¹ბს-844-806(კ-07) 3 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 4 ივლისს შპს ,,...” დირექტორმა ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,....” გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹23-ში მდებარე შენობის პირველი სართულიდან და სარდაფიდან, მასვე დაევალა გადაეცა მოსარჩელეებისათვის გაერთიანება ,,....” 1991 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით მიღებული სახელმწიფო ქონება, ამავე ხელშეკრულების ¹.. დანართის შესაბამისად, შპს ,,....” დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად საიჯარო ხელშეკრულებით გაცემული საბრუნავი საშუალებების (სავაჭრო საქონელი და ნაღდი ფული) გადახდა 529056 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისრა საიჯარო ქირის - 170200 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა, ხოლო შპს ,,....” შეგებებულ სარჩელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული დავა არ იყო ადმინისტრაციული წესით განსახილველი, ვინაიდან დავის საგანი იყო არა ადმინისტრაციული გარიგება, არამედ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საიჯარო ხელშეკრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს ,,...” დირექტორის - ნ. გ-ის განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,....” დირექტორმა ნ. გ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს ,,...” დირექტორის - ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია ის გარემოება, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,...” გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹23-ში მდებარე შენობის პირველი სართულიდან და სარდაფიდან, შპს ,,...” დაევალა გადაეცა მოსარჩელეებისათვის გაერთიანება ,,...” 1991 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით მიღებული სახელმწიფო ქონება, ამავე ხელშეკრულების ¹... დანართის შესაბამისად; შპს ,,....” დაეკისრა სახელწმიფო ბიუჯეტში გადასახდელად საიჯარო ხელშეკრულებით გაცემული საბრუნავი საშუალებების (სავაჭრო საქონელი და ნაღდი ფული) გადახდა 529056 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა 170200 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა, ხოლო შპს ,,....” შეგებებულ სარჩელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული სარჩელი გამომდინარეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა მართებულად იქნა განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების დაცვით.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,....” დირექტორმა ნ. გ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმებასა და საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილევლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...” დირექტორის - ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად შპს ,,...” დირექტორის - ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,...” დირექტორმა ნ. გ-ემ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
2007 წლის 6 ნოემბერს ქ. ქუთაისის მერმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შპს ,,...” დირექტორის - ნ. გ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს ,,...” დირექტორ - ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,...” დირექტორის - ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%-210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას შპს ,,...” საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. შპს ,,....” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101502;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.