ეს» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ..... რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ფ-ეს» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სატყეო დეპარტამენტის ..... რეგიონალურ სატყეო სამმართველოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს «ფ-ვის» მის მიერ 2005 წელში დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ (ს.ფ. 394-401).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის .... რეგიონალურმა სატყეო სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს «ფ-ეს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 406-407).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სამმართველოს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, სათანადო ასლების დართვით (ს.ფ. 425-426).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ..... რეგიონალურ სატყეო სამმართველოს 2007 წლის 13 სექტემბერს ჩაბარდა (ს.ფ. 428), შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2007 წლის 24 სექტემბრისა, განცხადება კი ხარვეზის შევსების თაობაზე ამ უკანასკნელმა ფოსტას 2007 წლის 25 სექტემბერს, ანუ ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ ჩააბარა, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე არსებული .... ფოსტის ბეჭდით (ს.ფ. 447). ამასთან, კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით არ მოუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ..... რეგიონალური სატყეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის .... რეგიონალური სატყეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.