Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-912-876(კ-08) 2 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

განიხილა საქართველოს შ. ქ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.08წ. გადაწყვეტილებაზე.

სასამართლომ გამოარკვია:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.08წ. გადაწყვეტილებით გიორგი მოდებაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 22.11.05წ. გადაწყვეტილება შ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. ქ-მა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათიდან (ს.ფ. 253) დგინდება, რომ საააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ქ-ს ჩაბარდა 2008 წლის 3 ივნისს, შესაბამისად მას საკასაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2008 წლის 4 ივლისის ჩათვლით, მან კი სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა 2008 წლის 8 ივლისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ერთ თვიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდებ