საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-624-596(კ-08) 23 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი/მ “....” სამართალმემკვიდრის გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 26.04.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, ი/მ “....” სამართალმემკვიდრე გ. გ-ს უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინბისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 05.01.07წ. ¹3 და 12.04.07წ. ¹176 ბრძანებების ბათილად ცნობაზე. სააპელაციო სასამართლოს 20.03.08წ. გადაწყვეტილება 14.05.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “....” სამართალმემკვიდრე გ. გ-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე კოდექსის 368.2 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს უნდა წარედგინოს იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.06.08წ. განჩინებით ი/მ “....” სამართალმემკვიდრე გ. გ-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული საქართველოს ფოსტის ექსპლუატაციის დირექტორის მ. ფერაძის წერილიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება 04.07.08წ. ჩაბარდა ადრესატის გ. გ-ის რძალს _ მ. ხ-ს, რასაც ასევე ადასტურებს ფ8 წიგნის ქსეროასლი, სადაც 234 ნომრად დაფიქსირებულია მ. ხ-ს ხელმოწერა. მიუხედავად ამისა, გ. გ-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მას არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 440-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 74-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ “...” სამართალმემკვიდრის გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.