ბს-919-883 (კ-08) 5 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ნ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (მოპასუხე)
დავის საგანი –ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, გადაწყვეტილების ნაწილის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ნ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა 2006 წლის 7 თებერვალს მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 20 იანვრის ¹16-კ ბრძანების ბათილად ცნობაზე გ. ნ-ის განთავისუფლების ნაწილში; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-ი 2005 წლის 26 ოქტომბერს “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოOდეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოების საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹879 ბრძანების თანახმად, გაფრთხილებულ იქნა ატესტაციის ჩატარების შესახებ. დადგენილია, რომ გ. ნ-ს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2006 წლის 8 იანვრის ატესტაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს საკადრო რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ვ. გ-ას 2006 წლის 4 იანვრის ¹01-1-19/36 წერილი. საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილი ხელმოწერილია გ. ნ-ის მიერ 2006 წლის 06 იანვარს, მოსარჩელემ სადავოდ გახადა აღნიშნული ხელმოწერა, მაგრამ მასალის სიმცირის გამო ექსპერტიზის მიერ ვერ იქნა გამოკვლეული აღნიშნული ხელმოწერის კუთვნილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად მოსარჩელეს ატესტაციის ჩატარების შესახებ ეცნობა 2 თვითა და 13 დღით ადრე. აღნიშნული ბრძანების 33.10 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა მითითებული ატესტაციაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილება.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის “ა” პუნქტი და არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეცა საკადრო რესურსების მართვის განყოფილების უფროსის 2005 წლის 5 იანვრის წერილისთვის სამართლებრივი შეფსება, ვინაიდან იგი მიღებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე. რ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.