¹ბს-88-83(კ-07) 23 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ აფხაზეთიდან დევნილები: ა. ა-ა, გ. გ-ა, მ. გ-ა და სხვები (26 პირი), წარმომადგენელი მ. პ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი დ. გ-ი
მესამე პირები _ 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, წარმომადგენელი ხ. ხ-ა; 2. ნ. ი-ა, თ. ბ-ი, ა. ა-ი და სხვები (27 პირი), წარმომადგენელი გ. ფ-ე
დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება, დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 3 ნოემბერს ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში აფხაზეთიდან დევნილების _ ნ. ფ-ას, ნ. ა-ას, ი. შ-ას და სხვათა მიმართ (67 პირი) და მოითხოვა «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» კანონის 7.3 მუხლის «დ» ქვეპუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეების გამოსახლება ქ. თბილისში, ..... IVა მრ/შ-ში მდებარე მშენებარე ¹10 კორპუსიდან, მშენებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ასევე სსსკ-ის 268.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, ..... IVა მრ/რ-ში მდებარე თექვსმეტსართულიან სახელმწიფო მშენებარე დაუმთავრებელ კორპუსში 2003 წლის 16 ივნისს თვითნებურად შეიჭრნენ აფხაზეთიდან დევნილთა ოჯახები და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მიმართვისა, უარს აცხადებენ ბინების გამოთავისუფლებაზე, რის გამოც შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები. მითითებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო 1988 წელს და მისი ყველა ბინა განაწილდა უბინაო მოსახლეობაზე, რომელთა დიდ ნაწილზე გაცემულია ორდერები ან არსებობს აღმასკომის გადაწყვეტილებები. საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში ჩაბარება გათვალისწინებული იყო 2004 წლის გეგმის პროექტით, რასაც ხელს უშლიან თვითნებურად შეჭრილი მოქალაქეები. «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» კანონის 7.3 მუხლის «დ» ქვეპუნქტი ითვალისწინებს დევნილთა გამოსახლებას თუ მათ ფართობი დაკავებული აქვთ თვითნებურად, კანონის დარღვევით.
მოსარჩელის მითითებით, საცხოვრებელი სახლი იმყოფება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობაში, რადგან ისინი შეჭრილნი არიან უფლებრივად დატვირთულ ბინებში, რითაც ხელყოფენ როგორც მომავალ მობინადრეთა, ასევე მესაკუთრის ინტერესებს (იხ. ს.ფ. 4-7; ტ.II).
ქ. თბილისის მერიამ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 193-194-ე მუხლების, 198.2 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, ქ. თბილისში, ..... IVA მრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹10 კორპუსში სარემონტო სამუშაოების შესრულების აკრძალვა მოპასუხეებისათვის (იხ. ს.ფ. 8-10; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეებს აეკრძალათ ქ. თბილისში, ...... IVA მრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹10 კორპუსში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება (იხ. ს.ფ. 12; ტ.II).
2003 წლის 28 ნოემბერს აფხაზეთიდან დევნილების – ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ას, ქ. ბ-ის, ნ. ბ-ის, გ. გ-ას, ე. გ-ას, მ. გ-ას, დ. გ-ას, გ. გ-ას, ს. გ-ას, თ. თ-ას, ზ. თ-ას, ს. თ-ისა და ლ. კ-ას წარმომადგენელმა მ. პ-ამ შეგებებული სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე და დევნილის სტატუსის მოხსნამდე ქ. თბილისში, ..... IVაAმრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹10 კორპუსში აფხაზეთიდან დევნილების მიერ დაკავებული ფართის მათთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფა და ქ. თბილისის მერიის დავალდებულება 1996-2003 წლებში მოსარჩელეთა წინაშე სურსათის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება შემდეგი საფუძვლით:
შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, 1993 წლიდან აფხაზეთის ტრაგედიის შემდგომ, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები. სახელმწიფომ მრავალი სამართლებრივი აქტით იკისრა ვალდებულება მათი სოციალური პირობების მოწყობაზე, რომელთა მიხედვით, სახელმწიფო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სახით ვალდებული იყო, უზრუნველეყო დევნილთა განსაკუთრებული და უპირველესი მოთხოვნილების _ თავშესაფარის უფლება, რაც არ შესრულდა. დევნილები მიმართავდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, მაგრამ მათთვის დროებითი საცხოვრებელი ფართი არ გამოიძებნა. ისინი იძულებულნი გახდნენ თავი შეეფარებინათ ქ. თბილისში, ..... IVA მრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹10 კორპუსისათვის, სადაც 14 წელია მშენებლობა არ მიმდინარეობს.
შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, გარდა საცხოვრებელი ფართის გამოყოფისა, სახელმწიფო «იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ» კანონის 5.2 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილებს სურსათით. აღნიშნული ვალდებულებაც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციაა ამავე კანონის მე-5, მე-9 და მე-10 მუხლების, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის, «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» კანონისა და საქართველოს დედაქალაქი _ ქ. თბილისის მერიის დებულების მიხედვით, რაც ასევე არ შესრულებულა.
შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, «იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ» კანონის ძალაში შესვლიდან – 1996 წლის აგვისტოდან დევნილები განიცდიან ზიანს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფოს მიერ დარღვეულია მოსარჩელეთა ევროკონვენციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებები, კერძოდ, კონვენციის მე-2, მე-3, მე-8 მუხლებით აღიარებული უფლებები (იხ. ს.ფ. 36-44; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების: ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვების (16 პირის) წარმომადგენლის _ მ. პ-ას შეგებებული სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული შეგებებულ მოსარჩელეთა მიერ დაკავებული ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ნაწილში, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის მიღებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი და განემარტათ, რომ აღნიშნული მოთხოვნით შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ დამოუკიდებელი სარჩელით (იხ. ს.ფ. 34-35; ტ.II).
აფხაზეთიდან დევნილების: ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-ამ რაიონული სასამართლოს სხდომაზე იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვის შესახებ (იხ. ს.ფ. 60; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა წარმომადგენლის _ მ. პ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 63; ტ.II).
2003 წლის 8 დეკემბერს მ. პ-ამ კვლავ მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით აფხაზეთიდან დევნილების (23 პირი), კერძოდ, ნ. კ-ას, ი. კ-ას, ლ. კ-ის, ბ. მ-ას, დ. ო-ის, მ. რ-ას, მ. ს-ას, თ. ს-ის, მ. ფ-ის, ლ. ფ-ას, ი. ფ-ას, ლ. ფ-ას, ნ. ფ-ას, ნ. ქ-ას, ვ. შ-ას, ნ. შ-ას, გ. შ-ას, ლ. შ-ას, ი. შ-ას, ნ. შ-ას, ს. ჩ-ის, ფ. ც-ისა და დ. ძ-ას სახელით და მოითხოვა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე და დევნილის სტატუსის მოხსნამდე ქ. თბილისში, ..... IVაAმრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹10 კორპუსში ზემოთ მითითებული პირების მიერ დაკავებული ფართის მათთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფა და ქ. თბილისის მერიის დავალდებულება 1996-2003 წლებში მოსარჩელეთა წინაშე სურსათის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 68-78; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების (23 პირი) წარმომადგენლის _ მ. პ-ას შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული წარმოებაში საცხოვრებელი ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 79-81; ტ.II).
2003 წლის 8 დეკემბერს აფხაზეთიდან დევნილების წარმომადგენელმა მ. პ-ამ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღება (იხ. ს.ფ. 95-97; ტ.II).
2003 წლის 22 დეკემბერს აფხაზეთიდან დევნილების წარმომადგენელმა მ. პ-ამ კვლავ მიმართა რაიონულ სასამართლოს კერძო საჩივრით და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება ზიანის ანაზღაურების ნაწილში აფხაზეთიდან დევნილების (23 პირი) შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ს.ფ. 105-107; ტ.II).
მ. პ-ამ 2003 წლის 23 დეკემბერს ასევე კერძო საჩივრით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება ზიანის ანაზღაურების ნაწილში აფხაზეთიდან დევნილების (19 პირის) შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ს.ფ. 109-111; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10, 24 და 25 დეკემბრის განჩინებებით აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლის _ მ. პ-ას კერძო საჩივრები განსახილველად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 94;104;108; ტ.II).
2004 წლის 9 თებერვალს შეგებებულ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მ. პ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 191-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე მუხლებისა და ამავე კოდექსის 198.2 მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. თბილისში, ...... IVა მრ/რ-ში მდებარე ¹10 კორპუსის საცხოვრებელ ბინებზე (¹1, 3, 4, 6, 10 ,1 2, 13, 14, 15, 16, 17, 18, 21, 22, 27, 28, 30, 33, 34, 37, 40, 42, 43, 44, 45, 46, 49, 52, 55, 57, 58, 59, 60, 62, 63, 66, 67, 68, 69, 70, 72, 73, 74, 77, 78, 79, 80, 82, 86, 92, 94, 95, 96) ყადაღის დადება და ქ. თბილისის მერიისათვის მითითებული ბინების გასხვისების აკრძალვა (იხ. ს.ფ. 158-160; ტ.II).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების წარმომადგენლის _ მ. პ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 161-162; ტ.II).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მარტის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების წარმომადგენლის _ მ. პ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 173-176; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული მ. კ-ე (იხ. ს.ფ. 189; ტ.II).
2004 წლის 11 მაისს რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აფხაზეთიდან დევნილების წარმომადგენელმა მ. პ-ამ საქმეში მესამე პირად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვის შესახებ (იხ. ს.ფ. 201; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის განჩინებით საქმეში შეგებებულ სარჩელზე მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (იხ. ს.ფ. 207-208; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები _ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები: დ. ფ-ა, ნ. ა-ა, ზ. ჭ-ია და სხვები (67 პირი) მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ..... IVა მრ/რ-ში მდებარე ¹10 კორპუსიდან, ხოლო აფხაზეთიდან დევნილების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2003 წლის 15 აგვისტოს ¹72/3 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ..... IVა მრ/რ-ში მდებარე 16-სართულიანი 96-ბინიანი მონოლითური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ირიცხება მათ ბალანსზე; ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის 2003 წლის 18 აგვისტოს ¹გას 2/25 წერილის თანახმად, სადავო კორპუსი განაწილებულია 93 მობინადრეზე; რაიონულმა სასამართლომ მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა აღიარეს ის ფაქტი, რომ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 131-ე, 133-ე მუხლებით და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეების მიერ სადავო შენობის მერიის გამგებლობაში არსებობის ფაქტის ეჭვის ქვეშ დაყენება.
რაიონული სასამართლოს მითითებით, «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის ადგილობრივ საკუთრებას წარმოადგენს ის ქონება, რომელსაც განაგებენ ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოები. ამავე კანონის 4.3 მუხლის თანახმად, ქ. თბილისში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოა ქ. თბილისის მერია, რომელიც იმავდროულად საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ახორციელებს. ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის მე-3 პუნქტის თანახმად, «ქ. თბილისის მერიის საცხოვრებელ ფონდს შეადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც არ განეკუთვნება ინდივიდუალურ, ინდივიდუალურ-ამხანაგურ, კოოპერატიულ და საუწყებო საკუთრებას». ამავე წესის მე-6 პუნქტის თანახმად, «ქ. თბილისის მერიის საცხოვრებელი ფონდი აღირიცხება ქ. თბილისის მერიის შპს «ს. მ-ის ს-ს მიერ», ხოლო 22-ე პუნქტის შესაბამისად, ორდერებს გასცემს ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველო. ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 9 სექტემბრის ¹12-7 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ახალი წესი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, «ქ. თბილისის მერიის საცხოვრებელ ფონდს შეადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართობები». აღნიშნული წესის შესაბამისად, საბინაო მეურნეობის სამმართველოს უფლებამონაცვლედ ჩამოყალიბდა ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი, რომელიც წარუდგენს წინადადებას მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფართობის გაცემის შესახებ ქ. თბილისის მთავრობას. ამავე წესის 21-ე პუნქტის თანახმად კი, ორდერებს გასცემს სწორედ ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია არც მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც რეგისტრაციის შესახებ ცნობა. რაიონული სასამართლოს მითითებით, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ არის გაცემული კონკურსის ან აუქციონის წესით ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. საქართველოს მიწის კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო მიწა სარგებლობის უფლებით გაიცემა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ, თუ მისი განკარგვის უფლება ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე გააჩნია ადგილობრივი მმართველობის ორგანოს.
