Facebook Twitter

¹ბს-928-890(კ-07) 22 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. თ-ის წარმომადგენლების რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ს. თ-ემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება /იხ. ს.ფ. 1-3/.

2008 წლის 15 აპრილს ს. თ-ის წარმომადგენლებმა _ რ. ბ-ემ და თ. ჭ-ემ განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, რომლითაც სარჩელის გამოხმობა და ს. თ-ის სარჩელის განუხილველად დატოვება მოითხოვეს, შემდეგი საფუძვლით:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლების აღიარების კომისიამ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესაბამისად 2008 წლის 3 იანვარს მოსარჩელეზე გასცა საკუთრების მოწმობა, რომელიც გატარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში. ამდენად, სსსკ-ის 83I-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მოითხოვეს სარჩელის გამოხმობა, ამასთან წარმოადგინეს მოწინააღმდეგე მხარის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანხმობა სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ /იხ.ს.ფ. /.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. თ-ის წარმომადგენლების _რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და ს. თ-ის სარჩელი დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83I.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა მოსარჩელის _ ს. თ-ის წარმომადგენლების _ რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის უფლებამოსილება, მიაჩნია, რომ მათი რწმუნებულება გაცემულია სსსკ-ის 98.1. მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მარწმუნებელმა მიანიჭა სრული უფლებამოსილება, მათ შორის მთლიანად ან ნაწილობრივ სარჩელზე უარის თქმის შესახებ. ამდენად რწმუნებულები _ უფლებამოსილნი არიან მარწმუნებლის სახელით გამოიხმონ ს. თ-ის სარჩელი /იხ.ს.ფ. 10/

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 83I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელის გამოხმობის აუცილებელ პირობას ასევე წარმოადგენს მოპასუხის თანხმობა, რომლის არარსებობის პირობებში სასამართლო შეზღუდულია ამგვარი ნების გამოვლენის მიღების შესაძლებლობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რამდენადაც მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი გ. ა-ის თანხმობა ს. თ-ის მიერ სარჩელის გამოხმობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ამდენად შუამდგომლობა წარმოდგენილია სსსკ-ის 83I.1. მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტის შეტანა განპირობებულია იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ, მხარე სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია უარი განაცხადოს სარჩელის განხილვაზე, ამასთან, ეს უკანასკნელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს, მოტივირებულად წარადგინოს სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში შუამდგომლობა, ამგვარი მას საპროცესო კანონმდებლობით არ ევალება, მით უფრო, რომ საპროცესო კანონმდებლობით ის არ კარგავს უფლებას, აღძრას იგივე სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2751. “ვ” პუნქტის თანახმად კი სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებს, თუ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. თ-ის წარმომადგენლების _ რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და ს. თ-ის სარჩელი დარჩეს განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 3.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83I-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. თ-ის წარმომადგენლების _ რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება; ს. თ-ის სარჩელი დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.