Facebook Twitter

¹ ბს-869-836(კ-კს-08) 22 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ “.....” კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

21.12.07წ. ი.მ ,,....” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საგადასახადო ინსპექციის 01.11.07წ. შემოწმების აქტის საფუძველზე ი/მ ,,....” გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრებული იქნა მეწარმის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ თბილისის საგადასახადო ინსპექციის 01.11.07წ. შემოწმების აქტისა და მის საფუძველზე გამოცემული ფოთის საგადასახადო ინსპექციის 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერება სარჩელის არსებით განხილვამდე და სადავო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 06.01.08წ. განჩინებით ი/მ ,,....” სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 02.04.08წ. გადაწყვეტილებით გ. ჟ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 01.11.07წ. შემოწმების აქტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 02.04.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა და შემოსავლების სამსახურმა.

11.06.08წ. ი/მ ,,....” შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 02.04.08წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებამდე, ,,ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 09.11.07წ. ¹263 ბრძანებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ” ფოთის რეგიონალური ცენტრის უფროსის 10.04.08წ. ¹873 ბრძანებით გაუქმებული იქნა მეწარმისათვის წარდგენილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნა, ცვლილება იქნა შეტანილი შემოწმების აქტით მეწარმის პირად ბარათებზე განხორციელებულ დარიცხვებში და მეწარმეს წარედგინა მეორე, 11.04.08წ. ¹288 საგადასახადო მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ 10.04.08წ. ¹873 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაუქმდა ¹77 საგადასახადო მოთხოვნა, ამავე ბრძანების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, განხორციელდა ¹77 საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული თანხების დაზუსტება და დადგინდა დაზუსტებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა. ინდმეწარმის განცხადებით, საგადასახადო ორგანოს ზაკ-ის 601-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უფლება ჰქონდა სასამართლოში დავის განხილვის დასრულებამდე ბათილად ან ძალადაკარგულად ეცნო სადავო ¹77 საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა, საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, უფლება არ ჰქონდა იმავე შემოწმების აქტის საფუძველზე გამოეცა მეორე, ¹288 საგადასახადო მოთხოვნა. სასამართლოში მიმდინარე დავა შინაარსობრივად, ი/მ ,,.....” განცხადებით, მოიცავს ¹288 საგადასახადო მოთხოვნასაც, ვინაიდან მას საფუძვლად უდევს იგივე შემოწმების აქტი და მისი ცალკე გასაჩივრება არამართებულია. ფორმალურად ხსენებული მოთხოვნა დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს წარმოადგენდა და სასამართლოს მის კანონიერებაზეც უნდა ემსჯელა. ხსენებული საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, თუმცა შემოსავლების სამსახურმა განუმარტა, რომ სასამართლო წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. შუამდგომლობის ავტორმა სასამართლო დავის საგანზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 11.04.08წ. ¹288 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.08წ. განჩინებით ი/მ ,,....”შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის და ასკ-ის 29.1 მუხლის შესაბამისად, სადავო 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედება შეჩერებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანს შეადგენდა 01.11.07წ. შემოწმების აქტი და მის საფუძველდზე გამოცემული 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნა. შუამდგომლობის ავტორის მიერ აღნიშნული 11.04.08წ ¹873 ბრძანება დავის საგანს არ წარმოადგენდა, მისი ბათილად ცნობა მოთხოვნის შემადგენელი ნაწილი არ იყო და არ იყო ¹77 საგადასახადო მოთხოვნის დაზუსტებული სახე. სასამართლოს განცხადებით ¹288 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია 11.04.08წ. ¹873 ბრძანების საფუძველზე და იგი არის ცალკე დავის საგანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ,,....”. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, შუამდგომლობის მოთხოვნა საფუძვლიანია და კანონიერია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას, ხოლო შუამდგომლობა დაკმაყოფილებას ექვემდებარება. ი/მ ,,....” განცხადებით, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა აღნიშნულ მოთხოვნებში მითითებული გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების ბრალდებით. თუ არ შეჩერდება მოთხოვნების მოქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნებში მითითებული გადასახადების თანხის 45 სამუშაო დღეში გადაუხდელობის შემთხვევაში მეწარმის მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა და მას შეიძლება დაეკისროს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ¹77 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედება, საგადასახადო კოდექსის 148-ე და ასკ-ის 129.1 მუხლის შესაბამისად, შეჩერებულია, ხოლო ¹288 საგადასახადო მოთხოვნა განსახილველი დავის საგანი არ არის. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო დავის დაწყებისას ჩერდება არა სადავო აქტის მოქმედება, არამედ შეჩერებულად ითვლება სადავო თანხისა და მასზე დარიცხული საურავის, ისევე, როგორც შესაბამისი ჯარიმის გადახდის ვალდებულება. საგადასახადო კოდექსის 146.7 მუხლის თანახმად, საგადასახადო დავის დაწყება არ აჩერებს საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას, თუ საგადასახადო ორგანო, საგადასახადო კოდექსის 84.1 მუხლის შესაბამისად გამოიყენებს ისეთ ღონისძიებას, როგორიცაა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება ან 150-ე მუხლის შესაბამისად, გამოიყენებს ისეთ ღონისძიებას, როგორიცაა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 132-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა. შესაბამისად, დავის დაწყებით შეჩერდება ,,გადახდის ვალდებულება”, მაგრამ 45 დღიან ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაიწყება სისხლისამართლებრივი დევნა. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ¹288 საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული თანხა არის ¹77 საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის ნაწილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 10.04.08წ. ¹873 ბრძანება და ¹288 საგადასახადო მოთხოვნა ცალკე დავის საგანს არ წარმოადგენს. შემოსავლების სამსახურმაც მიიჩნია, რომ ხსენებული აქტები ერთი დავის საგანს შეადგენდა. კერძო საჩივრის ავტორმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.08წ. განჩინების გაუქმება და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 13.11.07წ. ¹77 და 11.04.08წ. ¹288 საგადასახადო მოთხოვნების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ “....” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველად დავის საგანს შეადგენდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 01.11.07წ. შემოწმების აქტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 11.04.08წ. ¹288 საგადასახადო მოთხოვნა მიღებულია ამავე ინსპექციის 10.04.08წ. ¹873 ბრძანების საფუძველზე. მართალია ხსენებული აქტებით დაზუსტებული იქნა სადავო საგადასახადო ვალდებულება, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 11.04.08წ. ¹288 საგადასახადო მოთხოვნა და ამავე ინსპექციის 10.04.08წ. ¹873 ბრძანება სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის დროს განსახილველი დავის საგანს შეადგენდა. ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შუამდგომლობის წარდგენის დროს სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა და მხოლოდ სადავო განჩინების მიღების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.08წ. განჩინებით დადგინდა ¹77 და ¹288 საგადასახადო მოთხოვნების ერთად განხილვა(ს.ფ. 265). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობის წარდგენის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 11.04.08წ. ¹288 საგადასახადო მოთხოვნა დავის საგანს არ შეადგენდა, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს უარი ხსენებული აქტის მოქმედების შეჩერებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 11.06.08წ. შუამდგომლობით ი/მ “....” ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის 11.04.08წ. ¹288 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერებას (ს.ფ. 183), ხოლო კერძო საჩივარში მოითხოვა ¹77 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერებაც. ამასთანავე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 06.01.08წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი/მ ,,.....” წარმომადგენლის შუამდგომლობა ¹77 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერების შესახებ, მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის უფროსის 10.04.08წ. ¹873 ბრძანებით გაუქმებული იქნა ამავე ინსპექციის 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნა. მხდველობაშია აგრეთვე მისაღები ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატის 13.06.08წ. განჩინებით, რომელზედაც შეტანილია კერძო საჩივარი, შუამდგომლობის ავტორს, საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლზე, სასკ-ის 29.1 მუხლზე მითითებით, განემარტა, რომ აქტით გამოწვეული ყველა სამართლებრივი შედეგი გადაიდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს 13.11.07წ. ¹77 საგადასახადო მოთხოვნის შეჩერების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი/მ “....” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი/მ “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.08წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.