Facebook Twitter

ბს-925-887(კ-07) 8 ოქტომბერი, 2007წ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი

განიხილა ე. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღება-ჩაბარების დასტური, რომლითაც დადგინდებოდა, დაცულია თუ არა კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს _ ე. ჩ-ეს უნდა დაევალოს, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ან სხვა სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როდის ჩაბარდა მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განჩინების ასლი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 396-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაევალოს ე. ჩ-ეს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როდის ჩაბარდა მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განჩინება;

2. განემარტოს კასატორს, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნება განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.