საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-888-850(კ-07) 27 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
განიხილა ი. დ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.07წ. განჩინებაზე.
სასამართლომ გამოარკვია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.07წ. განჩინებით ი. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 21.12.06. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. დ.-მ. 07.05.07წ. განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 12.07.07წ. (ს.ფ. 132), ხოლო საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა 16.08.07წ. (ს.ფ.149), რითაც 4 დღით გადააცილა საკსაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილ ვადას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. დ.-ის საკასაციო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 1 თვიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. დ.-ის საკსაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.