რაიონულმა სასამართლომ სადავო შენობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დამთავრებისა და ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობის რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. ამასთან, 2000 წლის 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის მე-17 პუნქტის თანახმად, შესაძლებელია მშენებარე საცხოვრებელი სადგომის გასხვისება, დროებით სარგებლობაში გადაცემა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერია სათანადო მოსარჩელეა, რადგან მას გააჩნია კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, აღძრას სასამართლოში სარჩელი მისი უფლებების დარღვევის შესახებ.
რაიონულმა სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნებართვოდ დაიკავეს სადავო კორპუსი. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის მოსარჩელეთა არგუმენტი, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს რა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ პირობებზე, ქ. თბილისის მერია ვალდებულია, გამოუყოს სხვა ან მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულება ვერ გავრცელდება მოცემულ დავაზე, რადგან აღნიშნული ბრძანებულებით ცნობად იქნა მიღებული კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებამდე დროებით, თავისუფალ უმოქმედო შენობებში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის განთავსების საკითხი.
რაიონული სასამართლოს მითითებით, სადავო კორპუსი უფლებრივად დატვირთულია, რამდენადაც არსებობენ მისი მობინადრეები, რომლებზედაც ორდერებია გამოწერილი, რაც დასტურდება ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის წერილითა და მესამე პირის _ მ. კ-ის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ორდერით.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 172.2 მუხლებითა და საფუძვლიანად მიიჩნია ქ. თბილისის მერიის სარჩელი.
რაიონულმა სასამართლომ შეგებებული სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ.
რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეთა მიერ შეგებებული სარჩელით დაყენებული შუამდგომლობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორთა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ «იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ» კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ფართით დაკმაყოფილება ევალება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქ. თბილისის მერიასთან ერთად, რის გამოც მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. რაიონული სასამართლოს მითითებით, იმის მიუხედავად, რომ დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესების საკითხი შედის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპეტენციაში, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები არ ეთანხმებიან მის მოპასუხედ ჩართვას. რაიონული სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საერთო გადაწყვეტილების გამოტანა გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უშუალოდ ეხება მესამე პირის უფლებებსა და მოვალეობებს და არა ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მას კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის შესრულებას ავალებს. ეს უკანასკნელი სახეზეა მაშინ, როდესაც არის პირთა სიმრავლე ერთ-ერთ მხარეზე. რაიონული სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის მერიისათვის დევნილთა ფართით უზრუნველყოფის დავალდებულების პირობებშიც, ამ უკანასკნელს არ გააჩნია უფლებამოსილება, რაიმე ფორმით დაავალოს ან აღასრულებინოს გადაწყვეტილება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რადგან «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შედის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპეტენციაში, სარჩელის მოთხოვნა მის მიმართ უნდა ყოფილიყო დაყენებული და იგი მოპასუხედ უნდა ყოფილიყო ჩართული.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელი (იხ. ს.ფ. 238-239; ტ.II).
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დადგინდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება (იხ. ს.ფ. 240; ტ.II).
2004 წლის 22 ივნისს აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენელმა მ. პ-ამ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 418-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის განჩინების შეჩერება, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული ამავე სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ 2004 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 244-250; ტ.II).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აფხაზეთიდან დევნილების _ ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-ამ და მოითხოვა სსსკ-ის 375-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმება ან შეჩერება, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, სსსკ-ის 377-ე მუხლის საფუძველზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმება საქმეში მესამე პირად მ. კ-ის ჩართვის შესახებ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ქ. თბილისის მერიის დავალდებულება აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე და დევნილის სტატუსის მოხსნამდე აპელანტებისა და მათი ოჯახებისათვის ქ. თბილისში, ..... IVა მრ/რ-ის მე-10 კორპუსში მათ მიერ დაკავებული ფართის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფის შესახებ შემდეგი მოტივით:
აპელანტის მითითებით, ქ. თბილისის მერიამ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაუდო სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელე არის თუ არა სადავო შენობის მესაკუთრე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 244-ე, 183-ე, 185-ე, 210-ე, 311-ე მუხლებისა, ასევე, «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის 1-6 ნაწილების, 7.1, 7.2, მე-17 და მე-19 მუხლების საფუძველზე. საქმეში არ არის არც ერთი სათანადო მტკიცებულება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, რომ შენობის მესაკუთრე არის ქ. თბილისის მერია. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს იმ უფლებას, რომელიც მას, სავარაუდოდ, დაერღვა. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლო იყო მტკიცებულებათა არარსებობის გამო.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა საქმისათვის მნიშვნელოვან არსებით ფაქტებსა და გარემოებებზე, არ მისცა მათ შეფასება აუცილებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, არ გამოიყენა სამართლებრივი ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაირღვა სსსკ-ის 4.1, მე-5, 105.2, 105.3, 244-ე, 249.4 მუხლების მოთხოვნები. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები მერიის მიერ შეგებებულ სარჩელში აღნიშნული ბინების მესამე პირებზე გასხვისების ან მფლობელობაში გადაცემის შესახებ. აღნიშნულ გარემოებას, აპელანტის მოსაზრებით, არ ადასტურებს ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის ცნობა, რადგან იგი არ არის სადავო ბინების უფლებრივი დატვირთვის დამადასტურებელი სათანადო საბუთი.
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა საქმისათვის მნიშვნელოვან არსებით ფაქტებსა და გარემოებებზე, არ მისცა მათ შეფასება აუცილებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, არ გამოიყენა სამართლებრივი ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, რაიონულ სასამართლოს აფხაზეთიდან დევნილები უნდა ჩაესახლებინა სადავო კორპუსში, შეგებებულ სარჩელში მითითებული სხვა გარემოებების გამო, კერძოდ, სახელმწიფომ იკისრა მოსარჩელეების აფხაზეთში დაცვის, მათი სოციალური პირობების უზრუნველყოფის, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ვალებულება, რაც არ შესრულდა, სახელმწიფომ არ იზრუნა, მინიმალურად მაინც აენაზღაურებინა მათთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანი, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება დევნილების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფოსაგან დევნილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად დევნილის მიერ თავის შეფარება დროებით თავისუფალ, უმოქმედო სახელმწიფო შენობისათვის არ შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებად, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მისი უფლება სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ვერ განხორციელდება. სახელმწიფომ არ შეასრულა დევნილთა სურსათით უზრუნველყოფის სოციალური ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეებმა განიცადეს სერიოზული და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ქ. თბილისის მერიამ არ განიხილა მოსარჩელეთა განცხადება სადავო ფართის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფის თაობაზე. აპელანტის მითითებით, ასევე დარღვეულია დევნილთა სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, სასტიკი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და საცხოვრისის ხელშეუხებლობის უფლებები და არსებობს მათი ხელახლა დარღვევის საფრთხე.
