Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-83-83(კ-08) 27 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ.

2006 წლის 29 მაისს ე. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირად კი ქ. ბათუმის მერიაზე მიუთითა.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ბათუმში, ..... ქუჩის ¹136/1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე პირველადი რეგისტრაციისა და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.

2006 წლის 5 აგვისტოს ე. დ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც ქ. ბათუმის მერია მოპასუხედ დაასახელა. იმავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და დამატებით მოითხოვა ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 13 ივნისის ¹174 დადგენილების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმის მერიის 2004 წლის 21 აპრილის ¹44 დადგენილების ძალაში დატოვება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ე. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. დ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ე. დ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ე. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი, კასაციის მიზეზების შემცველი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორ ე. დ-ეს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 30 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სრულყოფილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ე. დ-ეს ჩაჰბარდა 2008 წლის 8 თებერვალს, ხოლო მის წარმომადგენელ რ. ფ-ეს _ იმავე წლის 7 თებერვალს. შესაბამისად, კასატორს და მის წარმომადგენელს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურათ 2008 წლის 18 თებერვალს. ე. დ-ის წარმომადგენელმა რ. ფ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანა. აღნიშნულ საჩივართან ერთად წარმოდგენილ საფოსტო კონვერტზე დასმული შტემპელიდან კი ირკვევა, რომ რ. ფ-ემ ფოსტაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის შემცველი გზავნილი ჩააბარა 2008 წლის 23 თებერვალს, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადის დარღვევით. ამდენად, ე. დ-ემ და მისმა წარმომადგენელმა _ რ. ფ-ემ მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ე. დ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ე. დ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.