ბს-933-897(კ-08) 11 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ს.-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 28 ივნისს ბ. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების გ. ს.-ისა და გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ¹... მიწის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2001 წლის 23 ივნისის ¹... მიწის საკუთრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობას.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 მაისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ბ. ჩ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების: გ. ს.-ისა და მიწის მართვის რაიონული სამმართველოს მიმართ იმ მოტივით, რომ აღნიშნული საქმის განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედიოდა.
მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ჩ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმებას.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ბ. ჩ.-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებითYბ. ჩ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რიონული სასამართლოს 2003 წლის 16 მაისისა და 4 აგვისტოს განჩინებები.
გურაჯაანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ჩ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჩ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში გურჯაანის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ ჩაერთო საჯარო რეესტრის გურჯანიის სარეგისტრაციო სამსახური და გურჯაანის გარემოს დაცვის სამსახური.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველო, ამავე სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინებით კი, საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაება სოფ. ...-ის საკრებულო, ხოლო მესამე პირად სოფ. ...-ის საკრებულო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებით სოფელ ...-ისა და სოფელ ...-ის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგინდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა ბ. ჩ.-მ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, ბათილად ყოფილიყო ცნობილი გურჯაანის რაიონის სოფ. ...-ის მიწის რეფორმის კომისიის 1995 წლის 30 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი 0,06 ჰა ფართობის ნაკვეთის ვ. ს.-სთვის გადაცემის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონის სოფ. ...-ის მიწის რეფორმის კომისიის 1995 წლის 30 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი ვ. ს.-სთვის 0,06 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს.-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ს.-ის საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად გ. ს.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეებს მითითებულ ვადაში თავიანითი მოსაზრეები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გ. ს.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ს.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას გ. ს.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. გ. ს.-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.