Facebook Twitter

¹ბს-868-835(2კ-08) 16 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ვ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ზ. ა-ის (სულ _ 17 ფიზიკური პირი), ასევე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 19 თებერვალს ლ. გ-მა, ი. მ-მა, მ. ვ-ემ, ხ. თ-ემ, მ. მ-მა, მ. კ-ამ, ლ. თ-ამ, ი. ე-მა, ნ. გ-ემ, მ. ზ-ემ, ო. წ-ამ, ვ. ბ-ემ, ლ. ბ-ემ, ნ. თ-ემ, დ. ა-ემ, თ. ხ-მა, ნ. ჯ-ემ და ზ. ა-ემ (სულ _ 18 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს (წარმომადგენელი _ რ. ფ-ე) ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ” აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹115 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, მოხდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაცია, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 2 სექტემბრის ¹24 დადგენილება. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 2 სექტემბრის ¹24 დადგენილება ეხებოდა არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფოლკლორის კვლევის ცენტრის დაფუძნებას, არამედ _ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ გეოლოგიისა და სამთო საქმის დეპარტამენტის დაარსებას და მისი დებულების დამტკიცებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ფოლკლორის კვლევის ცენტრი კი დაფუძნებული იყო აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის ¹67 დადგენილებით, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის ნორმატიული აქტით არ გაუქმებულა და იმ დრომდე ძალაში იყო. აჭარის ა/რ მთავრობამ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, დადგენილებით შექმნა სალიკვიდაციო კომისია, ხოლო იმავე დღეს მიღებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ¹466 ბრძანებით, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, ფოლკლორის კვლევის ცენტრის დირექტორი ი. ე-ი გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი წყვეტდა არსებობას დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში. სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრი იმ დრომდე ფუნქციონირებდა. მოსარჩელეებმა ჯერ კიდევ 2005 წლის 23 დეკემბერს მიმართეს სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹115 დადგენილების, ასევე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წოლის 1 დეკემბრის ¹465 და ¹466 ბრძანებების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 მაისის განჩინება.

მოსარჩელეთა განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით, მათი განცხადების საფუძველზე, შეჩერდა აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹115 დადგენილებისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 დეკემბრის ¹465 და ¹466 ბრძანებების მოქმედება სასარჩელო განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. იმჟამინდელი მდგომარეობით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ფოლკლორის კვლევის ცენტრი არსებობდა და მოსარჩელეები არსებული წესით აგრძელებდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა უკანონოდ გათავისუფლება აღიარებული იყო ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებებით. მოსარჩელეებს 2005 წლის 5 ივლისიდან იმ დრომდე ეკუთვნოდათ ხელფასი. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრებოდა შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემოდა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე. დამსაქმებელი ვალდებული იყო, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულისთვის გადაეხადა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების, ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობდა აღდგენაზე. მოსარჩელეები ითხოვდნენ სამსახურში აღდგენასა და კუთვნილი ხელფასის მიღებას, სახელფასო დავალიანების თანხების გაანგარიშებასა და მოპასუხისთვის დაკისრებას 2005 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფოლკლორის კვლევის ცენტრის თანამშრომლებმა, მოითხოვეს მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების თანხების გადახდის დაკისრება შემდეგი ოდენობით: ი. ე-ის სასარგებლოდ _ 4600 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1932 ლარი, სულ _ 6532 ლარი; მ. ზ-ის სასარგებლოდ _ 4140 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1738,80 ლარი, სულ _ 5878,80 ლარი; დ. ა-ის სასარგებლოდ _ 4000 