Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-93-88(კ-07) 19 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ... კვლევითი ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ ... კვლევითი ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო პალატამ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორს _ ... კვლევით ცენტრს დაევალა ხარვეზის შესახებ 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის (300 ლარი) გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველად.

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინების ... კვლევითი ცენტრის დირექტორისათვის _ ე. ჯ-სათვის (რომელიც ხელს აწერს საკასაციო საჩივარს) ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურიდან ირკვევა, მას აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 22 თებერვალს, ხოლო თვითონ ... კვლევითი ცენტრისათვის საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. ფოთი, ... ქ. ¹17) ცალკე გაგზავნილი, დასახელებული განჩინების ასლის შემცველი გზავნილი (საფოსტო კონვერტი) უზენაეს სასამართლოში დაბრუნდა ფოსტის მიერ გაკეთებული წარწერით, რომ ჩაუბარებლობის მიზეზი იყო არასრული ან არასწორი მისამართი. ამდენად, ე. ჯ-ს ჩაჰბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინება, ხოლო თვითონ ... კვლევითი ცენტრისათვის ცალკე გაგზავნილი, ხსენებული განჩინების ასლის შემცველი გზავნილიც, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, იმავე ცენტრისთვის ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 9 მარტს. ... კვლევით ცენტრს მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება ... კვლევითი ცენტრის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველად დარჩეს ... კვლევითი ცენტრის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.