ბს-854-816(კ-07) 24 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ს-ის წარმომადგენლის – ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. ს-ის წარმომადგენლის – ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე. ასევე, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი), შესაბამისად, კასატორს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილიდან დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი საპროცესო ვადა კასატორს ამოიწურა 2007 წლის 14 ოქტომბერს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მ. ს-ის წარმომადგენელს - ნ. დ-ეს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 14 ოქტომბრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საფუძველია საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად დარჩეს მ. ს-ის წარმომადგენლის – ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი;
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.