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1680 ლარი, სულ _ 5680 ლარი; ო. წ-ას სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ _ 5538 ლარი; ზ. ა-ის სასარგებლოდ _ 4000 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1680 ლარი, სულ _ 5680 ლარი; ი. კ-ას სასარგებლოდ _ 4000 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1680 ლარი, სულ _ 5680 ლარი; ვ. ბ-ის სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ – 5538 ლარის; ხ. თ-ის სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ _ 5538 ლარი; თ. ხ-ის სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ _ 5538 ლარი; ი. მ-ის სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ _ 5538 ლარი; ლ. გ-ის სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ _ 5538 ლარი; მ. ვ-ის სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ _ 5538 ლარი; მ. მ-ის სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ _ 5538 ლარი; ნ. ჯ-ის სასარგებლოდ _ 3900 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1638 ლარი, სულ _ 5538 ლარი; ლ. ბ-ის სასარგებლოდ _ 2300 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 966 ლარი, სულ _ 3266 ლარი; ლ. (ლ.) თ-ას სასარგებლოდ _ 2300 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 966 ლარი, სულ _ 3266 ლარი; ნ. გ-ის სასარგებლოდ _ 2300 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 966 ლარი, სულ _ 3266 ლარი; ნ. (ნ.) თ-ის სასარგებლოდ _ 2300 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 966 ლარი, სულ _ 3266 ლარი; გ. დ-ის სასარგებლოდ _ 4000 ლარი, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი _ 1680 ლარი, სულ _ 5680 ლარი. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის გაანგარიშებული სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნებული თანხების საპროცენტო სარგებლის გადახდის მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელი დაეთანხმა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობას მოცემულ საქმეში სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის მოპასუხედ ჩაბმის ნაწილში, ხოლო ხსენებულ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა აღნიშნული სამინისტროს არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის ნაწილში და მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მოითხოვა დასახელებული ცენტრისა და სამინისტროსათვის თანხების სოლიდარულად დაკისრება. იმავე სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელი დაეთანხმა აჭარის ა/რ მთავრობის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლის შუამდგომლობას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობა შეიცვალა სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. კ-ას, ვ. ბ-ის, ხ. თ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხების გადახდა შემდეგი ოდენობით: მ. ზ-ის სასარგებლოდ _ 4347 ლარი, ი. ე-ის სასარგებლოდ _ 4860 ლარი, დ. ა-ის სასარგებლოდ _ 4200 ლარი, ო. წ-ას სასარგებლოდ _ 4095 ლარი, ზ. ა-ის სასარგებლოდ _ 4200 ლარი, ი. კ-ას სასარგებლოდ _ 4200 ლარი, ვ. ბ-ის სასარგებლოდ _ 4095 ლარი, ხ. თ-ის სასარგებლოდ _ 4095 ლარი, თ. ხ-ის სასარგებლოდ _ 4095 ლარი, ი. მ-ის სასარგებლოდ _ 4095 ლარი, ლ. გ-ის სასარგებლოდ _ 4095 ლარი, მ. ვ-ის სასარგებლოდ _ 4095 ლარი, მ. მ-ის სასარგებლოდ _ 4095 ლარი, ნ. ჯ-ის სასარგებლოდ _ 4095 ლარი, ლ. ბ-ის სასარგებლოდ _ 2415 ლარი, ლ. თ-ას სასარგებლოდ _ 2415 ლარი, ნ. გ-ის სასარგებლოდ _ 2415 ლარი, ნ. თ-ის სასარგებლოდ _ 2415 ლარი, გ. დ-ის სასარგებლოდ _ 4200 ლარი; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ძირითად თანხებზე 0,07%-ის სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრისთვის დაკისრებაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ზ-ე, ი. ე-ი, დ. ა-ე, ო. წ-ა, ზ. ა-ე, ი. კ-ა, ვ.ო ბ-ე, ხ. თ-ე, თ. ხ-ი, ი. მ-ი, ლ. გ-ი, მ. ვ-ე, მ. მ-ი, ნ. ჯ-ე, ლ. ბ-ე, ლ. თ-ა, ნ. გ-ე, ნ. თ-ე და გ. დ-ე დროის სხვადასხვა პერიოდიდან მუშაობდნენ სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრში და ღებულობდნენ შესაბამის საშტატო განაკვეთზე დადგენილ ხელფასს. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრებოდა შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის მიერ წარმოდგენილი ცნობით, მოსარჩელეების ხელფასი დადგენილი იყო საშტატო განრიგის მიხედვით, კერძოდ, მ. ზ-ის ხელფასი განისაზღვრებოდა 207 ლარით, ი. ე-ის _ 230 ლარით, დ. ა-ის _ 200 ლარით, ო. წ-ას _ 195 ლარით, ზ. ა-ის _ 200 ლარით, ი. კ-ას _ 200 ლარით, ვ. ბ-ის _ 195 ლარით, ხ. თ-ის _ 195 ლარით, თ. ხ-ის _ 195 ლარით, ი. მ-ის _ 195 ლარით, ლ. გ-ის _ 195 ლარით, მ. ვ-ის _ 195 ლარით, მ. მ-ის _ 195 ლარით, ნ. ჯ-ის _ 195 ლარით, ლ. ბ-ის _ 115 ლარით, ლ. თ-ას _ 115 ლარით, ნ. გ-ის _ 115 ლარით, ნ. თ-ის _ 115 ლარით და გ. დ-ის _ 200 ლარით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს 2005 წლის დეკემბრიდან შეუწყდათ ხელფასის მიღება, მაგრამ მათთან შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა. ამ პერიოდში მოსარჩელეებს დაუგროვდათ ხელფასის სახით მისაღები თანხები, კერძოდ, მ. ზ-ეს მისაღები ჰქონდა 4347 ლარი, ი. ე-ს _ 4860 ლარი, დ. ა-ეს _ 4200 ლარი, ო. წ-ას _ 4095 ლარი, ზ. ა-ეს _ 4200 ლარი, ი. კ-ას _ 4200 ლარი, ვ. ბ-ეს _ 4095 ლარი, ხ. თ-ეს _ 4095 ლარი, თ. ხ-ს _ 4095 ლარი, ი. მ-ს _ 4095 ლარი, ლ. გ-ს _ 4095 ლარი, მ. ვ-ეს _ 4095 ლარი, მ. მ-ს _ 4095 ლარი, ნ. ჯ-ეს _ 4095 ლარი, ლ. ბ-ეს _ 2415 ლარი, ლ. თ-ას _ 2415 ლარი, ნ. გ-ეს _ 2415 ლარი, ნ. თ-ეს _ 2415 ლარი, გ. დ-ეს _ 4200 ლარი. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლებოდა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. დადგენილი იყო, რომ სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრსა და მოსარჩელეებს შორის შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა და იგი ნამდვილი იყო საქმის განხილვის მომენტისათვის.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა იყო შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. დადგენილი და დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იყვნენ სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრთან. სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრი განსაზღვრავდა შრომის ორგანიზაციულ პირობებს და მასვე ეკისრებოდა ვალდებულება, დასაქმებული პირებისთვის შრომის სანაცვლოდ, აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ხელფასის გაცემის თაობაზე, საფუძვლიანი იყო სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრთან მიმართებაში, ხოლო აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მიმართებაში _ უსაფუძვლო, რადგან ამ თანხის ანაზღაურება არ შედიოდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვალდებულებებში, იგი არ ითვლებოდა დამსაქმებლად და მოსარჩელეებს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქმოდათ.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იყო, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულისთვის გადაეხადა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრს თუ დაეკისრებოდა დაყოვნებული ანაზღაურების გამო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის თანხის 0,07%-ის გადახდა, დაყოვნება უნდა ყოფილიყო მისი ბრალეულობიდან გამომდინარე. ხელფასის გადახდის დაყოვნება არ იყო სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ბრალით გამოწვეული, რადგანაც მათი ანაზღაურება მას დროულად ჰქონდა გაწერილი, მაგრამ მათი გაცემა ვერ მოახერხა სათანადო დაუფინანსებლობის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრისთვის ხელფასის ანაზღაურების დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო მოსარჩელეთა მოთხოვნა ხელფასის ანაზღაურების ამ ცენტრის პარალელურად, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის დაკისრებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, იყო უსაფუძვლო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. გ-მა, ი. მ-მა, მ. ვ-ემ, ხ. თ-ემ, მ. მ-მა, მ. კ-ამ, ლ. თ-ამ, ი. ე-მა, ნ. გ-ემ, მ. ზ-ემ, ო. წ-ამ, ვ. ბ-ემ, ლ. ბ-ემ, ნ. თ-ემ, დ. ა-ემ, თ. ხ-მა, ნ. ჯ-ემ და ზ. ა-ემ (სულ _ 18 ფიზიკური პირი), რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის, ი. ე-ისა და სხვათა (სულ _ 18 პირი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება გ. დ-ის სასარგებლოდ 4200 ლარის დაკისრების ნაწილში; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელეებმა სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრიდან (სულ _ 17 პირი) სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. იმავე სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მისი მიღების დღიდან აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹115 დადგენილება სსიპ _ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 დეკემბრის ¹465 და ¹466 ბრძანებები მათი მიღების დღიდან. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის განჩინებით, ხოლო განჩინება უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტის _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა ამავე სამინისტროს (მინისტრის) 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹423 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2008 წლის 10 აპრილის ¹3 ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, როგორც კომისიამ დაადგინა, სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაცია უნდა ჩათვლილიყო დასრულებულად. “სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹423 ბრძანებით შექმნილი კომისიის ფუნქცია ჩაითვალა დასრულებულად, მაგრამ მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაციის რეგისტრაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული 2005 წლის ნოემბრისა და 2006 წლის მარტის ხელფასების გაცემის უწყისების თანახმად, მოსარჩელეებს მიღებული ჰქონდათ ამ თვეების სახელფასო დავალიანება, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მათთან საბოლოო ანგარიშსწორების დროს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით, დასაქმებულ მოსარჩელეებს, შესაბამისი საშტატო განაკვეთების თანახმად, მათთან შესაბამისი შრომითი ურთიერთობის გაუქმებამდე, მიეცათ უფლება, მიეღოთ სახელფასო დავალიანება. ამ აპელანტთა (სულ _ 18 პირი) მოთხოვნა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის თანხის 0,07%-ის გადახდის თაობაზე, იყო უსაფუძვლო, რადგან დაყოვნება არ გამომდინარეობდა მათი დამქირავებლის _ სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ბრალეული ქმედებით. მართებული იყო აპელანტის _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სარჩელი სასამართლოში 18 პირმა შეიტანა, ხოლო სასამართლომ 19 პირის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, რადგან გ. დ-ე არ ყოფილა მოსარჩელე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 79-ე მუხლების თანახმად, მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები 2006 წლის 3 იანვრიდან სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ. საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის დირექტორის 2006 წლის 3 იანვრის ¹1 ბრძანების მოსარჩელეთათვის გაცნობის ან ჩაბარების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს (წარმომადგენელი _ რ. ფ-ე) ლ. გ-მა, ი. მ-მა, მ. ვ-ემ, ხ. თ-ემ, მ. მ-მა, მ. კ-ამ, ლ. თ-ამ, ი. ე-მა, ნ. გ-ემ, მ. ზ-ემ, ო. წ-ამ, ვ. ბ-ემ, ლ. ბ-ემ, ნ. თ-ემ, დ. ა-ემ, თ. ხ-მა და ზ. ა-ემ (სულ _ 17 ფიზიკური პირი; მოსარჩელე ნ. ჯ-ე არ არის მოხსენიებული საკასაციო საჩივარში მოყვანილ კასატორთა ჩამონათვალში), რომელთაც მოითხოვეს: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება გ. დ-ის სასარგებლოდ 4200 ლარის დაკისრების ნაწილში; მოპასუხე სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადასახდელი თანხის დაკისრება შემდეგი ოდენობით: ი. ე-ის სასარგებლოდ _ 2318,40 ლარი, მ. ზ-ის სასარგებლოდ _ 2086,56 ლარი, დ. ა-ის სასარგებლოდ _ 2016 ლარი, ო. წ-ას სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, ზ. ა-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, ი. კ-ას სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, ვ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, ხ. თ-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, თ. ხ-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, ი. მ-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, ლ. გა-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, მ. ვ-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, მ. მ-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, ნ. ჯ-ის სასარგებლოდ _ 1965,60 ლარი, ლ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1159,20 ლარი, ლ. (ლ.) თ-ას სასარგებლოდ _ 1159,20 ლარი, ნ. გ-ის სასარგებლოდ _ 1159,52 ლარი, ნ. (ნ.) თ-ის სასარგებლოდ _ 1159,20 ლარი, გ. დ-ის სასარგებლოდ _ 2016 ლარი; საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შესაბამისად გაანგარიშებული სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნებული თანხების საპროცენტო სარგებლის გადახდის მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება.