აპელანტის მითითებით, არასწორია რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უნდა ყოფილიყო დაყენებული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ და არა ქ. თბილისის მერიის წინააღმდეგ. აპელანტის მითითებით, სახელმწიფოს მიერ დევნილების წინაშე ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ყოველთვის არიან ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. ამ თვალსაზრისით, ქ. თბილისის მერია და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილთა წინაშე სოლიდარული მოვალეები არიან სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის საფუძველზე და იმავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს, ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს.
აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქმეში თანამოპასუხედ ჩართვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 და 16.5 მუხლებიდან გამომდინარე, აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
აპელანტმა არასწორად მიიჩნია საქმეში მესამე პირად მ. კოშაძის ჩართვა. აპელანტის მითითებით, მოპასუხეებს მესამე პირად მითითებული პირის ჩართვის შესახებ განცხადება, თანდართული მტკიცებულებები, განჩინება არ ჩაჰბარებიათ.
აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ უხეშად დაარღვია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მესამე პირად ჩართვისა და მხარისათვის სათანადო დოკუმენტების გადაცემის პროცედურა.
გარდა აღნიშნულისა, რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილება, ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 9 სექტემბრის ¹12-7 გადაწყვეტილება, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლი.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილება გაავრცელა მოპასუხეებთან ერთად მცხოვრებ პირებზე, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია. რაიონულმა სასამართლომ უხეშად დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი, რადგან მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლომ ამ პირთა მიმართ დაარღვია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და სსსკ-ის მე-2 მუხლები (იხ. ს.ფ. 292-304; ტ. II).
2004 წლის 11 აგვისტოს აფხაზეთიდან დევნილების _ ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 372-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე მუხლების, 198.2 მუხლის «დ» ქვეპუნქტისა და 198.3 მუხლის საფუძველზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მ. პ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 323-325; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა მ. პ-ამ იშუამდგომლა საქმეში ქ. თბილისის საკრებულოს ჩართვის შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის განცხადების განხილვის შესახებ (იხ. ს.ფ. 464; ტ.II).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი კომისიის შუამდგომლობა ქ. თბილისის საკრებულოს მესამე პირად ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 465-466; ტ.II).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოქალაქეების _ ლ. ს-ის, ნ. ი-ას, თ. ბ-ისა და სხვათა (28 პირი) შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად ჩართვის შესახებ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმულნი ლ. ს-ე, ნ. ი-ა, თ. ბ-ი და სხვები (19) პირი, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად _ ჯ. მ-ე, ა. ჯ-ი, ხ. ტ-ე და სხვები (9 პირი) (იხ. ს.ფ. 471-473; ტ.II).
2004 წლის 6 დეკემბერს აპელანტების წარმომადგენელმა მ. პ-ამ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ქ. თბილისის საკრებულოს ჩართვა (იხ. ს.ფ. 482-483; ტ.II).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის განჩინებით მ. პ-ას კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ. ს.ფ. 484-485; ტ.II).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განჩინებით ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენლის _ მ. პ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 494-495; ტ. II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩართული ნ. ჩ-ა და ქ. ა-ე ჩართულ იქნენ მესამე პირებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 23; ტ.III).
ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-ამ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და სსსკ-ის 279-ე მუხლის «ა» პუნქტის შესაბამისად, მესამე პირის _ ლ- ს-ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეჩერება, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ს.ფ. 43-44; ტ.III).
ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-ამ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება შეგებებული სარჩელის თანამოპასუხედ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ და თანამოპასუხედ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვა (იხ. ს.ფ. 47-48; ტ.III).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით ლ. ფ-ასა და ლ. ს-ის გარდაცვალების გამო მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყდა (იხ. ს.ფ. 74-75; ტ.III).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის საოქმო განჩინებებით ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ-ას კერძო საჩივრები საქმის წარმოების შეჩერებასა და შეგებებულ სარჩელზე თანამოპასუხედ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვაზე უარის თქმის შესახებ 2006 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 50-51; ტ.III).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენლის _ მ. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნები და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მშენებლობა ირიცხება ქ. თბილისის მერიის ბალანსზე, ხოლო ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის 2003 წლის 28 აგვისტოს ¹გას 2/24 წერილის თანახმად, სადავო სადგომი განაწილებულია 93 მობინადრეზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონული სასამართლოს მიერ მითითებული ნორმატიული აქტებით - «საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ» კანონის 35-ე, 4.3 მუხლებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ «ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის შესახებ», რომლის მოცემულ დავასთან შემხებლობის მქონე დებულებები განმეორდა ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის სექტემბრის ¹12-7 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესებით, სადავო _ ...... IVა მრ/რ-ის ¹10 კორპუსი იმყოფებოდა ქ. თბილისის მერიის გამგებლობაში და მას გააჩნდა მისი განკარგვის უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეთა შეგებებული სარჩელიც თავისთავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ არ გააჩნდათ სადავო კორპუსის ფლობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 70-73; ტ.III).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა წარმომადგენლის _ მ. პ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 და 23 ივნისის განჩინებები თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ (იხ. ს.ფ. 76-77; ტ.III).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ას, კ. ა-ის, ა. ა-ასა და სხვათა (26 პირი) წარმომადგენელმა მ. პ-ამ და მოითხოვა:
1. სსსკ-ის 402.2-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინების შეჩერება;
2. სსსკ-ის 404.2 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება სასკ-ის 16.1-ე მუხლის საფუძველზე ქ. თბილისის საკრებულოს საქმეში მე-3 პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება;
3. სსსკ-ის 404.2 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება ქ. თბილისის მერიისაგან საქმისათვის აუცილებელი მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ;
4. სსსკ-ის 404.2 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განსახილველ საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განსახილველ საქმეში თანამოპასუხეებად ჩაბმის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება;
6. სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განსახილველ საქმეში თანამოპასუხეებად ჩაბმის თაობაზე კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე კერძო საჩივრის დაკმაყოფილება;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება სასამართლოს მიერ ბინების ნუმერაციის დამადასტურებელი აქტის გამოთხოვის თაობაზე;
8. სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ მიღებული, პროცესუალური საფუძვლებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი პალატისათვის;
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის განჩინების გაუქმება ფართის გამოყოფაზე უარი თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმის დაქვემდებარება ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი პალატისათვის;
10. სსსკ 404-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის, ლ. ფ-ას მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2006 წლის 26 ივლისის განჩინებების გაუქმება, გარდაცვლილი ლ. ფ-ას უფლებამონაცვლედ მისი დის _ თ. ფ-ას ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, არღვევს კასატორთა და მათი ოჯახის წევრების უფლებებს მფლობელობასა და საკუთრებაზე, სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, წამების, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობისა და დასჯისაგან დაცვაზე. პირადი, საოჯახო ცხოვრებისა და საცხოვრისის ხელშეუხებლობასა და პატივისცემაზე; სამართლიან სასამართლო განხილვაზე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული განსჯადობის წესები ქ. თბილისის მერიის სარჩელის ნაწილში. სასამართლომ ამ ნაწილში არასწორად განიხილა საქმე ადმინისტრაციული წარმოების წესით. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტებმა იშუამდგომლეს პროცესუალური საფუძვლებით ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც სასამართლომ არ განიხილა და არც განჩინება მიუღია ამ შუამდგომლობის შესახებ და მხარეებს ზეპირად განემარტათ, რომ შუამდგომლობის შესახებ სასამართლო იმსჯელებდა საბოლოო გადაწყვეტილებაში. თუმცა, სასამართლომ ამ საკითხზე თავისი მოსაზრება არც საბოლოო გადაწყვეტილებაში ასახა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გვერდი აუარა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ საკითხზე მსჯელობას და ადმინისტრაციული წესით განიხილა არსობრივად სამოქალაქო ხასიათის დავა დევნილთა გამოსახლების ნაწილში.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. თბილისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო და დევნილთა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, როგორც სარჩელი სადავო შენობიდან დევნილთა გამოსახლების შესახებ, ისე შეგებებული სარჩელი მათ მიერ დაკავებული ფართის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფის შესახებ განხილულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების წესით. კასატორის მოსაზრებით, ქ. თბილისის მერიის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განხილული ადმინისტრაციული წარმოებით, რადგან ვინდიკაციური სარჩელი არ განეკუთვნება ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას. სასკ-ის 2.1 მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ სასკ დადგენილი წესით განიხილება დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამონათვალი არ შეიცავს ქ. თბილისის მერიის სარჩელში აღნიშნულ დავის საგანს. ქ. თბილისის მერიის სარჩელი სამოქალაქო ხასიათისაა სსსკ-ის მე-11.1 და მე-18 მუხლებიდან გამომდინარე. ამავე დროს სარჩელი ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე და 172-ე მუხლებს.
შესაბამისად, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ ქ. თბილისის მერიის სარჩელი განიხილა განსჯადობის წესების დარღვევით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატა არ იყო უფლებამოსილი სასამართლო, დევნილთა სააპელაციო პრეტენზიის განსახილველად, არც გამოსახლების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების და არც ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელისათვის უარის თქმის ნაწილში.
კასატორის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის საერთო სასამართლოების შესახებ მე-3.2 მუხლების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით დაირღვა საქმის განხილვის საპროცესო წესები, რაც წარმოადგენდა ამ ნაწილში ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს სსსკ-ის 385.1 ,,ა" და 394-ე ,,ა" მუხლების საფუძველზე.
ამავე დროს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ადმინისტრაციული წარმოების წესით, მისი გადაწყვეტილების გაუქმება ქ. თბილისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეეძლო მხოლოდ ზემდგომ განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 20.2 ,,ბ" მუხლის საფუძველზე და მას საქმე განსახილველად უნდა გადაეცა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის.
კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე იყო ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობები წარმოადგენდა სამოქალაქო ხასიათის ურთიერთობებს და ასეთ ვითარებაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24.4 მუხლით, რომლის მიხედვითაც «სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ა.შ.) ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს".
ამგვარად, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე ქ. თბილისის მერიის სარჩელის ნაწილში განიხილა განსჯადობის წესების დარღვევით, რაც სსსკ-ის 394-ე ,,ა" მუხლის ძალით წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოები გამოსახლების შესახებ მოთხოვნას განიხილავდნენ სამოქალაქო წარმოების წესით, ისინი გვერდს ვერ აუვლიდნენ სამოქალაქო კოდექსისა და «მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის იმპერატიულ ნორმებს, რაც გამოიწვევდა ქ. მერიის სარჩელზე უარის თქმას და ამ ნაწილში ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას განსჯადობის წესების დარღვევის გამო.
ამდენად, კასატორის მითითებით, საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ რამდენად სწორად არის განხილული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქმე ქ. თბილისის მერიის სარჩელის ნაწილში და გაუქმდეს ამ ნაწილში მისი გადაწყვეტილება, რადგან არ ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული წესით განხილვას. ასეთ ვითარებაში უნდა გაუქმდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის განჩინების დარჩენილი ნაწილი, დევნილთათვის სადავო შენობაში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნის თაობაზე, რადგან ეს ნაწილები ურთიერთდაკავშირებულია და მეორე ნაწილის ძალაში არსებობა გამოსახლების საკითხის გადაუწყვეტლად, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა სსსკ-ის 385.1 მუხლის ,,ა" და 394-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტები.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა მოხდა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით და მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მითითებულ სააპელაციო პრეტენზიაზე.
კერძოდ, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ განჩინება 2004 წლის 4 მაისისათვის მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ მიიღო 2004 წლის 20 აპრილს. უწყებები სასამართლო სხდომაზე გამოსაცხადებლად ჩაჰბარდათ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ გამგეობას 2004 წლის 30 აპრილს და ქ. თბილისის მერიას. 2004 წლის 4 მაისის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მინდობილობა ქ. თბილისის პრემიერ ბ. ბ-ს ხელმოწერით, რომლის თანახმად, ნება დაერთოთ ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის იურიდიული სამსახურის წამყვან სპეციალისტ თ. ტ-ს, ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის იურისტ მ. ო-ეს და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის იურისტ მ. ჯ-ს მონაწილეობა მიეღოთ ქ. თბილისის პრემიერის მოადგილის სასარჩელო განცხადების განხილვაში, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, მითითებული მინდობილობა გაცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან სსსკ-ის 96.2-ე მუხლის თანახმად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრული და ხელმოწერილი იყო ქ. თბილისის მერის მიერ. შესაბამისად, მინდობილობა საქმეზე უნდა გაეცა ქ. თბილისის მერს და არა პრემიერს.
«საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ» კანონის 4.3 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობა ხორციელდება ქ. თბილისის მერიის მეშვეობით, რომელიც იმავდროულად ასრულებს ქ. თბილისის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს. იმავე კანონის 22.1-ე და 22.2-ე მუხლების მიხედვით, ქ. თბილისის მერი არის ქ. თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი, წარმოადგენს ქ. თბილისს, მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, ხოლო 24-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის პრემიერი არის ქ. თბილისის მთავრობის (ქ.თბილისის მერიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული - მე-4.4 მუხლი) ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის და ანგარიშვალდებულია მერიის წინაშე. გარდა აღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით, მინდობილობა გაცემული იყო სხვა საქმეზე, რადგან მინდობილობაში აღინიშნა, რომ ის გაცემული იყო ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რიაონული სასამართლოს, წარმოებაში არსებულ ქ. თბილისის პრემიერის მოადგილის სასარჩელო განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელისშეშლის აღკვეთის მოთხოვნის შესახებ, მოცემულ საქმეში კი მოსარჩელე იყო არა ქ. თბილისის მთავრობა, რომლის თანამდებობის პირია ქ. თბილისის პრემიერის მოადგილე, არამედ _ ქ. თბილისის მერია. კასატორის მითითებით, მინდობილობის გაცემის დროისათვის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს უკვე დამთავრებული ჰქონდა ქ. თბილისის პრემიერის მოადგილის სასარჩელო განცხადების წარმოება ქ. თბილისში, ..... IV ,,ა" მრ/რ-ში მდებარე მე-10 კორპუსში განთავსებულ დევნილთა წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის შესახებ. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რიონულმა სასამართლომ 2003 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად დატოვა ქ. თბილისის პრემიერის მოადგილის _ გ. კ-ის 2003 წლის 18 აგვისტოს სარჩელი, რადგან ის აღძრული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილია საქმეში), მხოლოდ ამის შემდეგ ქ. თბილისის მერიამ აღძრა იმავე შინაარსის სარჩელი 2003 წლის 29 ოქტომბერს.
ამგვარად, ქ. თბილისის პრემიერის _ ბ. ბ-ის მიერ 2004 წლის 4 მაისს გაცემული მინდობილობა მოცემულ საქმეზე იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ სხვა საქმეზე გაცემული და მის საფუძველზე ქ. თბილისის მერიას არ შეეძლო ეწარმოებინა საქმე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში. ამასთან, ქ. თბილისის მერიას სსსკ-ის 70-78-ე მუხლების საფუძველზე სასამართლოს სხდომის ჩატარების შესახებ ეცნობა მხოლოდ ერთხელ - ის მოწვეულ იქნა სასამართლოს პირველ სხდომაზე 2004 წლის 4 მაისს. დანარჩენი 4 სხდომის (18 მაისი, 3 ივნისი, 14 ივნისი და 17 ივნისი) შესახებ ქ. თბილისის მერიას სასამართლო უწყებები არ გაგზავნია. კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს ხელწერილები თ. ტ-ის, მ. ო-ის, მ. ჯ-ის ხელმოწერებით (ს.ფ. 199, 206, 213, 235), ეს გარემოებები ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელე - ქ. თბილისის მერიისათვის გაგზავნილ უწყებად ან შეტყობინებად, რადგან არც ასეთი უწყება-შეტყობინების მეორე პირი არ არის საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ხელმოწერით და არც ხელწერილზე ხელმომწერი პირები იყვნენ მოსარჩელე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო. შესაბამისად, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლო სასკ-ის 2613 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ იყო უფლებამოსილი, განეხილა საქმე და მიეღო მასზე გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული ამ პროცესუალური დარღვევების გამოვლენისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარის სასამართლო სხდომაზე მოწვევის წესები, კერძოდ, საქმეში მესამე პირად ჩართული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სსსკ-ის 70-77-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით არ იქნა მოწვეული 2006 წლის 28 ივნისისა და 26 ივლისის სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე, რაც ასევე ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სსსკ-ის 394-ე ,,ბ" მუხლის საფუძველზე. მით უფრო, რომ ლტილვილთა და განსახლების სამინისტროს ქ. თბილისის მერიასთან ერთად ეკისრება დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და ის წარმოადგენს დევნილთა უფლებების დაცვის გარანტს, თანახმად «იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ" კანონის მე-5, მე-8 და მე-9 მუხლებისა.
კასატორის მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლო იყო სსსკ-ის მე-2.1, მე-3.1, მე-4.1, 102-ე, 103.1 მუხლების საფუძველზე, მტკიცებულებათა არარსებობის გამო.
კასატორის მითითებით, სათანადო მტკიცებულებებით არ იქნა დასაბუთებული ის გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ქ. თბილისის მერია ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, არ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერია არის სადავო საცხოვრებელი კორპუსისა და შესაბამისად, მასში არსებული ინდივიდუალური ბინების მესაკუთრე, სადავო კორპუსი არის სახელმწიფო მშენებარე შენობა, დევნილთა მიმართ გაკეთდა არაერთი გაფრთხილება და მიმართვა, სამუშაოები შეჩერებულია დევენილთა მიერ შენობის გამოთავისუფლებაზე უარის გამო, საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში ჩაბარება გათვალისწინებული იყო 2004 წლის გეგმის პროექტით, სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, დაუმთავრებელ შენობაში შესახლება ან მისი დაკავება სრულ დამთავრებამდე და ექსპლუატაციაში მიღებამდე კანონით დაუშვებელია.
