Facebook Twitter

¹ბს-841-803(კ-07) 28 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორები (მოსარჩელეები): ნ. ნ-ე, ა. ბ-ე, ე. დ-ე, ნ. ქ-ე, რ. ბ-ე, დ. დ-ე, თ. ბ-ე, ი. ლ-ე, ე. ფ-ე, წარმომადგენლები _ ი. კ-ე, ნ. ე-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი _ ვ. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 16 აგვისტოს თ. ბ-ემ, ი. ლ-ემ, ა. ბ-ემ, ნ. ნ-ემ, ნ. ქ-ემ, დ. დ-ემ, რ. ბ-ემ, ე. დ-ემ, ე. ფ-ემ და ვ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს მიმართ და ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულომ 2006 წლის 8 აგვისტოს მიიღო ¹208 გადაწყვეტილება იმავე საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებით საქართველოში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში გადასცემოდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იმ ოდენობით, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაადგენდნენ. ამ მიზნით შეიქმნა სარეფორმო კომისიები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ მიწის ნაკვეთების შერჩევას, სარეფორმო ფონდში ჩარიცხვას და მათი მოსახლეობისათვის გადაცემას.

მოსარჩელეთა განმარტებით, მიწის რეფორმის შესახებ მიღებული შესაბამისი დადგენილებებით განსაზღვრული იყო ორი კატეგორიის მიწის ფონდი: სარეფორმო და სახელმწიფო მიწების ფონდები. ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ირიცხებოდა სარეფორმო ფონდში, გადაეცემოდა მოქალაქეებს საკუთრებაში სარეფორმო კომისიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპით განხორციელდა ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემში შემავალ სოფლებში მიწების შესაბამის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვა და მათი განაწილება მოქალაქეებისათვის, მათ შორის _ მოსარჩელეებზეც, კერძოდ, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ 2004 წლის 23 მარტს მიიღო ¹30 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1998 წლის 30 დეკემბრის ¹172, ¹173, ¹174, ¹175, ¹176, ¹177, ¹178 და 2004 წლის 22 მარტის ¹12 გადაწყვეტილებები, შესაბამისად, სარეფორმო ფონდში ჩაირიცხა მიწის ის ნაკვეთებიც, რომლებიც მოსარჩელეებს რეფორმის წესით ჰქონდათ მიღებული.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღების შემდეგ გონიოს თემის საკრებულომ 2004 წლის 30 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაამტკიცა დათვალიერება-შერჩევის აქტები და მოსახლეობას, მათ შორის, მოსარჩელეებს საკუთრებაში გადასცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაფორმდა ხსენებული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა.

ამდენად, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ხსენებული მიწის რეფორმა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, რის გამოც არ არსებობდა მათთვის საკუთრების უფლების წართმევისა და, შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის გათვალისწინებული წესების დარღვევით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხე გონიოს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის, ა. ბ-ის, ე. დ-ის, ნ. ქ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, ე. ფ-ის, ვ. დ-ის, ი. ლ-ისა და თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 23 მარტს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ მიიღო ¹30 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1998 წლის 30 დეკემბრის ¹172, ¹173, ¹174, ¹175, ¹176, ¹177, ¹178 და 2004 წლის 22 მარტის ¹12 გადაწყვეტილებები, შესაბამისად, სარეფორმო ფონდში ჩარიცხა მიწის ის ნაკვეთებიც, რომლებიც რეფორმის წესით მოსარჩელეებს ჰქონდათ მიღებული. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიერ ხსენებული დადგენილების მიღების შემდეგ გონიოს თემის საკრებულომ 2004 წლის 30 აპრილს მიიღო ¹10 გადაწყვეტილება, რომლითაც დაამტკიცა შესაბამისი მიწის ნაკვეთების დათვალიერება-შერჩევის აქტები და მოსარჩელეებს გამოუყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 2006 წლის 8 აგვისტოს კი, გონიოს თემის საკრებულომ მიიღო ¹208 გადაწყვეტილება იმავე საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გონიოს თემის საკრებულო 2004 წლის 30 აპრილს არ იყო უფლებამოსილი, მიეღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება და მოსარჩელეებისათვის გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთები, ვინაიდან მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 1999 წლის 1 იანვრამდე.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოხსენებული ვადის გაგრძელება ბოლოს მოხდა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწების საკუთრებაში გადაცემა ხსენებული კანონის ძალაში შესვლიდან გაგრძელდა 2006 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე მიწის რეფორმის განხორციელების კანონით დადგენილი ვადა არ გაგრძელებულა. შესაბამისად, 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე შეჩერებული იყო მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემა.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება გასაჩივრებული აქტის კანონიერების თაობაზე და განმარტა, რომ გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილებით მოსარჩელეთაგან ნ. ქ-ეს, დ. დ-ესა და რ. ბ-ეს, ქალაქში მუდმივად მცხოვრებლებს, როგორც მესამე კატეგორიის უმიწო კომლებს, გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, მაშინ, როდესაც გონიოს თემში უმიწო და მცირემიწიან კომლთა რაოდენობა ათასს აჭარბებდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით გონიოს თემის საკრებულომ გამოიყენა რა დისკრეციული უფლებამოსილება, დაარღვია “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება თ. ბ-ემ, ე. ფ-ემ და ი. ლ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნ. ნ-ემ, ა. ბ-ემ, ე. დ-ემ, ნ. ქ-ემ, რ. ბ-ემ და დ. დ-აც გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით აპელანტთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2004 წლის 23 მარტის ¹30 დადგენილებით დამტკიცდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1998 წლის 30 დეკემბრის ¹172, ¹173, ¹174, ¹175, ¹176, ¹177, ¹178 და 2004 წლის 22 მარტის ¹12 გადაწყვეტილებები. აღნიშნული დადგენილებით გონიოს ...... მეურნეობის სარეფორმო ფონდში ჩაირიცხა 51 ჰა მიწის ნაკვეთი, აქედან მრავალწლიანი ნარგავები _ 45 ჰა, მათ შორის: ციტრუსი _ 18 ჰა, ჩაი _ 20 ჰა, დაფნა _ 2 ჰა, ხეხილი _ 3 ჰა, სხვადასხვა ნარგავი _ 2 ჰა, სახნავი _ 6 ჰა. გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, თუმცა ხსენებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი თავად გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობდა მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის საგანი დაკავშირებული იყო საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმასთან დაკავშირებულ 1992 წლის 18 იანვრის, 10 თებერვლისა და 10 მარტის ღონისძიებებთან. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის მე-2 პუნქტით, კომლებს (ოჯახებს), რომელთაც “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესითა და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 1998 წლის 22 მარტამდე. ხსენებული ვადა გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაფორმებულიყო 1999 წლის 1 თებერვლამდე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს შესაბამისი მიწის ნაკვეთები გადაეცათ გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილებით, როცა მიწის რეფორმა უკვე დამთავრებული იყო. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწების საკუთრებაში გადაცემა გაგრძელდა ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც 1999 წლის 1 იანვრისათვის დამთავრებული იყო მიწის რეფორმა და “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრა სხვანაირად, ვიდრე იგი გათვალისწინებული იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის, 6 თებერვლისა და 10 მარტის დადგენილებებით და, რადგან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობას არ ჰქონდა გადაცემული მიწის ნაკვეთები, გონიოს თემის საკრებულოს ხსენებული მიწის ნაკვეთები შეეძლო გადაეცა მათთვის 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გონიოს თემის საკრებულომ სწორად ცნო ბათილად თავისივე 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილება 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებით, რის გამოც არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეები მიწვეული იყვნენ გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე. ამდენად, საჯაროობის პრინციპი დაცული იყო. ამასთან, გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებით, იმავე საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი იმ საფუძვლებით, რომ არ მოიძებნა შესაბამისი მიწის ნაკვეთის მოსარჩელეებისათვის გადაცემის საქმის წარმოების მასალები, გადასწორებული იყო განცხადება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, არ არსებობდაAშესაბამისი მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტი და სხვა მასალები, ზოგიერთ პირზე გაცემული საკადასტრო მონაცემები არ იყო დათარიღებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და მიღების კანონით დადგენილი წესი.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების მიმართ არსებობდა აპელანტების კანონიერი ნდობა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად არ უნდა ცნობილიყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა ვერ იარსებებდა, თუ მას საფუძვლად ედო ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება, რამდენადაც 1999 წლის იანვრისათვის მიწის რეფორმა დამთავრებული იყო. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაპირება იყო ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ შესაბამისი ქმედება განხორციელდებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინება ნ. ნ-ემ, ა. ბ-ემ, ე. დ-ემ, ნ. ქ-ემ, რ. ბ-ემ, დ. დ-ემ, თ. ბ-ემ, ი. ლ-ემ და ე. ფ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მათ მიერ გასაჩივრებულ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერებაზე, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო მხოლოდ გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილების კანონიერების დასაბუთებაზე. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს. მითითებული კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გასაჩივრებულ განჩინებას კი საერთოდ არ ჰქონდა სამოტივაციო ნაწილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

კასატორთა მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებზე, ამასთან, იმავე სასამართლომ კანონიერად მიიჩნია გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივით, რომ 2006 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელეები მიწვეული იყვნენ გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე, რის საფუძველზეც დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო საჯაროობის პრინციპი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რამდენად იყო დაცული მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ იმ პერიოდში არ მოქმედებდა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონი, მაშინ, როდესაც გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებაში აღნიშნული საფუძველი არ იყო მითითებული.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები და 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე, 115-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.

კასატორები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზეც, რომ 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, არ მომხდარა მიწის რეფორმის განხორციელების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორები მიუთითებენ, რომ გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2004 წლის 23 მარტის ¹30 დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის 26 კოოპერაციულ მეურნეობაში სარეფორმო მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ, თუმცა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს აღნიშნული დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 26 აპრილის ¹34 დადგენილების მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, დროებით შეჩერდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული დადგენილებით დროებით იქნა შეჩერებული მიწის განკარგვა და ამასთან, ამ დადგენილებაში არაფერი იყო ნათქვამი იმ მიწების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას უკვე საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული. მოსარჩელეებს კი აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 26 აპრილის ¹34 დადგენილების გამოცემისას სადავო მიწის ნაკვეთები უკვე საკუთრებაში ჰქონდათ გადაცემული, რაც შესაბამისად, რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა მას შემდეგ, რაც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში 2004 წლის 26 ნოემბრის ცვლილებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ვადა გაუგრძელდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილების კანონის დარღვევით გამოცემის ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ნ-ის, ა. ბ-ის, ე. დ-ის, ნ. ქ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, თ. ბ-ის, ი. ლ-ისა და ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 ნოემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნ. ნ-ის, ა. ბ-ის, ე. დ-ის, ნ. ქ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, თ. ბ-ის, ი. ლ-ისა და ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2008 წლის 31 იანვარს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2004 წლის 23 მარტის ¹30 დადგენილებით დამტკიცდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1998 წლის 30 დეკემბრის ¹172, ¹173, ¹174, ¹175, ¹176, ¹177, ¹178 და 2004 წლის 22 მარტის ¹12 გადაწყვეტილებები ხელვაჩაურის რაიონის კოოპერაციულ მეურნეობებში სარეფორმო ფონდების დამტკიცების შესახებ და აღნიშნული დადგენილებით გონიოს ...... მეურნეობაში სარეფორმო ფონდში ჩაირიცხა სულ 51 ჰა, აქედან მრავალწლიანი ნარგავები _ 45 ჰა, მათ შორის: ციტრუსი _ 18 ჰა, ჩაი _ 20 ჰა, დაფნა _ 2 ჰა, ხეხილი _ 3 ჰა, სხვადასხვა ნარგავი _ 2 ჰა, სახნავი _ 6 ჰა (ს.