კასატორები მიუთითებენ სასარჩელო განცხადებაში მოყვანილ გარემოებებზე და დამატებით აღნიშნავენ, რომ სასამართლომ სწორად გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შეეხება ძირითად სახელფასო დავალიანების თანხებს. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი და სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უკანონოა. მოსარჩელეების პრობლემა არ არის, თუ მოპასუხეს არა აქვს დროული დაფინანსება. მოპასუხე ვალდებულია, შეასრულოს თავისი სახელშეკრულებო და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებელია. 2007 წლის 2 ოქტომბერს მოხდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაცია. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹423 ბრძანებით შეიქმნა სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის სალიკვიდაციო კომისია, რომელმაც განახორციელა სალიკვიდაციო ღონისძიებები, რის შესახებაც შედგა სათანადო დოკუმენტაცია. 2007 წლის 20 ნოემბერს შედგა სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ბეჭდისა და შტამპის მიღება-ჩაბარებისა და განადგურების აქტები. იმავე დღეს კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელიც ხსენებული ცენტრის სალიკვიდაციო მასალებთან (ინვენტარიზაციის აქტი, შუალედური სალიკვიდაციო ბალანსი) ერთად, წარედგინა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის. სალიკვიდაციო კომისიის 2007 წლის 3 დეკემბრის აქტით ჩამოიწერა სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ბალანსზე რიცხული, მწყობრიდან გამოსული და შემდგომი გამოყენებისათვის გამოუსადეგარი, მცირეფასიანი ნივთები, რაც დამტკიცდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1200 ბრძანებით. იმავე ბრძანებით განისაზღვრა ჩამოწერის შედეგად მიღებული შავი ლითონის ჯართის აუქციონის ფორმით რეალიზაცია და შემოსული თანხების ჩარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან არასაგადასახადო ანგარიშზე. სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები და მცირეფასიანი საგნები, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 12 ივნისის ¹681 ბრძანებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების” შესაბამისად, თხოვების ფორმით გადაეცა სხვადასხვა ორგანიზაციას.

კასატორის მტკიცებით, სასამართლოს არ შეუფასებია და არაფრით გაუბათილებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები _ მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ 2006 წლის 3 იანვრის ბრძანება და საბოლოო ანგარიშსწორების უწყისები. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სასამართლოს უნდა დაესკვნა, რომ, რადგან მოსარჩელეებს დათხოვნის დროისათვის მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, არ გაუსაჩივრებიათ გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მას მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგები _ შეწყდა შრომითი ურთიერთობა სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრსა და მოსარჩელეებს შორის. სასამართლომ დაასაბუთა, რომ არ არსებობდა ბრძანების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოსარჩელეებისათვის უცნობი იყო 2006 წლის 3 იანვრის ბრძანების შინაარსი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე არის ი. ე-ი _ სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის დირექტორი, რომელმაც გამოსცა 2006 წლის 3 იანვრის ბრძანება. 2006 წლის იანვრიდან მოსარჩელეებს ადმინისტრაციისაგან არ მიუღიათ დავალება და არ შეუსრულებიათ სამუშაო. 2006-2007 წლებში ამ სამინისტროში სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის მიერ, მისი დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისაგან განსხვავებით, არ წარდგენილა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ვ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხუ-ის, ზ. ა-ის, ასევე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 ივლისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 16 ოქტომბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ვ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ზ. ა-ის (სულ _ 17 ფიზიკური პირი), ასევე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ვ-ის, ხ. თ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ას, ლ. თ-ას, ი. ე-ის, ნ. გ-ის, მ. ზ-ის, ო. წ-ას, ვ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ნ. თ-ის, დ. ა-ის, თ. ხ-ის, ზ. ა-ის (სულ _ 17 ფიზიკური პირი), ასევე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.