კასატორის მითითებით, ვერც ერთი მითითებული გარემოება მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ვერანაირი სათანადო მტკიცებულებით, კერძოდ, ქ. თბილისის მერიამ ვერ დაამტკიცა, რომ ის არის აღნიშნული შენობის მფლობელი და მესაკუთრე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24.4-ე, 183-ე, 210-ე, 311-ე და «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის 1-6 ნაწილების, მე-7 მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების, მე-17 და მე-19 მუხლების საფუძველზე. საქმეში არ არის არც ერთი სათანადო მტკიცებულება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, რომ ამ შენობის მესაკუთრე არის ქ. თბილისის მერია. შესაბამისად, ქ. თბილისის მერიამ ვერ დაასაბუთა ის უფლება, რომელიც, მისი აზრით, მას, სავარაუდოდ, დაერღვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმისათვის მნიშვნელოვან არსებით ფაქტებსა და გარემოებებზე, არ მისცა მათ შეფასება აუცილებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, არ გამოიყენა სამართლებრივი ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაირღვა სსსკ-ის მე-4.1, მე-5, 105.2-ე, 105.3-ე, 244-ე, 249.4-ე მუხლების მოთხოვნები. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერია არის აღნიშნული კორპუსის მესაკუთრე, მას უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივრები შეგებებული სარჩელის ნაწილში დევნილთა მიერ დაკავებული ფართის გამოყოფის შესახებ.
კასატორის მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა არანაირი მტკიცებულებები მერიის მიერ შეგებებულ სარჩელში აღნიშნული ბინების მესამე პირებზე გასხვისების ან მფლობელობაში გადაცემის შესახებ. ამ გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგება ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის ცნობა, რადგან ის არ არის სადავო ბინების უფლებრივი დატვირთვის დამადასტურებელი სათანადო საბუთი. სასამართლომ არ დაურთო საქმეს შესახლების ორდერები, რომლებიც წარმოადგინა ქ.თბილისის მერიის წარმომადგენელმა და ცნო ისინი დაუშვებელ მტკიცებულებად. ასეთ ვითარებაში საფუძველს მოკლებული იყო სასამართლოს მიერ მე-3 პირებად ჩართული ფიზიკური პირების პრეტენზია და მათი ქსეროასლებით წარმოდგენილი საბუთები. ამასთან, ეს ქსეროასლები არ იყო დამოწმებული სათანადო წესით, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლი და ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მათ არ ჰქონდა ოფიციალური ძალა. მით უფრო, სასამართლო პროცესზე გაირკვა ა. ა-სა და ჯ. მ-ზე გაცემული საბუთების აშკარა სიყალბე, რის გამოც მათი დედნები სასამართლომ საგანგებო საოქმო განჩინებით გამოითხოვა 2006 წლის 14 ივნისს. 28 ივნისის სხდომაზე, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები ვერ წარმოადგინა. ნ. ჩ-ასა და ქ. ა-ის მიერ წარმოდგენილი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან აღმოჩნდა ყალბი, რადგან შეიცავდა მითითებას ბინების ნომრებზე. საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ სახლი ჯერ კიდევ არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული და შესაბამისად, ბინები არ იყო დანომრილი. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მე-3 პირების მიერ წარმოდგენილ საბუთებზე და მათი პრეტენზიის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. არ მოახდინა მე-3 პირთა პრეტენზიით განსაზღვრული სავარაუდო ბინების ინდენტიფიცირება 96 ბინიან შენობაში 26 კასატორის მიერ დაკავებულ ფართთან და ასეთ ვითარებაში საერთოდ გაუგებარია, თუ რატომ ჩააბა სასამართლომ მე-3 პირებად ფიზიკური პირები, მით უმეტეს, რომ ისინი საქმეში არ ფიგურირებდნენ პირველი ინსტანციის სასამათლოში საქმის განხილვისას.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში დაასკვნა, რომ სადავო სადგომი განაწილებულია 93 მობინადრეზე, რის საფუძველზედაც მოიხსენია ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის 2003 წლის 28 აგვისტოს ¹გას 2/25 წერილი. ასეთი წერილი აღიშნულ საქმეში არ არსებობს. ის არც ქ. თბილისის მერიას და არც საქმეში მონაწილე სხვა პირს არ წარმოუდგენია. ეს წერილი წარმოდგენილია სულ სხვა საქმეში, ქ. თბილისის მთავრობის სარჩელზე იმავე მოპასუხეების მიმართ, რომელიც დამთავრდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
კასატორის მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში სასამართლოს აფხაზეთიდან დევნილები უნდა დაეტოვებინა სადავო კორპუსში ან უკიდურეს შემთხვევაში, დაევალებინა ქ. თბილისის მერიისათვის სანაცვლო საცხოვრებელი ფართის მათთვის გამოყოფა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ, დაუსაბუთებლად და საათანადო მტკიცებულებების გარეშე დაადგინა, რომ სადავო შენობა იყო ქ. თბილისის მერიის ბალანსზე და მას გააჩნდა მისი განკარგვის შესაძლებლობა. შენობის მერიის ბალანსზე არსებობის დადგენისას საერთოდ არ არის მითითებული რაიმე მტკიცებულება, ხოლო შენობის მერიის განკარგულებაში არსებობისა და განკარგვის დადგენისას მიუთითა სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და არ ადასტურებენ ამა თუ იმ შენობის ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებობის ფაქტს. პირიქით, მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე, როგორც ასეთი უფლების დადგენის საფუძველზე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა «საქართველოს დედაქალქის თბილისის შესახებ" კანონის მე-4.3 მუხლი და 35-ე მუხლი, ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილება, «ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ" და ამ დადგენილებით დამტკიცებული «ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესი".
კასატორის მითითებით, გაუგებარია, რისი დამტკიცება სურდა სასამართლოს, როდესაც მოჰყავდა დასახელებული ნორმატიული აქტები. კანონიდან «საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ" მოყვანილია ორი ზოგადი ხასიათის მე-4.3 და 35-ე მუხლები, ხოლო ორი დანარჩენი აქტის არც ერთი მუხლი მითითებული არ არის. შესაბამისად, მოცემული სამართლებრივი აქტები არ შეიძლება ჩაითვალოს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლად და ამ არსებით ნაწილში განჩინება დაუსაბუთებელია.