ფ 82-89). ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 26 აპრილის სხდომის ¹10 ოქმით დამტკიცდა დათვალიერება-შერჩევის აქტი და 24 ფიზიკურ პირს, მათ შორის, მოსარჩელეებს გამოეყოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები (ს.ფ. 113). ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილების მიხედვით, ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე, მათ შორის, მოსარჩელეებზე, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის საქმისწარმოების მასალების შესწავლისას დადგინდა, რომ სარეფორმო მიწის ნაკვეთების განკარგვა (საკუთრებაში გადაცემა) განხორციელდა იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესების, კერძოდ, ამ კოდექსის 95-99-ე მუხლების დარღვევით, საქმისწარმოების მასალები, რომლებიც წარმოადგენს საფუძველს და წინ უნდა უსწრებდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, არ იყო სათანადოდ მომზადებული და შესწავლილი, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებისა და მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი “გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწების კომისიის სხდომაზე განხილული და დამტკიცებული დათვალიერება-შერჩევის აქტების განხილვა-დამტკიცების შესახებ სოფელ ახალსოფელსა და გონიოს უმიწო და მცირემიწიან კომლებზე საკარმიდამო მიწის ფართობების გამოყოფასთან დაკავშირებით” ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან (ს.ფ. 3-8).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებაზე, რომლის მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად, მიწის რესურსების სრულყოფილად გამოყენებისა და მიწის რეფორმის განხორციელებისათვის შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი, ხოლო მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილებით “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, ამ დადგენილების მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით, იყოფოდა საკუთრივ სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად, რომელიც იქმნებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხარჯზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე" საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესითა და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 1998 წლის 22 მარტამდე. აღნიშნულის შემდეგ, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაფორმებულიყო 1999 წლის 1 თებერვლამდე. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით ჩამოყალიბებული ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და მოწინააღმდეგე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ “გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწების კომისიის სხდომაზე განხილული და დამტკიცებული დათვალიერება-შერჩევის აქტების განხილვა-დამტკიცების შესახებ სოფელ ახალსოფელსა და გონიოს უმიწო და მცირემიწიან კომლებზე საკარმიდამო მიწის ფართობების გამოყოფასთან დაკავშირებით” ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულომ (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) დაამტკიცა შესაბამისი მიწის ნაკვეთების დათვალიერება-შერჩევის აქტები და მოსარჩელეებს გამოუყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ამასთან, ა. ბ-ეს საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 111-115), ნ. ნ-ეს _ 1100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნ. ქ-ეს _ 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 134-138), რ. ბ-ეს _ 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 142-147), დ. დ-ეს _ 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 148-153). ამდენად, ხსენებული კასატორები წარმოადგენდნენ დასახელებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს. რაც შეეხება დანარჩენ კასატორებს, ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) გამგეობის სხდომის 2004 წლის 26 აპრილის ¹10 ოქმის მიხედვით, თ. ბ-ეს გამოეყო 1540 კვ.მ, ი. ლ-ეს _ 1000 კვ.მ, ხოლო ე. ფ-ეს _ 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 119), ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ამ კასატორებისათვის ხსენებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა, თუმცა კასატორთა წარმომადგენელმა ნ. ე-ამ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში დაცული იყო ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების საფუძველზე 24 პირზე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისას მომზადებული სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 155-160). კასატორები შედიან აღნიშნული 24 პირის ჩამონათვალში (ს.ფ. 119).