კასატორის მითითებით, რაიონულმა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილება გაავრცელეს მოპასუხეებთან ერთად მცხოვრებ პირებზე, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია. შესაბამისად, უხეშად იქნა დარღვეული სსსკ-ის 248-ე მუხლი, რადგან სასამართლომ მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლომ ამ პირთა მიმართ დაარღვია, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და სსსკ-ის მე-2 მუხლები (იხ. ს.ფ. 24-48; ტ.III).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ა-ას, გ. გ-ასა და სხვათა (26 პირი) წარმომადგენლის მ. პ-ას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განჩინების აღსრულების შეჩერებისა და გარდაცვლილი ლ. ფ-ას უფლებამონაცვლედ თ. ფ-ას ცნობის შესახეხ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. ).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით ა. ა-ას, გ. გ-ასა და სხვათა (26 პირი) წარმომადგენლის _ მ. პ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად (აბსოლუტური, დივერგენტული და პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 157-161; ტ.III).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთიდან დევნილების ა. ა-ას, გ. გ-ას, მ. გ-ასა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინება ა. ა-ას, გ. გ-ას, მ. გ-ასა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ-ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა უცვლელად დატოვებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, ამ ნაწილში სწორი გადაწყვეტილება იქნა დადგენილი და არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით დადგენილი მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა განხილულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული განსჯადობის წესების დარღვევით და საქმე არასწორად იქნა განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ ქ. თბილისის მერიის სარჩელი მოპასუხეთა საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრულ ვინდიკაციურ სარჩელს, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა მართებულად განიხილეს დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და ადგილი არ ჰქონია განსჯადობის წესების დარღვევას, რადგან ქ. თბილისის მერიის სარჩელზე მოსარჩელის მიმართ მოპასუხეთა მიერ აღიძრა შეგებებული სარჩელი აფხაზეთიდან დევნილების მიერ დაკავებული ფართის სარგებლობის უფლებით გამოყოფაზე, რაც განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი და შეგებებული სარჩელი ერთიანობაში მართებულად განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რის გამოც არ არსებობს ამ საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიამ ვერ დაამტკიცა წარმოადგენს თუ არა სადავო შენობის მესაკუთრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო მშენებლობა ირიცხება ქ. თბილისის მერიის ბალანსზე. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად ნორმატიული აქტების საფუძველზე, კერძოდ, ქ. თბილისში, საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილების მე-3 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მერიის საცხოვრებელ ფონდს შეადგენს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც არ განეკუთვნება ინდივიდუალურ, ინდივიდუალურ-ამხანაგურ, კოოპერატიულ და საუწყებო საკუთრებას. მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო შენობა აღრიცხულია კერძო პირთა საკუთრებაში. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2003 წლის 15 აგვისტოს ¹72/3 წერილით ასევე დასტურდება, რომ სადავო შენობა ქ. თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო პრეტენზია, რომ სადავო შენობა არ წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის საკუთრებას დაუსაბუთებელია, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ მოუწვევია ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, თავად ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა გაეხადათ სადავოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა ქ. თბილისის მერიის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი გადაწყვეტილება დაადგინა, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილების ა. ა-ას, გ. გ-ას, მ. გ-ასა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ-ას შეგებებულ სარჩელი განიხილა მოქმედი საპროცესო ნორმების დარღვევით, რაც ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აფხაზეთიდან დევნილების ა. ა-ას, გ. გ-ას, მ. გ-ასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-ამ ქ. თბილისის მერიის სარჩელის მიმართ სსსკ-ის 188-ე მუხლის შესაბამისად, აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ამ უკანასკნელთათვის სარგებლობის უფლებით გამოყოფა. სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების სტადიაზე, 2006 წლის 26 ივლისის სასამართლო სხდომაზე, შეგებებულმა მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეების დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რისი პროცესუალური უფლებამოსილებაც სსსკ-ის 381-ე მუხლის იმჟამად მოქმედი რედაქციით მას ჰქონდა. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს მითითებულზე საერთოდ არ უმსჯელია, არ შეუფასებია შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნა დროებითი ფართის გამოყოფის შესახებ წარმოადგენდა თუ არა შეგებებული სარჩელის მოთხოვნის გაზრდას, დავის საგნის შეცვლას თუ სახეზე იყო ახალი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენა, არ უმსჯელია მის მიზანშეწონილობაზე, ანუ მოთხოვნის დასაშვებობაზე. არ დაუდგენია გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის მითითებულ მოთხოვნაზე და აღნიშული არ აუსახავს შემაჯამებელ განჩინებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს მითითებული სტადიიდან და იმ პირობებში, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ გარემოებას, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ ემყარება თუ არა სარჩელის იმავე საფუძველს და მიმართულია თუ არა ქ. თბილისის მერიის სარჩელის მიმართ, თუ წარმოადგენს დამოუკიდებელ სარჩელს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოთხოვნა სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ქ. თბილისის საკრებულოს მესამე პირად ჩართვის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ ქ. თბილისის საკრებულო წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ქ. თბილისის საკრებულოს ჩართვის შესახებ, რამდენადაც სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენდა მის ინტერესებზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ გაზიარებულ უნდა იქნეს კასატორის მოთხოვნა სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა შეგებებულ სარჩელზე თანამოპასუხედ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის ხელახლა განხილვისას და შეგებებული სარჩელის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში დაადგინოს შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეთა სტატუსი და იმსჯელოს არსებობს თუ არა თანამოპასუხედ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩართვის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას სსსკ-ის 404.2 მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ქ. თბილისის მერიისაგან მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 134.2 მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება თავად მხარეებს ეკისრებათ და მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლიათ მიმართონ მხარეებმა იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონ ვერ შესძლებენ მტკიცებულებათა მოპოვებას. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ აპელანტების წარმომადგენელმა მიმართა ქ. თბილისის მერიას მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ და აღნიშნულზე ეთქვა უარი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში საქმე იხილებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აპელანტთა წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა ქ. თბილისის მერიისათვის და მოეთხოვა მტკიცებულებები, რომლებიც მისი მოსაზრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა საქმის გარემოებების დასადგენად და უარის შემთხვევაში მიემართა სასამართლოსათვის მტკიცებულებათა მოპოვებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმე განიხილა პროცესუალური ნორმების დარღვევით, რაც ქმნის გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის გამო მისი გაუქმების პროცესუალურ წინაპირობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აფხაზეთიდან დევნილების ა. ა-ას, გ. გ-ას, მ. გ-ასა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინება ა. ა-ას, გ. გ-ას, მ. გ-ასა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ-ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.