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ იმ პერიოდში არ მოქმედებდა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონი, მაშინ, როდესაც ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებაში აღნიშნული საფუძველი არ იყო მითითებული.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს შესაბამისი მიწის ნაკვეთები გადაეცათ გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილებით, როცა მიწის რეფორმა უკვე დამთავრებული იყო. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწების საკუთრებაში გადაცემა გაგრძელდა ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ, რამდენადაც 1999 წლის 1 იანვრისათვის დამთავრებული იყო მიწის რეფორმა, ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) ზემოხსენებული მიწის ნაკვეთები შეეძლო აპელანტებისათვის გადაეცა 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე, გონიოს თემის საკრებულომ კი მოსარჩელეებს აღნიშნული მიწის ნაკვეთები გადასცა 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილებით, როცა მიწის რეფორმა დამთავრებული იყო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მათი მიღების ვადა გაუგრძელდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე, შესაბამისად, მიწის რეფორმა 1999 წელს არ დამთავრებულა და 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე კვლავ გრძელდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები კომლებისათვის (ოჯახებისათვის) მიწის ნაკვეთების მიღების ვადის გაგრძელება, მით უმეტეს, რომ დროის დასახელებულ პერიოდში მიწის ნაკვეთების გადაცემა საკანონმდებლო წესით არ ყოფილა უკანონოდ ცნობილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებაში იმავე საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად ზემოაღნიშნული საფუძველი არც იყო მითითებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო არა მოსარჩელეთა მხრიდან კანონის დარღვევა, არამედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ საკუთარი აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სარეფორმო მიწის ნაკვეთების განკარგვა (საკუთრებაში გადაცემა) განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესების, კერძოდ, ამ კოდექსის 95-99-ე მუხლების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აპელანტებმა მიუთითეს, აგრეთვე, იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ნდობის საფუძველზე, მათ განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები _ სადავო მიწის ნაკვეთებში შეიტანეს მიწა, დაამუშავეს ისინი, დარგეს ნარგავები, გააკეთეს კაპიტალური ღობე და ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობამ გამოიწვია მათთვის, როგორც დაინტერესებული მხარეებისათვის, ქონებრივი ზიანის მიყენება, ამასთან, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები არც სახელმწიფო მნიშვნელობის, არც ზღვის პირას ან სანაპირო ზოლში მდებარე მიწები იყო, რის გამოც ამ მიწის ნაკვეთებზე აპელანტთა საკუთრების უფლება არ არღვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, არამედ დასახელებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა მათი ოჯახების ერთ-ერთ ძირითად საარსებო წყაროს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არც აღნიშნულ საკითხზე უმსჯელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, დაუშვებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის სხდომაზე კასატორების წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით პირის მოწვევის წესსა და პირობებს, ხოლო შესაბამის მოსაწვევებში არ არის მითითებული დღის წესრიგის შესახებ, ანუ არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნები _ მოსაწვევში მოსარჩელე მხარისათვის აუცილებლად უნდა ყოფილიყო დღის წესრიგი, რომ მომზადებულიყო, 2006 წლის 8 აგვისტოს კი არავითარი სხდომა არ ჩატარებულა და სხდომა ჩაიშალა. საკასაციო სასამართლოს იმავე სხდომაზე დასახელებულმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აყენებდა ისეთ პირობებს, რომლებიც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში არ იყო მითითებული, ხოლო მოსარჩელე მხარისათვის არ შეუთავაზებიათ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, კასატორების კანონიერი ნდობა კი გასაჩივრებული აქტის მიმართ გამოიხატა ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებაში, მათი საკუთრების და სარგებლობის უფლების რეგისტრაციაში, ამასთან, 2004 წლის 30 აპრილს მარტო კასატორების სახელზე კი არ გაიცა მიწის ნაკვეთები, არამედ მიწის ნაკვეთები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადაეცა მოსახლეობის თითქმის 30%-ს, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში კი არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების გამოცემით ზიანი მიადგა სახელმწიფოს ან სხვა პირთა ინტერესებს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის სხდომაზე კასატორების წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ კასატორებისთვის კანონით დადგენილი წესით გადაცემული მიწის ნაკვეთები არ წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების მიწებს, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 2008 წელს ამ მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ გაიცა სხვა მიწის ნაკვეთები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრების საფუძვლებზე და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ნ-ის, ა. ბ-ის, ე. დ-ის, ნ. ქ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, თ. ბ-ის, ი. ლ-ისა და ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ-ის, ა. ბ-ის, ე. დ-ის, ნ. ქ-ის, რ. ბ-ის, დ. დ-ის, თ. ბ-ის, ი. ლ-ისა და ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.